ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 686
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 30/12/2000
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
686
13/12/2000
სსმ, 51, 30/12/2000
0000.00.00.000000
ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40(47), 1999 წელი, მუხ.199) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური კავშირი – საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის კავშირგაბმულობის ქსელი, რომელიც იქმნება არაკომერციული მიზნით, შიდასაწარმოო საქმიანობისა და ტექნოლოგიური პროცესის წარმართვისათვის;“;

ბ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“„ჰ1“ ქვეპუნქტები:

„შ) სპეციალური ქსელები – ელექტროკავშირისა და საფოსტო კავშირის ქსელების ორგანიზება ლიცენზიის გარეშე, არაკომერციული მიზნით, სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგისა და ეკოლოგიური მონიტორინგის ღონისძიებათა ჩასატარებლად;

ჩ) სალიცენზიო მოსაკრებელი – კომისიის მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობაზე ლიცენზიის მინიჭებისათვის ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომელიც ჩაირიცხება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში „სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ც) სალიცენზიო გადასახდელი – სიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის განსახორციელებლად კოდის დროებითი გამოყენებისათვის ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობა განისაზღვრება კონკურსის საფუძველზე;

ძ) ურთიერთჩართვა – ქსელის ნებისმიერ ტექნიკურად დასაშვებ წერტილში ელექტროკავშირგაბმულობის ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელიც გამოიყენება ერთი ან სხვადასხვა ოპერატორის მიერ, რათა ერთი ოპერატორის მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცეთ დაუკავშირდნენ იმავე ან სხვა ოპერატორის მომხმარებლებს ანდა ისარგებლონ სხვა ოპერატორის მიერ უზრუნველყოფილი მომსახურებით;

წ) კომერციული კონკურსი – კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე, გარდა ტელერადიომაუწყებლობისა, ლიცენზიის გაცემის ფორმა, რომლის დროსაც ლიცენზია მიენიჭება ლიცენზიის იმ მაძიებელს, რომელიც დააკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ კონკურსის პირობებს და გადაიხდის სალიცენზიო გადასახდელის მაქსიმალურ ოდენობას;

ჭ) სამაუწყებლო კონკურსი – ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის ფორმა, რომლის დროსაც ლიცენზია მიენიჭება ლიცენზიის იმ მაძიებელს, რომელიც დააკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ კონკურსის პირობებს;

ხ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება – კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიით ნებადართული მომსახურების ან საქმიანობის დაწყება;

ჯ) საინვესტიციო ვალდებულება – ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სახსრების ინვესტირების ვალდებულება;

ჰ) ზღვრული ტარიფი – კომისიის მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის ქვედა და ზედა ზღვარი;

1) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირი – კოდის (ორი ან სამი ციფრის კომბინაცია, რომელიც ლიცენზიის მფლობელს მინიჭებული აქვს ლიცენზიის შესაბამისად) გამოყენებით სატელეფონო კავშირის განხორციელება სახელმწიფოს შიგნით მდებარე სისტემებიდან სახელმწიფოს გარეთ მდებარე სისტემებთან, რაც უზრუნველყოფს ამ სისტემების მეშვეობით სახელმწიფოს გარეთ არსებული კავშირგაბმულობის მომსახურების მიწოდებას სახელმწიფოს შიგნით მდებარე ობიექტებისათვის და პირიქით.“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. კავშირგაბმულობისა და ფოსტის დანიშნულებაა კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის წინაპირობების შექმნა.“.

3. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტს სიტყვის „მოდიფიცირება,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მოქმედების ვადის გაგრძელება,“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით მონოპოლიურ მდგომარეობასა და საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმების დადგენა, მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, აგრეთვე „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.“.

4. 31-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სალიცენზიო გადასახდელის 20% ირიცხება კომისიის ანგარიშზე და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს. ამ თანხით კომისია ფარავს მიმდინარე ხარჯებს. სალიცენზიო გადასახდელის 80% გამოიყენება კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ამ თანხის სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია. იგი ირიცხება სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე. სალიცენზიო გადასახდელის 80%-ის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს, კომისიისა და შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს თითო წარმომადგენელი.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. თუ კომისიის მიერ მიღებული შემოსავალი არ ფარავს კომისიის მიმდინარე ხარჯებს, იგი უფლებამოსილია დადგენილი წესით აიღოს სესხი.“.

5. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36. ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის სახეები და ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. ლიცენზია გაიცემა 10 წლის ვადით. თუ ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნები, მას კომისიის გადაწყვეტილებით ლიცენზიის მოქმედების ვადა უგრძელდება 10 წლით. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზიის გაგრძელების მომენტისათვის დადგენილ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას.

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზირებას ექვემდებარება:

ა) საფოსტო კავშირით მომსახურება:

ა.ა. ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილებების მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება;

ბ) ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება:

ბ.ა. ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება;

ბ.ბ. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება;

ბ.გ. საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

ბ.დ. მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება;

ბ.ე. ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება;

გ) თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება:

გ.ა. ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურება;

გ.ბ. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით;

გ.გ. მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით;

დ) სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა:

დ.ა. მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობა;

დ.ბ. მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება რადიოხაზების გამოყენებით;

დ.გ. პერსონალური რადიოგამოძახებითი კავშირით მომსახურება;

დ.დ. ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება;

დ.ე. საეთერო ტელერადიომაუწყებლობა;

დ.ვ. მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის მიწისზედა ქსელით მომსახურება სიხშირეების გამოყენებით;

დ.ზ. პეიჯინგური სისტემით მომსახურება;

დ.თ. თრანქული სისტემით მომსახურება;

დ.ი. საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სანავიგაციო სისტემებით მომსახურება.

3. კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე, გარდა ტელერადიომაუწყებლობისა, ლიცენზია გაიცემა კომერციული კონკურსის საფუძველზე.

4. კომერციული კონკურსის პირობაა კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა, საინვესტიციო ვალდებულება და სალიცენზიო გადასახდელის მაქსიმალური ოდენობის გადახდა.

5. კომისია განსაზღვრავს ტექნიკურ სტანდარტებს, საინვესტიციო ვალდებულების ოდენობას და განხორციელების ვადას, სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანისა და სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობის გათვალისწინებით, კავშირის სახეობის სპეციფიკურობის, ქსელში გადამცემი სადგურების რაოდენობის, გადამცემის გამოსასვლელი სიმძლავრის, ქვეყნის კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის რაოდენობისა და ეკონომიკური მაჩვენებლის მიხედვით. კომისიის მიერ დადგენილი ტექნიკური სტანდარტები უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ნორმებს. ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიცირება საქართველოს სათანადო ორგანოების მიერ არ არის სავალდებულო, თუ ლიცენზიის მაძიებელი წარადგენს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სათანადო ორგანოების მიერ გაცემულ სერტიფიკატს, რომელიც შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 და 362 მუხლები:

     „მუხლი 361. ლიცენზიის მიღების საფუძველი

1. ლი­ცენ­ზი­ის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად გან­ცხა­დე­ბით მიმართავს კომისიას.

2. გან­ცხა­დე­ბაში მითითებული უნ­და იყოს:

ა) ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები;

ბ) იურიდიული პირისათვის  სა­ფირ­მო სა­ხელ­წო­დე­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ-სა­მარ­თლებ­რივი ფორ­მა, ად­გილ­სამ­ყო­ფელი (იუ­რი­დი­ული მი­სა­მართი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბაზე უფ­ლე­ბამო­სი­ლი პი­რის სა­ხელი და გვარი;

გ) ლი­ცენ­ზი­ის სა­ხე, რომლის მი­ღე­ბასაც მოითხოვს ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პი­რი.

3. გან­ცხა­დე­ბას უნ­და და­ერ­თოს:

ა) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) სა­ლი­ცენ­ზიო მო­საკ­რე­ბლის გა­დახ­დის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი საბუთი.

