დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3516 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/07/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36, 04/08/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.080.000.05.001.002.384 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. ადმინისტრაციული სახდელების სახეობანი
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:
ა) გაფრთხილება;
ბ) ჯარიმა;
გ) იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღს, უშუალო ობიექტს ან საბაჟო წესების დარღვევის საგანს, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალებას წარმოადგენდა;
დ) იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღს, უშუალო ობიექტს ან საბაჟო წესების დარღვევის საგანს, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალებას წარმოადგენდა;
ე) მოქალაქისათვის მინიჭებული სპეციალური უფლების (სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება) ჩამორთმევა;
ვ) გამასწორებელი სამუშაოები;
ზ) ადმინისტრაციული პატიმრობა.
2. საქართველოს კანონებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს ფარგლებიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის იმ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ადმინისტრაციული გაძევება, რომლებიც უხეშად არღვევენ მართლწესრიგს.“.
2. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. მოქალაქისათვის მინიჭებული სპეციალური უფლების ჩამორთმევა
1. მოქალაქეს მინიჭებული სპეციალური უფლება (სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება) ჩამოერთმევა სამ წლამდე ვადით ამ უფლებით სარგებლობის წესის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის. ასეთი უფლების ჩამორთმევის ვადა არ შეიძლება იყოს თხუთმეტ დღეზე ნაკლები, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება არ შეიძლება ჩამოერთვათ იმ პირთ, რომლებიც აღნიშნული საშუალებებით სარგებლობენ ინვალიდობის გამო, იმ შემთხვევების გარდა, როცა სატრანსპორტო საშუალებას მართავდნენ ნასვამ მდგომარეობაში.“.
3. კოდექსს 36-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 მუხლი:
„მუხლი 361. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევისათვის
1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდგომ დადგენილ ვადაში ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
4. 51-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა“.
5. 511 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 511. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიწების არამიზნობრივი გამოყენება
1. დაცული ტერიტორიების მართვისა და დაცვისათვის უშუალოდ პასუხისმგებელ პირთა მიერ დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიწების არა იმ მიზნით გამოყენება, რისთვისაც ისინი გამოიყო, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.“.
6. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 52. მიწის გაუვარგისება საწარმოო და სხვა ნარჩენებით, მისი ჩამდინარე წყლით დაბინძურება
მიწის გაუვარგისება საწარმოო და სხვა ნარჩენებით, მისი ჩამდინარე წყლით დაბინძურება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე.“.
7. 531 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 531. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მოქცეული, დროებით დაკავებული მიწების დროულად დაუბრუნებლობა
1. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მოქცეული, დროებით დაკავებული მიწების დროულად დაუბრუნებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ოთხას ლარამდე.“.
8. 554 და 56-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 554. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა
1. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.
მუხლი 56. წიაღის დაცვის მოთხოვნათა დარღვევა
1. წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობების თვითნებურად განაშენიანება, წიაღის დაცვის, წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მავნე გავლენისაგან ბუნებრივი გარემოს, შენობებისა და ნაგებობების დაცვის მოთხოვნების შეუსრულებლობა, სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს სხვადასხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების ლიკვიდაციისა და კონსერვაციის, მიწის მინაკუთვნის ფარგლებში ნიადაგის რეკულტივაციის წესებისა და ნორმების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე.
2. სასარგებლო წიაღისეულის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების გაუარესება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ლარამდე.“.
9. 571 და 572 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 571. წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე
წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.
მუხლი 572. წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევა
წიაღით სარგებლობის ნორმების, აგრეთვე წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან შვიდას ლარამდე.“.
10. კოდექსს 572 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 573 მუხლი:
„მუხლი 573. წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის პირობების დარღვევით
წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის პირობების დარღვევით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასი ლარით.“.
11. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 58. წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა
1. წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.
2. სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლის ობიექტების დაცვის რეჟიმის დარღვევა, სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების და სამკურნალო დანიშნულების წყლის ობიექტებში სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო, სადრენაჟო და სხვა ჩამდინარე წყლების ჩაშვება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ექვსას ლარამდე.
3. წყლის ტრანსპორტიდან, მილსადენებიდან, წყლის ობიექტებზე არსებული მცურავი და სხვა ნაგებობებიდან წყლის დაბინძურება ან დანაგვიანება ზეთით, ქიმიური ნივთიერებებით, ნავთობით, მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე.
4. ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე.“.
