დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2437 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/06/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 15/07/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.001.319 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 424 მუხლი:
„მუხლი 424. არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევა
დამსაქმებლის მიერ საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორას მინიმალურ ოდენობამდე.“.
2. 172-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მშობლების ან მათი შემცვლელი პირების მიერ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობა, აგრეთვე არასრულწლოვნის მიერ ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე ან მათ მიერ სხვა სამართალდარღვევათა ჩადენა (საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა, აგრეთვე მათ მიერ სპირტიანი სასმელების მიღება), –
გამოიწვევს მშობლების ან მათ შემცვლელ პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.“;
ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ შეუტყობინებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათი მინიმალური ოდენობით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 20 ივნისი.
№2437–IIს
დოკუმენტის კომენტარები