დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 834-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.102724 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. ამ კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი დამსაქმებელს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.“. 2. 16511 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: 1. საპენსიო შენატანის/შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევად არ ჩაითვლება დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება/დაზუსტება, რომლის გათვალისწინებითაც დამსაქმებელი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს საპენსიო შენატანს/შენატანებს. 2. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციას ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება შესაბამისი ვალდებულების საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით შეუსრულებლობის შემთხვევაში.“. 3. 242-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი: „8. ამ კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან მიმართებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი გამოსცემს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოცემის წესსა და პროცედურას ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი.“. მუხლი 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი დამსაქმებელს დაეკისრება ამ კანონის ამოქმედებამდე პერიოდში წარმოშობილი შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში, სათანადო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების რაოდენობის მიუხედავად. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N834-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები