საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6395-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.016800
  • Word
6395-Iს
05/06/2012
ვებგვერდი, 19/06/2012
240140000.05.001.016800
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1 . „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 361  მუხლი:

     „მუხლი 361 . საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულება

1. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს განვლილი საგადასახადო პერიოდების წარუდგენელი და მიმდინარე საგადასახადო პერიოდების საგადასახადო დეკლარაციები, ამასთანავე, წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში შეიტანოს მათში ცვლილება ან/და დამატება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს გაკოტრების პროცესში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება უნარჩუნდება მხოლოდ ამ ნაწილში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, რაც მას არ ათავისუფლებს ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულებისაგან.“.

2. 3 7-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 361  მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა . .

3. 38-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. აღსრულების ეროვნული ბიუროს სააუქციონო მომსახურების  საფასურის ოდენობ განსაზღ რულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ამ მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან.“;

ბ) მე-9−მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. პირველი აუქციონი ტარდება გაკოტრების მმართველის არჩევიდან ან დანიშვნიდან არა უმეტეს 40 დღის ვადაში, სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით. დაუშვებელია პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონების ნაწილ-ნაწილ გაყიდვა. სამეურვეო ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, ამ ქონების საბაზრო ღირებულების 50%-ით. აღსრულების ეროვნული ბიურო, მის მიერ გაკოტრების მმართველის ფუნქციის შესრულების შემთხვევაში, უფლებამოსილია თავად შეაფასოს სამეურვეო ქონება და განსაზღვროს მისი საბაზრო ღირებულება ან მოიწვიოს კომპეტენტური პირი ამ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით.

10. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია და ქონების საწყისი ფასი კრედიტორთა მოთხოვნებზე ნაკლებია, ნებისმიერ კრედიტორს, რომლის მოთხოვნასაც ფარავს, მაგრამ არ აღემატება პირველ აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონების საწყისი ფასი, უფლება აქვს, პირველი აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში მიმართოს გაკოტრების მმართველს ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში კრედიტორი ვალდებულია დაფაროს წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნები და მიმართვას დაურთოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის მიზნით თანხის შეტანი დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთზე მეტი მიმართვის არსებობისას ქონების საკუთრებაში მიღების უფლება წარმოეშობა იმ კრედიტორს, რომლის მიმართვაც, ამ პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით, უფრო ადრეა რეგისტრირებული.

11. თუ პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული წესით არ მოხდა ქონების საკუთრებაში გადაცემა, პირველი აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 10 დღის და არა უმეტეს 40 დღის ვადაში ტარდება მეორე აუქციონი. მეორე აუქციონი ტარდება იმავე წესით, რა წესითაც ჩატარდა პირველი აუქციონი, და მიეთითება, რომ აუქციონი ტარდება მეორედ. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც ერთიანი კომპლექსის სახით, ისე ნაწილ-ნაწილ. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების ნაწილ-ნაწილ რეალიზაციის ფორმის შესახებ გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღება შეუძლიათ კრედიტორებს პირველი აუქციონის დასრულებიდან 7 დღის ვადაში. ამ შემთხვევაში კრედიტორები თავად განსაზღვრავენ სამეურვეო ქონების თითოეული ლოტის საწყის ფასს. თუ კრედიტორები დათქმულ ვადაში ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ საკითხზე, მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება გაიყიდება იმავე წესით, რა წესითაც ჩატარდა პირველი აუქციონი. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების საწყისი ფასი შეადგენს ამ ქონების საბაზრო ღირებულების 25%-ს.“;

გ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 1 და 11 2 პუნქტები:

„11 1 . თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან მეორე აუქციონის ჩატარების შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი, მეორე აუქციონის ჩატარებიდან  არა უმეტეს 40 დღის ვადაში ტარდება მესამე აუქციონი. მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით ან ნაწილ-ნაწილ რეალიზაციის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღსრულების ეროვნული ბიურო. მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს.

