საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6317-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 010120000.05.001.016799
  • Word
6317-Iს
25/05/2012
ვებგვერდი, 19/06/2012
010120000.05.001.016799
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის 21  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

21 . საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე ორდინალურ ვიზას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).“.

2. მე-11 მუხლის 21  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

21 . სააგენტო უფლებამოსილია გამოიკვლიოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები და მოითხოვოს ამ გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.“.

3. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო .“.

    მუხლი 2. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ნებისმიერი სხვა დაწესებულება ან იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების მიზნით მოითხოვოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც სანოტარო წესით დამოწმებას არ საჭიროებს. თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში გრაფა „მისამართი“ შეუვსებელია, მასთან ერთად შეიძლება მოთხოვნილ იქნ ს რეგისტრაციის მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც ასევე არ საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის დადასტურება ხდება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გადამოწმების გზით.“.

    მუხლი 3. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. შუამდგომლობა დაინტერესებულ პირი წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).“.

    მუხლი 4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 1851  და 1852   მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1851 . პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა

თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ, აგრეთვე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების, პანსიონატის, თავშესაფრის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ასევე გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის პირის გარდაცვალების შესახებ კანონით დადგენილი წესით შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 1852 . ბავშვის დაბადების შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა

სამშობიარო ან სხვა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ბავშვის დაბადების შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

    მუხლი 5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 1106-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1106. ქორწინების ცნება

ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).“.

    მუხლი 6. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზა − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ნოტარიუსებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში ინფორმაციის დამუშავების შედეგად შექმნილ მონაცემთა ერთობლიობა;“.

2 . მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით;“.

    მუხლი 7. „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.016513) 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აცნობებს პირისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების შესახებ, მასზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობისა და სამგზავრო დოკუმენტის გაუქმების მიზნით;“.

 

    მუხლი 8. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016497) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების შეტანისას გადაიხადოს მომსახურების საფასური საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შეღავათიანი პირობებით;“.

    მუხლი 9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.06.2011, სარეგისტრაციო კოდი: 080050000.05.001.016348) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ამ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განაცხადებს მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე ან 362-ე მუხლით ან/და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია თავის ან ახლო ნათესავის სასარგებლოდ ყალბი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან, გამოყენებასთან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან ან დაზიანებასთან ან/და ამ დოკუმენტში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანასთან.

შენიშვნა: ამ კანონის მიზნებისათვის „ახლო ნათესავში“ იგულისხმება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული „ახლო ნათესავი“.“.

    მუხლი 10. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;“.

    მუხლი 11. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 31.12.2009, მუხ. 398) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. სასამართლო ვალდებულია ბავშვის შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში აცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.“.

2. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება შვილად აყვანის გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ, ვალდებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში გაუგზავნოს იგი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.“.

    მუხლი 12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 165-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ დადგენილება პროკურორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

4. პირს, რომლის საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედებაც შეჩერდა, უფლება აქვს, აცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აღნიშნული პასპორტის/დოკუმენტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ.“.

2. 221-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიან სიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 ივლისისა, უგზავნის შესაბამის სასამართლოს.“.

3. 330-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ნაფიცი მსაჯულები კი შეირჩევიან შესაბამისად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან.“.

    მუხლი 13. „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 26.03.2008, მუხ. 46) მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) უფლებამოსილია აკრედიტაციის გავლის გარეშე გასცეს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი.“.

    მუხლი 14. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეწყვეტა განხორციელდეს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით განსაზღვრული პირის მიერ წარმოდგენილი კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღების გარდაცვალების მოწმობის ან გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდებული ყოველთვიური ინფორმაციის საფუძველზე.“.

    მუხლი 15. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) მე-17 მუხლის 11  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პენსიის გაცემის შეწყვეტა განხორციელდეს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით განსაზღვრული პირის მიერ წარმოდგენილი პენსიის მიმღების გარდაცვალების მოწმობის ან გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდებული ყოველთვიური ინფორმაციის საფუძველზე.“.

 

    მუხლი 16. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113) მე-6 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12. მონიტორინგის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს, კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) ამ კანონით გათვალისწინებული წესით იდენტიფიკაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.“.

    მუხლი 17. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის გამოთხოვისათვის, გარდა დოკუმენტის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გამოთხოვისა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 20 ლარია.“.

    მუხლი 18. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებული არიან, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს 10 დღის ვადაში აცნობონ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ.“.

    მუხლი 19. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) 496   მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. მომსახურების გამწევი პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების მუდმივი ჰარმონიზაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან.“.

    მუხლი 20. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 39) მე-2 მუხლის მე-3 და 31  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. თუ პირი ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით გადაადგილებისას გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, იგი ვალდებულია საკონსულო აღრიცხვაზე ასაყვანად მიმართოს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

31 . საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით, ყოველი თვის ბოლოს მიაწვდის სამინისტროს იმ პირთა მონაცემებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე დგანან.“.

    მუხლი 21. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) 171  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ბანკს უფლება აქვს, პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიიღოს ამ პირის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.

2. ბანკი ვალდებულია არ დაუშვას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული პირის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

    მუხლი 22. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 25 მაისი.

№6317- I