საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3382
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 29/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.002.322
  • Word
3382
23/06/2006
სსმ, 24, 29/06/2006
020.080.000.05.001.002.322
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 185-ე და 186-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 185. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევით ცხოვრება

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევით ცხოვრება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილი პირი, თუ აღნიშნული ქმედება მათ ჩაიდინეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.

    მუხლი 186. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან ბინადრობის მოწმობის დაკარგვა

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან ბინადრობის მოწმობის დაკარგვა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ლარის ოდენობით.“.

2. 191-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხოელი მოქალაქის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ 10 დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 180 ლარის ოდენობით.“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. უცხოელი მოქალაქის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ 3 თვეზე მეტ ხანს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 360 ლარის ოდენობით.“;

გ) ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა:

1. ამ მუხლის პირველი და 11 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ამის თაობაზე ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, რომლებიც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ ჯარიმის თანხის გადახდამდე მასზე არ გასცემენ საქართველოს ვიზას და მას არ მიეცემა საქართველოში შემოსვლის ნებართვა.

2. ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შემთხვევაში დამრღვევ პირზე დაუშვებელია საქართველოს ვიზის ან საქართველოში შემოსვლის ნებართვის გაცემა ჯარიმის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში.“.

3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421–422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 45-ე–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–86-ე, 88-ე–912, 922, 94-ე–1002, 103-ე–1051, 1251, 1281, 1282, 143-ე–1441, 1443–1445, 145-ე, 146-ე, 1471, 148-ე–1542, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 17310, 17311, 1745, 1748–17414, 1778–178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966, 1971 მუხლებით.“.

4. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1071, 1072, 1073, 108-ე, 116-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 134-ე მუხლით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 190-ე მუხლით, 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით (გარდა დამრღვევის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე გამოვლენის შემთხვევისა).“.

5. 2191 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1141, 1901, 1902 მუხლებით და 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით (დამრღვევის სასაზღვრო-გამტარ პუნქტში გამოვლენის შემთხვევაში).“.

6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2221 მუხლი:

     „მუხლი 2221. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანოები

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის 185-ე, 186-ე მუხლებით და 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით (გარდა დამრღვევის სასაზღვრო-გამტარ პუნქტში გამოვლენის შემთხვევისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება.“.

7. 239-ე მუხლის:

ა) 41-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ამ კოდექსის 582 მუხლით, 86-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ორგანოებთან ერთად), 1141, 1901 და 1902 მუხლებით, 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით (დამრღვევის სასაზღვრო-გამტარ პუნქტში გამოვლენის შემთხვევაში) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ორგანოების უფლებამოსილი პირები.“;

ბ) 48-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„48. ამ კოდექსის 1553–1556, 1711–1713 და 191-ე მუხლებით (გარდა ამ მუხლის 41-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“;

გ) 54-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 55-ე ნაწილი:

„55. ამ კოდექსის 185-ე, 186-ე და 191-ე მუხლებით (გარდა ამ მუხლის 41-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 23 ივნისი.

№3382_Iს