საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3480-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.021028
3480-XIIIმს-Xმპ
20/09/2023
ვებგვერდი, 09/10/2023
020000000.05.001.021028
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 29-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი ან საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, გულისხმობს მის სახელმწიფოს საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემას, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ სამართალდამრღვევის საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ საგნის (საქონლის) კონფისკაცია, რომელიც ამ კოდექსის 1533 ან 1536 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის უშუალო ობიექტი იყო, გულისხმობს მის შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემას.“.

2. 152-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 152. სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოებასთან დაკავშირებით ტერიტორიის დაზიანება

1. ეზოს, სკვერის, ქუჩის ან მოედნის თვითნებური გადათხრა, სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოების შედეგად მისი თვითნებური დაზიანება ან/და სამშენებლო ან სარემონტო მასალით თვითნებური ჩახერგვა, გადათხრის ადგილის, სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოების შედეგად დაზიანების ადგილის ან/და სამშენებლო ან სარემონტო მასალით ჩახერგვის ადგილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების გარეშე, თვითნებური მიტოვება ან/და აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოებისთვის სათანადო სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობის დარღვევა/შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენა –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 3 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 10 დღეში მისი ჩადენის შედეგის აღმოუფხვრელობა ან აღნიშნული შედეგის მისი აღმოუფხვრელობის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 10 დღეში აღმოუფხვრელობა –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.“.

3. 1523 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1523. სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოებასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაზიანება

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეზოს, სკვერის, ქუჩის ან მოედნის თვითნებური გადათხრა, სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოების შედეგად მისი თვითნებური დაზიანება ან/და სამშენებლო ან სარემონტო მასალით თვითნებური ჩახერგვა, გადათხრის ადგილის, სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოების შედეგად დაზიანების ადგილის ან/და სამშენებლო ან სარემონტო მასალით ჩახერგვის ადგილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების გარეშე, თვითნებური მიტოვება ან/და აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოებისთვის სათანადო სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობის დარღვევა/შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენა –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 6 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 10 დღეში მისი ჩადენის შედეგის აღმოუფხვრელობა ან აღნიშნული შედეგის მისი აღმოუფხვრელობის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 10 დღეში აღმოუფხვრელობა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 6 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.“.

4. 1533 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1533. გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე

1. გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე –

გამოიწვევს ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

შენიშვნა:

1. ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება და დამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს მას სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციისგან.

2. სამართალდამრღვევის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გაგრძელების აღსაკვეთად მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას.

3. თუ ამ მუხლის პირველი, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენისას სამართალდამრღვევი ვერ დგინდება, სამართალდარღვევის საგანი კონფისკაციას ექვემდებარება.

4. სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“.

5. 1584 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1584. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება)

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება) –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 3 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 6 000 ლარის ოდენობით.“.

6. 1591 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1591. არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება)

1. არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება) –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით.“.

7. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−551, 553, 554, 56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791−793 მუხლებით, 794 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 795−მე-80, 821−825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით, 1166 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 1531 მუხლებით, 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 1535 მუხლით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე, 1661 და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“.

8. 209-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861, 1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161−1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით, 116მუხლის პირველი ნაწილით, 116მუხლის პირველი ნაწილით, 116მუხლის პირველი ნაწილით, 1168, 118-ე–119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2 და მე-6−მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 1352−1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე, 1662, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 17415 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416−17418, 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა) და 17715, 180-ე−1811, 1813−1815, 182-ე−1822, 190-ე და 1902−1911 მუხლებით.“;

ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ამ კოდექსის 4210, 861, 1142, 1527 და 1528 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 17417 და 17418 მუხლებით, 177-ე მუხლის პირველი, მე-2−მე-3, მე-6−მე-7, მე-9−მე-11 და მე-14 ნაწილებითა და 17715, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“.

9. 2093 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 465, 466, 552, 555, 556, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე და 1072–1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე−1355, 1461, 148-ე და 150-ე−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512, 152-ე და 1522–1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539, 1561, 1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე, 1591, 1662, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით განიხილავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.“;

ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ამ კოდექსის 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1191 და 1524−1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 1561 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).“;

გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კოდექსის 552, 555, 556, 642, 771, 772, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე−1355, 1461, 148-ე და 1501−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512, 152-ე და 1522−1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539, 1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი.“.

10. 239-ე მუხლის:

ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ კოდექსის 4210, 45-ე, 451, 583, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 1151, 116-ე–1168 და 118-ე−123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2 და მე-6−მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1352−1354, 1395, 150-ე, 1527, 1528, 1533, 1536, 166-ე, 1662, 167-ე, 173-ე, 17314, 17315, 1741, 17415−17418, 1752, 1761, 1763, 177-ე, 1771, 17715, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“;

ბ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ კოდექსის 431, 432, 513, 533, 55-ე, 552 და 553 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილითა და 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე−151-ე, 152-ე, 1523, 1533, 1534, 1536, 1584, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები.“;

გ) 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„27. ამ კოდექსის 555, 556, 642, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე−1355, 1461, 1501−1503, 1511, 152-ე, 1522−1529, 1533, 1536, 1539, 1561, 1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1591 და 1662 მუხლებითა და 172-ე მუხლით (იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას, რაც გამოიხატება არასრულწლოვანის მიერ ვანდალიზმის ჩადენით) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.“.

11. 2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 465, 466, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 134-ე−1355, 152-ე, 1523, 1533, 1536, 1584, 1591, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსსა და გამოწერის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“.

12. 242-ე მუხლის 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ამ კოდექსის 552, 555, 556, 1502, 1503, 1511, 152-ე და 1523−1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539, 1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“.

13. 243-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ამ კოდექსის 552, 555, 556, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13, მე-15 და მე-16 ნაწილებითა და 134-ე−1355, 1461, 1511, 1512, 1533 და 1536 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.“.

14. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 171-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებითა და 142-ე, 154-ე, 1741 და 1742 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501, 511, 513, 533, 55-ე, 552, 553, 555, 556, 582, 592, 61-ე და მე-80 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 99-ე, 1001, 1002, 103-ე, 104-ე, 1051, 1071, 141-ე, 143-ე−1441, 1443−1445, 14410, 145-ე, 1461, 148-ე−1501, 1511, 152-ე, 1522−1529, 153-ე, 1541, 1542, 156-ე−1581, 159-ე, 1595−1599, 163-ე, 164-ე, 1661, 167-ე, 170-ე, 174-ე და 175-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1771 მუხლით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და 1791, 180-ე−1831, 185-ე−1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 7 დღის ვადაში.“.

15. 295-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი − ამ კოდექსის 1511 და 1512 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 1539 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას;“.

16. 296-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 296. კონფისკაციის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი

კონფისკაციის შესახებ დადგენილების აღსრულება წარმოებს კონფისკებული საგნის ჩამორთმევითა და ამ საგნის სახელმწიფოს საკუთრებად ან საქართველოს საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკუთრებად იძულებით, უსასყიდლოდ გადაქცევით.“.

17. 3121 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. არაიდენტიფიცირებული პირის მიერ ამ კოდექსის 155-ე−1552 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული ხასიათის ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის, უშუალო ობიექტის, საგნის, საქონლის, ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალების დროებითი ჩამორთმევა და 3 თვემდე ვადით შენახვა. ამ ვადაში პირის იდენტიფიცირებისას მის მიმართ საქმის შემდგომი წარმოება გრძელდება საერთო წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 სექტემბერი 2023 წ.

N3480-XIIIმს-Xმპ