საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 380
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 30/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.782
  • Word
380
14/06/2000
სსმ, 24, 30/06/2000
020.000.000.05.001.000.782
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს :

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., № 12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 48. წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლების დარღვევა

წყლის ობიექტის თვითნებური დაკავება, წყალსარგებლობის უფლების თვითნებური დათმობა და სხვა გარიგებანი, რომლებიც აშკარა თუ ფარული ფორმით არღვევენ წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე, თანამდებობის პირთა სამასიდან ოთხას ლარამდე.“

2. 49-ე მუხლში სიტყვის „ტყითსარგებლობის“ წინ დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო ტყის და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების თვითნებური დაკავება,“, ხოლო სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე, თანამდებობის პირთა ას ორმოცდაათიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე.“

3. კოდექსის 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 58. წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა

წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში საწარმოო, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა, რაც იწვევს ნიადაგის წყლისმიერ ეროზიას და სხვა მავნე მოვლენებს,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე, თანამდებობის პირთა – ასიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.

სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლის ობიექტების დაცვის რეჟიმის დარღვევა, სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების და სამკურნალო დანიშნულების წყლის ობიექტებში სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო, სადრენაჟო და სხვა ჩამდინარე წყლების ჩაშვება,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე, თანამდებობის პირთა – სამასიდან ოთხას ლარამდე.

ისეთი სამეურნეო, კომუნალური და სხვა ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემა, რომლებიც აღჭურვილი არ არიან წყლის დაბინძურების, დანაგვიანებისა და მათი მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად საჭირო ნაგებობებითა და მოწყობილობებით,

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.

წყლის ტრანსპორტიდან, მილსადენებიდან, წყლის ობიექტებზე არსებული მცურავი და სხვა ნაგებობებიდან, ხე-ტყის დაცურებისას წყლის დაბინძურება ან დანაგვიანება ზეთის, მერქნის, ქიმიური, ნავთობის, მინერალური და ორგანული სასუქების და შხამქიმიკატების დანაკარგებით, აგრეთვე ტივად შეუკრავი ხე-ტყის დაცურება,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე, თანამდებობის პირთა – ასიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე.

ამ მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე.“

4. კოდექსს დაემატოს 581 მუხლი:

    „მუხლი 581. დაცული ტერიტორიების ფარგლებში წყლის დაცვის წესების დარღვევა

დაცული ტერიტორიების კანონმდებლობით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული წყლის ობიექტების დაცვისა და გამოყენების რეჟიმის დარღვევა,-

გამოიწვევს დაჯარიმებას ორას ორმოცდაათიდან სამას ორმოცდაათ ლარამდე.

იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით,

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხას ორმოცდაათიდან ხუთას ორმოცდაათ ლარამდე.“

5. მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 60. წყალსარგებლობის წესების დარღვევა

მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის საერთო წყალსარგებლობის წესების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ლარამდე.

სპეციალური წყალსარგებლობა შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, ან ლიცენზიის პირობების დარღვევით,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.

წყლის ობიექტებში საწარმოო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ჩამდინარე წყლის ჩაშვება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ან ლიცენზიით დადგენილი წყლის დაცვის პირობების დარღვევით, წყლის მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების, წყლის ობიექტებში ნივთიერებათა (მათ შორის მიკროორგანიზმების) ემისიის (ჩაშვების) ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და წყლის ობიექტების დატვირთვის ნორმების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან სამას ორმოცდაათ ლარამდე.

განსაკუთრებული სამეცნიერო და ესთეტიკური მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტებით უკანონო სარგებლობა,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე.

ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე.“

6. კოდექსს დაემატოს 601, 602 და 603 მუხლები:

    „მუხლი 601. წყალმოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვის პირობებისა და ყალსარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის წესების დარღვევა

განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალმოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვის პირობების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.

სპეციალური წყალსარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის წესების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.

თევზის მეურნეობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე წყლის ობიექტებისა და მათი ცალკეული უბნების ფარგლებში წყალსარგებლობის შეზღუდვის პირობების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ ლარამდე.

    მუხლი 602. სპეციალური წყალსარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემაზე კონკურსის და აუქციონის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დარღვევა

ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ლიცენზიის გაცემაზე კონკურსის და აუქციონის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დარღვევა,

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე.

წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლების ჩაშვების ლიცენზიის გაცემაზე კონკურსის და აუქციონის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დარღვევა,

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ასიდან სამას ლარამდე.

    მუხლი 603. წყალდაცვითი ზოლებისა და სანიტარიული დაცვის ზონების კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა

წყალშემკრებზე წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა, რაც იწვევს წყლის დაბინძურებას, ნიადაგის წყლისმიერ ეროზიას და სხვა მავნე მოვლენებს,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ ლარამდე, თანამდებობის პირთა, – ას ლარამდე.