12. 59-ე და მე-60 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 59. სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებსა და მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის მოვალეობათა შეუსრულებლობა
გემის ან სხვა მცურავი საშუალების კაპიტნის ან მეთაურთა შემადგენლობის სხვა პირთა მიერ სახომალდო დოკუმენტებში ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებთან ან/და დადგენილი ნორმების გადამეტებით ასეთ ნივთიერებათა შემცველ მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა, აღნიშნულ პირთა მიერ სახომალდო დოკუმენტებში არასწორი ჩანაწერების შეტანა ამ ოპერაციების შესახებ ან შესაბამის თანამდებობის პირთათვის ამ დოკუმენტების წარდგენაზე უკანონოდ უარის თქმა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.
მუხლი 60. წყალსარგებლობის წესების დარღვევა
1. საერთო წყალსარგებლობის მოთხოვნათა დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.
2. ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღება შესაბამისი ნებართვის გარეშე ან ნებართვის პირობების დარღვევით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.
3. წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვება შესაბამისი წყალჩაშვების ნებართვის გარეშე ან ნებართვით დადგენილი პირობების დარღვევით, წყლის ობიექტებში მავნე ნივთიერებათა (მათ შორის, მიკროორგანიზმების) ემისიების (ზღვრულად დასაშვები ჩაშვების) ნორმებისა და წყლის ობიექტების დატვირთვის ნორმების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.
4. განსაკუთრებული სამეცნიერო და ესთეტიკური მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტებით უკანონო სარგებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამას ორმოცდაათიდან ხუთას ორმოცდაათ ლარამდე.
5. ამ მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან რვაას ლარამდე.“.
13. 631 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 631. ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის, აღკვეთილის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილი ზონის, დაცული ლანდშაფტის, ბიოსფერული რეზერვატის ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონის ტერიტორიების ტყის ფონდის მიწებზე არსებულ ტყეებში ტყეკაფის ფონდის გამოყოფის, გამოყენებისა და ტყითსარგებლობის წესების დარღვევა
ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის, აღკვეთილის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილი ზონის, დაცული ლანდშაფტის, ბიოსფერული რეზერვატის ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონის ტერიტორიების ტყის ფონდის მიწებზე არსებულ ტყეებში ტყეკაფის ფონდის გამოყოფის, გამოყენებისა და ტყითსარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.“.
14. 64-ე და 641 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 64. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების, ტყის სანერგეებსა და პლანტაციებში ნათესების ან ნერგების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შესაძლოა მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.
მუხლი 641. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება
1. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ექვსას ლარამდე.“.
15. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 66. უკანონო ტყითსარგებლობა
1. ტყითსარგებლობა ტყით სარგებლობის ლიცენზიის (გენერალური ლიცენზიის), ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიისა და ხელშეკრულების ან ბილეთის გარეშე, ან აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ პირობათა დარღვევით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას ლარამდე.
2. საშეშე მერქნის დამზადება საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.“.
16. 671, 68-ე და 69-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 671. ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვისა და აღდგენის ზონებში, აღკვეთილსა და ბიოსფერული რეზერვატის ბუნების მართვადი დაცვისა (მანიპულაციების) და აღდგენის ზონებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების აღდგენისა და მდგომარეობის გაუმჯობესების წესების დარღვევა
ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვისა და აღდგენის ზონებში, აღკვეთილსა და ბიოსფერული რეზერვატის ბუნების მართვადი დაცვისა (მანიპულაციების) და აღდგენის ზონებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების აღდგენისა და მდგომარეობის გაუმჯობესების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.
მუხლი 68. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაზიანება
1. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ ლარამდე.
2. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მდელოების, მინდვრებისა და ველების, ასევე სათიბი და საძოვარი სავარგულების დაზიანება და ძოვების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ ლარამდე წვრილფეხა პირუტყვზე (ცხვარი, თხა, ღორი) და ოცდაათიდან ას ლარამდე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან სამოცდაათ ლარამდე წვრილფეხა პირუტყვზე (ცხვარი, თხა, ღორი) და ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.
მუხლი 69. გარემოს დაცვის ნორმების დარღვევა
1. გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.“.
17. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ტყის დანაგვიანება და დაზიანება
1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ტყის დაზიანება რადიოაქტიური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან სხვა მავნე ნივთიერებებით, რადიოაქტიური, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო ან სხვა სახის ნარჩენებით, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო ან სხვაგვარი ჩამდინარე წყლებით, აგრეთვე მავნე ნივთიერებათა გამონაფრქვევებით, რასაც ტყის გახმობა ან დაავადება მოსდევს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ექვსასიდან რვაას ლარამდე.“.
18. 73-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 73. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე არსებული ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე არსებული ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.“.
