საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5664-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 170000000.05.001.016604
  • Word
5664-რს
28/12/2011
ვებგვერდი, 12/01/2012
170000000.05.001.016604
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 46, 22.12.2009, მუხ. 346) 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41. სანოტარო მოქმედებები, რომლებსაც ასრულებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

1. დასახლებში, სადაც სანოტარო ბიურო არ არის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:

ა) ადასტურებს ანდერძს;

ბ) იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;

გ) ამოწმებს დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან;

დ) გადასცემს პირის განცხადებასა და ცნობას სხვა პირს;

ე) ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;

ვ) ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს;

ზ) შესანახად იღებს დოკუმენტებს;

თ) ადასტურებს მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან;

ი) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას.

2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სანოტარო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სანოტარო მოქმედებაზე, თუ მოქალაქის იგივეობის დადასტურება ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ხდება შემდგომ მასზე მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის მიზნით.

3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთვითმმართველი ერთეულის რწმუნებულ შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაეკისროს სხვა ისეთი სანოტარო მოქმედებების შესრულება, რომლებიც ამ კანონის 38-ე მუხლით და ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული.“.

 მუხლი 2. „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი, მუხ. 126) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული მიერ გაცემულ საბუთს, რომელიც ადასტურებს ამ საქონლის წარმოშობის გეოგრაფიულ ადგილს;“.

 მუხლი 3. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. 14 წლამდე პირის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება ამ პირთა კანონიერი წარმომადგენლის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.“.

მუხლი 4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 1851 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1851. პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა

თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ, აგრეთვე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების, პანსიონატის, თავშესაფრის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ასევე გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთვის პირის გარდაცვალების შესახებ კანონით დადგენილი წესით შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 5. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 28 დეკემბერი.

5664რს