სასმელად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყალმომარაგებისათვის, სამკურნალოდ და საკურორტო საჭიროებისათვის განკუთვნილი სანიტარიული დაცვის ზონებსა და წყალდაცვით ზოლებში სამეურნეო საქმიანობის კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე, თანამდებობის პირთა ასიდან ორას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი მკაცრი რეჟიმის ზონაში,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე, თანამდებობის პირთა – ას ორმოცდაათიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე.“

7. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 61. წყალსამეურნეო და წყალდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება, მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა

წყალსამეურნეო და წყალდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება ან მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.

იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით,

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე.“

8. კოდექსს დაემატოს 611 მუხლი:

    „მუხლი 611. წყალსარგებლობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების, წყლის პირველადი და სახელმწიფო აღრიცხვის, წყლის სახელმწიფო კადასტრის წარმოების წესების დარღვევა

წყლის მდგომარეობაზე ზეგავლენის მომხდენი ავარიული სიტუაციების, ზალპური წყალჩაშვების, სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან დამახინჯება, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ ლარამდე, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.

წყლის პირველადი აღრიცხვის წარმოების წესის დარღვევა, წყლის და მისი გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესის დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.

წყლის და მისი გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვისა და სახელმწიფო კადასტრის წარმოების წესის დარღვევა,

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ასიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.“

9. 62-ე და 63-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 62. სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფისა და ტყითმოსარგებლეთათვის გადაცემის წესის დარღვევა

სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფისა და ტყითმოსარგებლეთათვის გადაცემისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა,

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას სამოცდაათიდან ას ოც ლარამდე.

    „მუხლი 63. ხე-ტყის დამზადებისას ტყითსარგებლობის წესების დარღვევა

საანგარიშო ტყეკაფის დადგენის, ტყეკაფის გამოყოფის, ხე-ტყის ზეზეურად გაცემის, მთავარი სარგებლობის, მოვლითი ჭრისა და სპეციალური ჭრის წესების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების 30-დან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე.“

10. 631 მუხლის სანქციაში სიტყვები „ორმოციდან ოთხმოც“ შეიცვალოს სიტყვებით „ორმოცდაათიდან სამას“.

11. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 64. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება

სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ტყის კულტურების, ტყის სანერგეებსა და პლანტაციებში ნათესების ან ნერგების მოსპობა ან დაზიანება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.“

12. 641 მუხლის პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვა „ორმოც“ შეიცვალოს სიტყვებით „ორმოცდაათიდან სამას ორმოცდაათ“, ხოლო მეორე ნაწილის სანქციაში სიტყვები „ოციდან ოთხმოც“ – სიტყვებით „ასიდან სამას ორმოცდაათ“.

13. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 65. ტყითსარგებლობის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა

სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების, სახელმწიფო ტყის ფონდის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, სახელმწიფო ტყითა და სახელმწიფო ტყის ფონდის სატყეო, სპეციალური დანიშნულებისა და გამოუყენებელი მიწებით სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის, სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური მიზნით სარგებლობის, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონისძიებების განხორციელების, სახელმწიფო ტყის ფონდით საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობის, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.“

14. კოდექსს დაემატოს 651 და 652 მუხლები:

    „მუხლი 651 ტყითსარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის წესის დარღვევა

ტყითსარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის წესის დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.

სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფის ან ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერების ან აკრძალვის წესის დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ას ლარამდე.

    მუხლი 652. ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესის დარღვევა

ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესის დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.“

15. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 66. უკანონო ტყითსარგებლობა

ტყითსარგებლობა ტყითსარგებლობის ლიცენზიის, ხელშეკრულების ან ბილეთის გარეშე, ან ტყითსარგებლობის ლიცენზიაში, ხელშეკრულებაში ან ბილეთში მითითებულ პირობათა დარღვევით,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოციდან ორას ლარამდე.“

16. კოდექსს დაემატოს 661 მუხლი:

    „მუხლი 661. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის არამიზნობრივი გამოყენება

სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის არამიზნობრივი გამოყენება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.“

17. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 67. ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენის ან გაშენების წესებისა და მოთხოვნების დარღვევა

ტყის დაცვის ან სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლის, აღდგენის ან გაშენების, ან სახელმწიფო ტყის ფონდის აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობების შერჩევისა და მათი გამოყენების წესებისა და მოთხოვნების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ ლარამდე.

ტყის დაცვის მიზნით ბიოლოგიური, ქიმიური ან სელექციური საშუალებების გამოყენების მოთხოვნათა დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.“.

