დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6156-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.016734 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 97-ე და 98-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
2. 981 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 981 . პასუხისმგებლობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის
1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით .
2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების , დაფასოების , შეფუთვისა და მარკირების წესების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით .
3. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებასა და მიმოქც ევასთან დაკავშირებული სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითებებისა და რეკომენდაციების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.“.
3. 982 , მე-100, 102-ე−1024 , 105-ე, 1054 , 1543 , 1592 და 1593 მუხლები ამოღებულ იქნეს.
4. 1598 და 1599 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1598 . კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული დავის ადმინისტრაციული წესით განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის (სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებისას – სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის) დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
მუხლი 1599 . კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება –
გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“.
5. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443 , 445 , 447 –4410 , 45-ე, 46-ე, 461 , 48-ე−49-ე, 501 –554 , 56-ე, 57-ე–59-ე, 592 , 593 , მე-60, 603 , 61-ე, 611 , 63-ე, 631 , 64-ე, 641 , 65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 721 –78-ე, 791 –822 , 84-ე–86-ე, 88-ე–893 , 912 , 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001 , 1002 , 1031 , 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281 –1285 , 143-ე, 144-ე, 14410 , 145-ე, 1461 , 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522 –1531 და 1533 −1535 მუხლებით , 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 154-ე−1542 , 1551 –156-ე, 1571 –1581 , 159-ე− 1591 , 1594 –1599 , 163-ე, 164-ე, 1644 , 1651 –1653 , 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711 , 1724 , 1725 , 173-ე, 1734 , 1736 , 1737 , 1739 , 17312 , 1741 , 1751 , 1752 , 1778 , 1779 , 17711 , 178-ე, 1791 , 1792 , 1793 , 180-ე –183-ე, 187-ე–1872 , 189-ე, 191-ე მუხლებით (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962 –1966 და 1971 მუხლებით.“.
6. 223-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 223. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 981 , 1794 და 1795 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდების უფლება აქვთ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“.
7 . 239- ე მუხლის:
ა) მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 16. ამ კოდექსის 153-ე, 1531 , 1541 , 1542 , 1551 , 158-ე, 1581 , 1594 , 163-ე, 1653 და 178-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოები ან საქართველოს კონტროლის პალატის ორგანოების უფლებამოსილი პირები.“;
ბ) 25-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს;
გ) 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„37. ამ კოდექსის 1595 –1599 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებ ს ადგენენ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები ან/და კონტროლის პალატის ორგანოები.“;
დ) 391 და 49-ე ნაწილები ამოღებულ ი ქნე ს.
8. 242-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 981 მუხლით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 112-ე მუხლით, 113-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე, 130-ე მუხლებით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და 1794 და 1795 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევებში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება დაჯარიმება და ჯარიმის გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ფორმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი არ შედგება.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებულ ადმინისტრაციულ სახდელს, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, გარდა ამ კოდექსის 981 , 1794 და 1795 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა.“;
გ) 32 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 32 . ამ კოდექსის 981 , 1794 და 1795 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.“.
9. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. ამ კოდექსის 421 , 422 , 45-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 173-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ამ კოდექსის 142-ე, 1533 , 154-ე, 1741 და 1742 მუხლებით გათვალისწინებულთა – სამი დღის ვადაში , ხოლო ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 501 , 51-ე− 56-ე, 57-ე–59-ე, 592 − მე-60, 603 − 611 , 63-ე− 65-ე, 66-ე−69-ე, 694 , 695 , 71-ე, 721 –78-ე, 791 –822 , 84-ე–86-ე, 88-ე–893 , 912 , 921 , 94-ე, 95-ე, 961 , 962 , 964 , 981 , 99-ე, 1001 − 1002 , 103-ე–104-ე , 1051 , 1071 , 141-ე, 143-ე−1441 , 1443 −1445 , 14410 , 145-ე, 1461 , 1462 , 148-ე−152-ე, 1522 −153-ე , 1541 , 1542 , 156-ე− 1581 , 159-ე, 1591 , 1595 –1599 , 163-ე, 164-ე, 167-ე, 170-ე, 174-ე, 175-ე, 1771 , 1791 , 180-ე–1831 , 185-ე–1852 , 187-ე− 1872 , 189-ე, 192-ე, 195-ე, 1962 –1966 და 1971 მუხლებ ით გათვალისწინებულთა – შვიდი დღის ვადაში.“ .
10. 314-ე მუხლის მე-9 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 8 მაისი.
№6156- Iს
დოკუმენტის კომენტარები