19. 77-ე და 78-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 77. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ნორმების გადამეტებით ან ამ ნორმების უქონლობისას და ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ფიზიკური ზემოქმედება
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის დამტკიცებული ნორმების გადამეტება ან გაფრქვევა ამ ნორმების, აგრეთვე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის უქონლობისას და ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (მათ შორის, ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველების) დადგენილი ნორმების გადამეტება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.
მუხლი 78. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, აგრეთვე ამ მოწყობილობათა გამოუყენებლობა
1. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.
2. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოუყენებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ორი ათას ლარამდე.“.
20. 79-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
21. 791 და 792 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 791. საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე
საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შვიდი ათასიდან ათი ათას ლარამდე.
მუხლი 792. საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევით
საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი ათასი ლარით.“.
22. 82-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 82. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარებში დაწვისას
ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარებში დაწვისას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ექვსას ლარამდე.“.
23. კოდექსს 82-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 821 მუხლი:
„მუხლი 821. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვის მონაცემების დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვის მონაცემების დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათი ლარის ოდენობით.“.
24. 83-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
25. 84-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 84. ატმოსფერული ჰაერის დაცვისადმი კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების მითითებათა შეუსრულებლობა
ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების დარღვევების აღმოფხვრის შესახებ ატმოსფერული ჰაერის დაცვისადმი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების მითითებათა შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.“.
26. კოდექსს 84-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 841 მუხლი:
„მუხლი 841. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოების მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება
ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების, აგრეთვე პროდუქციის (ნედლეულის) წარმოება-რეალიზაციის შეჩერების ან აკრძალვის მიზნით გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან სამი ათას ხუთას ლარამდე.“.
27. 85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 85. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება ახალ საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია და ჰიბრიდიზაცია
1. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება ახალ საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია (ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, რესტოკინგი) და ჰიბრიდიზაცია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გარეულ ცხოველთა სახეობების მიმართ ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას სამას ლარამდე.“.
28. 852 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 852. გარეულ ცხოველთა ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარემოდან გარეულ ცხოველთა ამოღების გზით შექმნისა და შევსების წესების დარღვევა
გარეულ ცხოველთა ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარემოდან გარეულ ცხოველთა ამოღების გზით შექმნისა და შევსების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.“.
29. 854 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 854. უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, გარეულ ცხოველთა დერივატებით და მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა
უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, გარეულ ცხოველთა დერივატებით და მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამას ლარამდე, ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი დერივატებისა და მათგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციით.“.
30. 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 86. ნადირობისა და თევზჭერის წესების, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა
1. შიდა წყალსატევებში თევზჭერის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ოთხას ლარამდე, თევზსაჭერი იარაღის, წყლის სატრანსპორტო საშუალებებისა და მოპოვებული თევზის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. წყლის ყველა ტიპის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (ნავები, ნახევარბარკასები, მოტოფელუგები და მცირე სიმძლავრის კატარღები) გამოყენებით საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მოპოვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ათას ლარამდე, თევზსარეწი იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
3. ნადირობის, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ხუთას ლარამდე, მოპოვებულისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ანდა იმ იარაღით ან საშუალებებით, რომლით (რომლებით) ნადირობაც აკრძალულია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან შვიდას ლარამდე, მოპოვებულისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
5. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში თევზსარეწი იარაღით ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით, თევზის ანდა წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების განადგურების სხვა საშუალებებით (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათი ათასიდან ორმოცდაათი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ზღვის ნაკრძალ რაიონში, აკრძალულ დროს ან ადგილას, თევზის ან ზღვის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მიმართ, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი ათასიდან სამოცდაათი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის ან ზღვის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.“.
31. 89-ე, 891 და 892 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 89. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა
1. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე.
მუხლი 891. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიებზე ვიზიტორთა არასაგანმანათლებლო მიზნით დაშვება
1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიებზე ვიზიტორთა არასაგანმანათლებლო მიზნით დაშვება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.
მუხლი 892. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიერ საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი იარაღისა და ნებისმიერი (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვების) მოწყობილობის შეტანა
1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიერ საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი იარაღისა და ნებისმიერი (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვების) მოწყობილობის შეტანა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.“.
32. კოდექსს 892 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 893 მუხლი:
„მუხლი 893. სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღითა და ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებებით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების განხორციელება ნავის გამოყენებით, სახელმწიფო ნაკრძალის თანამშრომელთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან/და თევზსაჭერი საშუალებების მქონე პირთა ნაკრძალის ტერიტორიაზე შესვლაზე თანხმობის მიცემა
1. სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირის მიერ (გარდა იმ პირებისა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი) ცეცხლსასროლი იარაღით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან/და აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე, ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე პირის მიერ ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებით შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების განხორციელება ნავის გამოყენებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის, მათ შორის, ნავის, კონფისკაციით ან უამისოდ.
