საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 667
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 07/03/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 31/03/1995
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.097
667
07/03/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 31/03/1995
080.000.000.05.001.000.097
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. 1960 წლის 30 დეკემბერს დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ, №1, მუხ.10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2064, 2065, და 2066 მუხლები:

„მუხლი 2064. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, თუ ეს ქმედობა ჩადენილია ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შემდეგ, –

ისჯება თანამდებობიდან დათხოვნით ან ჯარიმით მინიმალური ხელფასის ასმაგი ოდენობით, გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ.

მუხლი 2065. შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა

ისჯება თანამდებობიდან დათხოვნით ან ჯარიმით მინიმალური ხელფასის ასმაგი ოდენობით, გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ.

მუხლი 2066. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მონაცემების გახმაურება

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მონაცემების სათანადო ნებართვის გარეშე გახმაურება –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით მინიმალური ხელფასის ასმაგი ოდენობით, გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ“.

II. 1960 წლის 30 დეკემბერს დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. II) 126-ე მუხლის მე-3 ნაწილს ციფრის „2063“ შემდეგ დაემატოს ციფრები „2064, 2065, 2066.

III. 1964 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., № 12, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1733 მუხლი:

„მუხლი 1733. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი მინიმალური ოდენობით“;

2. 208-ე მუხლში ციფრის „1732“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1733“;

3. 239-ე მუხლს ბოლოდან მე-5 ნაწილად დაემატოს:

„ამ კოდექსის 1733 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს შეადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე“.

IV. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილში ციფრის „170“-ე შემდეგ დაემატოს ციფრი „1733“.

V. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური                                               ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                      ვახტანგ გოგუაძე

თბილისი, 1995 წლის 7 მარტი.