დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4790-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/02/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 20/04/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.018063 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1075 მუხლი: „მუხლი 1075. თოვლმავლით ან მოტოციგით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ადგილზე გადაადგილებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევა 1. თოვლმავლით ან მოტოციგით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ადგილზე გადაადგილებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევა – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებულ მოძრავ საშუალებებზე.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1161–1163 მუხლები: „მუხლი 1161. თოვლმავლის/მოტოციგის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან/და თოვლმავლის/მოტოციგის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება 1. თოვლმავლის/მოტოციგის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან/და თოვლმავლის/მოტოციგის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, ჩამოაშოროს თოვლმავლის/მოტოციგის მართვას და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან. 2. უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია: პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია, ჩამოაშოროს თოვლმავლის/მოტოციგის მართვას; თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამას ოქმზე ხელმოწერით ადასტურებს, ადგილზე შეუფარდოს მას ადმინისტრაციული სახდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში – ადგილზევე შეამოწმოს იგი; თუ შემოწმების შედეგად დასტურდება თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ალკოჰოლური სიმთვრალის შედეგები. თუ თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლი სადავოდ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს ან მისი ადგილზე იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ჩამოართვას მას თოვლმავალი/მოტოციგა, სანამ არ მოხდება მისი იდენტიფიკაცია/ალკოჰოლური სიმთვრალის დადგენა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლის სისხლში 0,5 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლი უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღების და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი სათანადო საექსპერტო დაწესებულებას ეგზავნება. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისაგან. თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მუხლი 1162. სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა 1. სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა – გამოიწვევს წერილობით გაფრთხილებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით იმავე დღეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია წერილობით გააფრთხილოს სასრიალო ტრასით მოსარგებლე, რომელიც თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობის დროს აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე) საფრთხის შემცველ ქმედებას, იგი ამას უფლებამოსილი პოლიციელის მიერ შედგენილ გაფრთხილების ოქმზე ხელმოწერით ადასტურებს. თუ დამრღვევი სადავოდ ხდის თავის თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე) საფრთხის შემცველ ქმედებას ან/და უარს აცხადებს გაფრთხილების ოქმის ხელმოწერაზე, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ეს ფაქტი მის მიერ შედგენილ გაფრთხილების ოქმში ასახოს. 2. თუ სასრიალო ტრასით მოსარგებლე იმავე დღეს განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ადგილზე შეუფარდოს მას ადმინისტრაციული სახდელი. თუ სასრიალო ტრასით მოსარგებლის ადგილზე იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია დროებით, მის იდენტიფიკაციამდე, ჩამოართვას მას სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალება, ჩამოაშოროს იგი თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობს ან/და გზას (ტრასას) ერთი (იმავე) დღით და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოდ გადაყვანა. მუხლი 1163. სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან/და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება 1. სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან/და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია სასრიალო ტრასით მოსარგებლე, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, ჩამოაშოროს სასრიალო ტრასას და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან. 2. უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია: სასრიალო ტრასით მოსარგებლე, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია, ჩამოაშოროს სასრიალო ტრასას დროებით, ერთი (იმავე) დღით და ჩამოართვას მას სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალება ერთი (იმავე) დღით; თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამას ოქმზე ხელმოწერით ადასტურებს, ადგილზე შეუფარდოს მას ადმინისტრაციული სახდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში – ადგილზევე შეამოწმოს იგი; თუ შემოწმების შედეგად დასტურდება სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ალკოჰოლური სიმთვრალის შედეგები. თუ სასრიალო ტრასით მოსარგებლე სადავოდ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს ან მისი ადგილზე იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ჩამოართვას მას სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალება, სანამ არ მოხდება მისი იდენტიფიკაცია/ალკოჰოლური სიმთვრალის დადგენა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა სასრიალო ტრასით მოსარგებლის სისხლში 0,5 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, სასრიალო ტრასით მოსარგებლე უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღების და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი სათანადო საექსპერტო დაწესებულებას ეგზავნება. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად სასრიალო ტრასით მოსარგებლეს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისაგან. სასრიალო ტრასით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.“. 3. 209-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 583, 861, 1071−1073, 1075, 108-ე, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის), 134-ე და 1395 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 17415 მუხლით (გარდა 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416 და 1761 მუხლებით, 1811 მუხლის პირველი ნაწილითა და 1821, 1822, 190-ე, 1902 და 191-ე მუხლებით. 2. ამ კოდექსის 1075, 116-ე–1163 და 118-ე−122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებითა და 1291 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე) უსაფრთხოების წესების დაცვას, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 4. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ კოდექსის 45-ე, 583, 81-ე, 861, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1395, 150-ე და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე, 1741, 17415, 17416, 1752, 1761, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“. 5. 242-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 861, 1075, 1142, 116-ე–1163 და 118-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს. |
ქუთაისი, 19 თებერვალი 2016 წ. N4790-IIს |
დოკუმენტის კომენტარები