დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2577 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/07/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 12/08/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.001.354 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროებში“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 425, 426, 427, 428 და 429 მუხლები:
„მუხლი 425. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მონაცემების წარდგენის წესების დარღვევა
სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის განხორციელებისათვის დამზღვევისა და დაზღვეულის მიერ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში საჭირო მონაცემების დადგენილ ვადებში წარუდგენლობა ან არასრულად და არასწორად წარდგენა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ანგარიშგების პერიოდში სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ათი პროცენტის ოდენობით.
მუხლი 426. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემტანად რეგისტრაციის წესის დარღვევა
დამზღვევის, დაზღვეულისა და თვითდამზღვევის მიერ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემტანად რეგისტრაციის წესის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასი ლარის ოდენობით.
მუხლი 427. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დარიცხვის ბაზის დამალვა ან ამ ბაზის აღრიცხვის უქონლობა
დამზღვევის, დაზღვეულისა და თვითდამზღვევის მიერ სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დარიცხვის ბაზის დამალვა ან ამ ბაზის აღრიცხვის უქონლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ოთხას ლარამდე ოდენობით.
მუხლი 428. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და მისი თანამდებობის პირების მოთხოვნათა და მითითებათა შეუსრულებლობა
1. დამზღვევის, დაზღვეულისა და თვითდამზღვევის მიერ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და მისი თანამდებობის პირების მოთხოვნათა და მითითებათა შეუსრულებლობა სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის გაანგარიშებისა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ბიუჯეტში მისი შეტანის საკითხებზე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ოთხას ლარამდე ოდენობით.
2. დამზღვევის, დაზღვეულისა და თვითდამზღვევის მიერ სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შეტანასთან დაკავშირებული საქმიანობის შესამოწმებლად საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მუშაკთა დაუშვებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასი ლარის ოდენობით.
3. ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების მიერ სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემტანთა საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებიდან (მათ შორის, სავალუტო ანგარიშიდან) სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის გადარიცხვის შესახებ საგადასახადო დავალების შეუსრულებლობა ან/და შესატანის იძულებით ამოღების შესახებ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საინკასო დავალების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 429. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის არასწორად გადახდევინება
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის არასწორად გადახდევინება, რამაც გამოიწვია შესატანის შემტანისათვის ზარალის მიყენება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასი ლარის ოდენობით.“.
3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოების განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონის (ქალაქის) სასამართლოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421, 422, 425–429 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე, 441, 442, 443, 45-ე, 46-ე, 461, 47–56-ე, 57–69-ე, 71–86-ე, 88-ე–1002 მუხლებით, 103-ე–1051 მუხლებით, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1281, 133-ე, 134-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 146-ე, 1471, 148-ე–1542, 1551, 156-ე, 1571, 1572, 1573, 158-ე, 1581, 159-ე, 1591, 1592, 1593, 1594, 1595–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651, 1652, 1653, 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1723, 173-ე, 1731, 1732, 1733, 1734, 1735, 1736, 1737, 1738, 174-ე, 1741, 1742, 1743, 1744, 1747, 175-ე, 176-ე, 1771, 1773–1777, 1778, 1779, 17710, 17711, 178-ე, 1792, 180–183-ე, 185-ე–1871, 1872, 189-ე, 191-ე, 192-ე, 195-ე, 1962–1966, 1971 მუხლებით.“.
4. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 46-ე ნაწილი:
„46. ამ კოდექსის 425–429 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილი პირები.“.
5. 314-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები:
„3. ამ კოდექსის 425, 426, 427 მუხლები, აგრეთვე მათთან დაკავშირებული 208-ე მუხლისა და 239-ე მუხლის 46-ე ნაწილის შესაბამისი დებულებები ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
4. ამ კოდექსის 428 და 429 მუხლები, აგრეთვე მათთან დაკავშირებული 208-ე მუხლისა და 239-ე მუხლის 46-ე ნაწილის შესაბამისი დებულებები ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 23 ივლისი.
№2577_რს
დოკუმენტის კომენტარები