დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1789 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/06/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 18/07/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.080.000.05.001.001.928 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 423 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 423. დასაქმების კერძო სააგენტოების სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობა
„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე დასაქმების კერძო სააგენტოების საქმიანობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცი მინიმალური ხელფასის ოდენობით.
იგივე ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი მინიმალური ხელფასის ოდენობით.“.
2. 1053 მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოების განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421–422, 425–429 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 45-ე–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–86-ე, 88-ე–912, 921, 922, 94-ე–1002, 103-ე–1051 მუხლებით, 1171 მუხლით, 1251, 1281, 1282, 143-ე–1441, 1443–1445, 145-ე, 146-ე, 1471, 148-ე–1542, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1778–178-ე, 1791–183-ე, 185-ე–1872, 189-ე, 191-ე, 192-ე, 195-ე, 1962–1966, 1971 მუხლებით.“.
4. 229-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. 2294 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი – „სამტრესტი“ განიხილავს ამ კოდექსის 1052 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს.“.
6. 177-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 177. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა
სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებზე, აგრეთვე შესაბამისი ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის დროს სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა, ან ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის, მოწყობილობის, ხანძრის ავტომატურად აღმოსაჩენი და ჩასაქრობი საშუალებების გამოყენებისა და შენახვის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – ორ მინიმალურ ოდენობამდე.“.
7. 1772–1777 მუხლები ამოღებულ იქნეს.
8. 239-ე მუხლის:
ა) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ამ კოდექსის 423 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“;
ბ) 23-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„23. ამ კოდექსის 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ კანონით განსაზღვრული კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები.“;
გ) 243 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
დ) 29-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„29. 912 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოები კანონით უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე.“;
ე) 39-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„39. ამ კოდექსის 1052 მუხლითა და 1645 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი – „სამტრესტი“. 1645 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქმინხილწყალი“, ხოლო 1645 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ოქმს – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 24 ივნისი.
№1789–რს
დოკუმენტის კომენტარები