18. 68-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაზიანება“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაზიანება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ათ ლარამდე.“

19. 71-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ტყის დანაგვიანება და დაზიანება“;

ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ტყის დაზიანება რადიაქტიური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან სხვა მავნე ნივთიერებებით, რადიაქტიური, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო ან სხვა სახის ნარჩენებით, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო ან სხვაგვარი ჩამდინარე წყლებით, აგრეთვე მავნე ნივთიერებათა გამონაფრქვევებით, რასაც ტყის გახმობა ან დაავადება მოსდევს,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დადგენილი საზღვრების ფარგლებში,

გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათ ლარამდე.“

20. 72-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 72. სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრების დადგენისა და შეცვლის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა

სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრების დადგენისა და შეცვლის, სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის ან სახელმწიფო ტყის ფონდისაგან ადგილობრივი ტყის ფონდის გამიჯვნის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა,

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.“

21. კოდექსს დაემატოს 721 მუხლი:

    „მუხლი 721. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის ან ტყითსარგებლობის დაგეგმვის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა

სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის წესის ან სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების აღრიცხვის სისტემის განსაკუთრებულ მოთხოვნათა დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.

ტყითსარგებლობის დაგეგმვის მოთხოვნათა დარღვევა, ან ტყითსარგებლობა და სატყეო-სამეურნეო სამუშაოების წარმოება ტყეთმოწყობის ან სპეციალური გამოკვლევის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული დოკუმენტაციის გარეშე,

გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ორას ლარამდე.“

22. 73-ე მუხლის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ ლარამდე, თანამდებობის პირთა ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.“

23. 74-ე მუხლის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამოიწვევს დაჯარიმებას ათ ლარამდე.“

24. 75-ე და 76-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 75. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის დარღვევა

სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის უბნისათვის დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის მიკუთვნებისა და ამ რეჟიმის პირობებში სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების წესის დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.

სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებისა და ტყითსარგებლობის განხორციელების რეჟიმის დარღვევა სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ტყის იმ უბნის ტერიტორიაზე, რომელსაც მიკუთვნებული აქვს დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი, ან სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების ან ლანდშაფტური უბნის ტერიტორიაზე მეურნეობის წარმოების რეჟიმის დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.

    მუხლი 76. ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების ან ტყის ხანძრისაგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მოთხოვნათა დარღვევა

ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების ან ტყის ხანძრისაგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მოთხოვნათა დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.

ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, აგრეთვე ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე,

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.“.

25. კოდექსს დაემატოს 1282 მუხლი:

    „მუხლი 1282. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყისა და პირველადი გადამუშავების პროდუქტების ტრანსპორტირების ან რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა

ხე-ტყის პირველადი გადამუშავება ან ხე-ტყისა და პირველადი გადამუშავების პროდუქტების ტრანსპორტირება ან რეალიზაცია ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე,

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ას ლარამდე.“

26. 239-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილში რიცხვის „572“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „601 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე,“;

ბ) მე-4 ნაწილში რიცხვი „511“ შეიცვალოს სიტყვებით „51–512, 52-ე,“, ხოლო სიტყვები „554-75-ე, 77-792“ შეიცვალოს რიცხვებით „554-603, 611–792,“;

გ) მე-5 ნაწილში სიტყვების „ამ კოდექსის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „48-ე“, ხოლო რიცხვების „55-553“ შემდეგ სიტყვა „72-ე“;

დ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწებზე ამ კოდექსის 49-ე, 51-ე, 512, 52-ე, 63-ე, 64-ე, 65-ე, 651 მუხლების პირველი ნაწილით, 66-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე და 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ სატყეო მეურნეობის ორგანოები.“;

ე) მე-7 ნაწილში რიცხვი „511“ შეიცვალოს სიტყვებით „49-ე, 51-512, 52-ე,“ რიცხვის „554“ შემდეგ დაემატოს რიცხვი „581“, სიტყვები „62-631, 641, 65-ე, 67-671, 68-ე, 71–76-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „63–65-ე, 651 მუხლის პირველი ნაწილით, 66–68-ე, 71-ე, 73–76-ე“;

ვ) მე-8 ნაწილში სიტყვის „მე-60“ შემდეგ დაემატოს რიცხვი „611“, სიტყვები „62–65-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „651 მუხლის მე-2 ნაწილით, 661,“, სიტყვები „71–75-ე“ – სიტყვით „72-ე“, ხოლო სიტყვების „103–104-ე“ შემდეგ დაემატოს რიცხვი „1282,“;

ზ) მე-15 ნაწილში სიტყვების „ამ კოდექსის“ შემდეგ დაემატოს – სიტყვები „601 მუხლის პირველი ნაწილით,“;

თ) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-ე და 32-ე ნაწილები:

„ადგილობრივი ტყის ფონდის მიწებზე ამ კოდექსის 49-ე, 51-ე, 512, 52-ე, 63-ე, 64-ე, 65-651, 66-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე და 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.

ამ კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 603 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოები და დაწესებულებები.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 14 ივნისი.

№380II