3. სახელმწიფო ნაკრძალის თანამშრომელთა მიერ (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად შექმნილი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისა და დირექციების დირექტორებისა) ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალების (მათ შორის, ნავის) მქონე პირთა ნაკრძალის ტერიტორიაზე შესვლაზე თანხმობის მიცემა, ან/და აღნიშნულ პირთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენისას შესაბამისი ზომების მიუღებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.“.
33. 1282 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1282. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყისა და პირველადი გადამუშავების პროდუქტების ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა
1. ხე-ტყის პირველადი გადამუშავება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ლარამდე, ხე-ტყისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე, ხე-ტყისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
4. ხე-ტყისა და პირველადი გადამუშავების პროდუქტების ტრანსპორტირება ან რეალიზაცია საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის, ხე-ტყის წარმოშობის ან/და ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ.“.
34. 1461 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1461. დასუფთავების წესების დარღვევა
1. სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწის და კლდოვანი ქანების ისეთ ადგილებში დაყრა, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ლარამდე.“.
35. 151-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 151. სოფელში, თემში, დაბაში, ქალაქში ან რაიონებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან განადგურება
სოფელში, თემში, დაბაში, ქალაქში ან რაიონებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გადარგვა, რამაც შესაძლოა მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, ან შესაბამისი ნებართვის გარეშე მათი მოჭრა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოციდან ორას ლარამდე.“.
36. 17710 მუხლი ამოღებულ იქნეს.
37. 195-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 195. ბეჭდის (პლომბის/ლუქის) განზრახ დაზიანება ან აგლეჯა
უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადებული ბეჭდის (პლომბის/ლუქის) განზრახ დაზიანება ან აგლეჯა, გარდა ამ კოდექსის 443 მუხლით, 841 მუხლით, 131-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 132-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ლარამდე.“.
38. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოების განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421–422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 45-ე–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–86-ე, 88-ე–912, 922, 94-ე–1002, 103-ე–1051, 1251, 1281, 1282, 143-ე–1441, 1443–1445, 145-ე, 146-ე, 1461, 1471, 148-ე–1542, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 17310, 17311, 1745, 1748–17414, 1778–178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე მუხლებით (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966, 1971 მუხლებით.“.
39. 222-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 491, 51-ე, 512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე, 571, 58-ე, 581, 59-ე–603, 611–792, 82-ე–85-ე, 854, 86-ე მუხლებით (გარდა 86-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 89-ე–893, 103-ე-1031, 1461, 151-ე, 1582 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება.“.
40. 239-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსის 47-ე–491, 51-ე–512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე–603, 611–792, 82-ე–86-ე, 89-ე–893, 103-ე-1031, 104-ე, 1461, 151-ე, 1582, 1735, 1778 და 1779 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოები.“;
ბ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ კოდექსის 45-ე, 81-ე, 107-ე, 116-ე–125-ე, 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 134-ე, 166-ე, 173-ე, 1741, 1771, 180-ე–183-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები.“;
დ) 241 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
ე) 55-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 56-ე ნაწილი:
„56. ამ კოდექსის 1282 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ან/და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოები.“.
41. 262-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოების მიერ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 491, 51-ე, 512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე, 571, 58-ე, 581, 59-ე–603, 611–792, 82-ე–85-ე, 854, 86-ე მუხლებით (გარდა 86-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 89-ე–893, 1582 და 1735 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება თოთხმეტი დღის ვადაში.“.
42. 299-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
43. 301-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
44. 302-ე და 303-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 302. სპეციალური უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირების საფუძველი და წესი
თუ პირს პირველად აქვს ჩადენილი სამართალდარღვევა, რომლისთვისაც გარკვეული ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი პიროვნებისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სახდელის დამდებ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია შეუმციროს მას აღნიშნული უფლების ჩამორთმევის ვადა, ამასთანავე, ასეთი შემცირება დაიშვება დანიშნული ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ.
მუხლი 303. სპეციალური უფლების ჩამორთმევის ვადის გამოანგარიშება
1. სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლები ჩაითვლებიან სპეციალურუფლებაჩამორთმეულად ამ უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების გამოტანის დღიდან.
2. სპეციალური უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლისას, აგრეთვე მისი შემცირებისას ამ კოდექსის 302-ე მუხლის შესაბამისად, პირს, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელის ეს ზომა, დადგენილი წესით დაუბრუნდება ჩამორთმეული დოკუმენტები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 ივლისი.
№3516–რს
დოკუმენტის კომენტარები