112 . თუ მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან მესამე აუქციონის ჩატარების შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი, აღსრულების ეროვნული ბიურო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს ამ ქონების კრედიტორებისათვის საერთო საკუთრებაში გადაცემის შეთავაზებას. ქონება საკუთრებაში გადაეცემათ იმ კრედიტორებს, რომლებიც შეთავაზების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარადგენენ განცხადებას ამ ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ. კრედიტორებს ქონება ნატურით გადაეცემათ საბაზრო ღირებულებით, ამ კანონის მე- 40 მუხლით დადგენილი რიგითობის შესაბამისად. კრედიტორების წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მათი მოთხოვნების შესაბამისად. იმ კრედიტორების წილი, რომლებიც არ გამოთქვამენ ქონების საკუთრებაში მიღების სურვილს, თანაბრად გადანაწილდება სხვა კრედიტორებზე. თუ დადგენილ ვადაში ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას არც ერთი კრედიტორი არ წარადგენს, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.“;

დ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-17 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე- 40 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები ;

გ) მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი;“.

 

    მუხლი 2

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ“  და „ჰ 1 ქვეპუნქტები:

„ჰ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული შემოსავალი;

1 ) ფიზიკური პირის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მყოფი პირისაგან დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი.“.

2. 99-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ ქვეპუნქტი:

„ც) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული მოგება.“.

3. 153-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51  ნაწილი:

„5 1 . გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს:

ა) გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წარუდგენელი დეკლარაციები . ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად  საშემოსავლო/მოგების გადასახადის დეკლარაციას არ წარადგენს;

ბ) გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წარუდგენელი დეკლარაციები . ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ დეკლარაციას არ წარადგენს.“.

 4. 156-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ ) პირი, რომლის სამეურვეო ქონების რეალიზაციაც ხდება  „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე.“.

5. 159-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.“;

ბ) მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

 „დ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან.“.

6. 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში  (გარდა ამ კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის ნაშთი, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა, რომლის დროსაც:

გ.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება რეგისტრაციის გაუქმების დღისთვის არსებული იმ საქონლის საბალანსო ნაშთით, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა;

გ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება რეგისტრაციის გაუქმების ძალაში შესვლის დღის წინა დღე;“. 

7. 171-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 1 ნაწილი:

„1 1 . დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები . ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად დღგ-ის დეკლარაციებს არ წარადგენს.“.

8. 176 1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1761 . ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრა

1. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, ამ შემთხვევაში დღგ-ით არ იბეგრება:

ა) საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაცია;

ბ) მიწის ნაკვეთის რეალიზაცია;

გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდი გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილის რეალიზაცია;

დ) ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია.

2. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სამეურვეო ქონების აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (სამეურვეო ქონების მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, გარდა სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით რეალიზაციის შემთხვევისა, დღგ-ით არ იბეგრება:

ა) ინდივიდუალური მეწარმის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაცია;

ბ) მიწის ნაკვეთის რეალიზაცია;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია;

დ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაცია.

3 . ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები თ გათვალისწინებულ შემთხვევებ ში:

ა) საქონლის სარეალიზაციო ფასი (მყიდველის მიერ გადახდილი/გადასახდელი საკომპენსაციო თანხა) მოიცავს დღგ-ის თანხას;

ბ) საქონლის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრისას არ ვრცელდება ამ კოდექსის 168-ე მუხლის მოქმედება.

4 . ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ით დაბეგვრისა და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

9. 205-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 10 1 ნაწილი:

„10 1 . გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) წარუდგენელი დეკლარაციები . ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად ქონების გადასახადის დეკლარაციებს არ წარადგენს.“.

10. 206-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ 4 “ ქვეპუნქტი:

„ჰ 4 ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის ქონება.“.

11. 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3 1 ნაწილი:

31 . სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილ საგადასახადო დავალიანებას საურავი  არ ერიცხება.“.

12. 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 57-ე ნაწილი:

„57. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ და „ჰ1 “ ქვეპუნქტების, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ც“ ქვეპუნქტის, 153-ე მუხლის 5 1 ნაწილის, 156-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 171-ე მუხლის 1 1 ნაწილის, 176 1 მუხლის მე-2 ნაწილის, 205-ე მუხლის 10 1 ნაწილის, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ4 “ ქვეპუნქტისა და 272-ე მუხლის 3 1 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებენ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას.“.

    მუხლი 3

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 16510  მუხლი:

     „მუხლი 16510 .  საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულების დარღვევა

1. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულების          დარღვევა

იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

იწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“.

2. 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 157-ე, 165-ე, 165 10 და 195-ე მუხლებით, – საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირებს;“.

3. 239-ე მუხლის 57-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

57. ამ კოდექსის 99-ე და 165 10 მუხლებ ით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებ ს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“.

    მუხლი 4

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული 1761  მუხლის მე-2 ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 2. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული 1761  მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 5 ივნისი.

№6395- I