4. თუ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელება საჭიროებს სამშენებლო-საპროექტო სამუშაოების ჩატარებას და ზეგავლენას ახდენს საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ქსელის ან სხვა ოპერატორის ქსელის ფუნქციონირებაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივ გარემოზე, ლიცენზიის მაძიებელმა კომისიას ამ მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარუდგინოს სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია კომისიის მიერ დადგენილი წესით.

    მუხლი 362. ლიცენზიის კონკურსის საფუძველზე გაცემის წესი

1. სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე და კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გასაცემად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

2. კონკურსის გამოცხადების საფუძველი შეიძლება იყოს თავისუფალი რესურსის არსებობა ან ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენა.

3. კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) გასაცემი ლიცენზიის ზუსტი დასახელება;

ბ) კონკურსის პირობები;

გ) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი;

დ) განცხადებათა მიღების დაწყებისა და დამთავრების, კონკურსის ჩატარების ვადები.

4. კომისია კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 2 თვით ადრე უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

ბ) ინტერნეტის ქსელით.

5. გასავრცელებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს.

6. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვს იმ პირს, რომელიც კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ამოწურვადი რესურსის სახეობის საერთო მოცულობის 50%-ის ან მეტის მფლობელი გახდება.

7. ლიცენზიის მაძიებელმა კომისიას ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარუდგინოს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა უბრუნდება ლიცენზიის მაძიებელს კომისიისათვის განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დარჩენილი თანხა გადაიხადოს კონკურსის პირობების შესაბამისად. კომისია არ მიიღებს ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ, თუ მის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ პუნქტში მითითებული დოკუმენტაცია, რაც ლიცენზიის მაძიებელს განემარტება განცხადების წარდგენისთანავე. დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილების სახით მიწოდება კომისიისათვის.

8. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებათა მიღება მთავრდება კონკურსის პირობებით განსაზღვრულ დღეს და საათზე. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ განცხადება არ მიიღება. განცხადების რეგისტრაციის თარიღი ითვლება მისი მიღების თარიღად.

9. კონკურსში მონაწილეს უფლება აქვს განცხადებათა მიღების პერიოდში თქვას უარი კონკურსში მონაწილეობაზე. ამ შემთხვევაში კომისია ახდენს განცხადების გამოთხოვის რეგისტრაციას.

10. კონკურსში მონაწილის განცხადება არ მიიღება, თუ დარღვეულია ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.

11. კონკურსის წესით ლიცენზიის გასაცემად კომისიის მიერ დადგენილ დღეს და საათზე იკრიბება ლიცენზიის ყველა მაძიებელი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

12. კონკურსის მონაწილეს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვს დაესწროს კომისიის სხდომას.

13. კომისიის სხდომაზე დგინდება საჭირო დოკუმენტაციის არსებობა და კონკურსის პირობებთან შესაბამისობა.

14. კონკურსი ითვლება არშემდგარად და ფორმდება სათანადო ოქმი, თუ:

ა) განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება;

ბ) წარდგენილი განცხადებებიდან არც ერთი არ შეესაბამება კონკურსის მოთხოვნებს.

15. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

16. კომისიის სხდომა საჯაროა. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ინტერნეტის ქსელით.

17. კონკურსის შედეგების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს.“.

7. 37-ე და 38-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 37. სალიცენზიო მოსაკრებელი

1. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

2. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ“.

    მუხლი 38. ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები

1. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე, გარდა კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებისა, ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის ამ კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, სათანადო განცხადების წარდგენიდან 45 სამუშაო დღის ვადაში.

2. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე და კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზია გაიცემა კონკურსში გამარჯვებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში და ძალაში შედის სალიცენზიო გადასახდელის გადახდის შემდეგ.

3. ამ კანონის 361 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის სამშენებლო ექსპერტიზისა და სათანადო ნებართვების, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეკოლოგიური ექსპერტიზის უზრუნველყოფის მიზნით კომისიასთან იქმნება მუდმივმოქმედი ქვეკომისია (შემდგომში – ქვეკომისია), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით დანიშნული პირი. ქვეკომისიის შემადგენლობაში კომისიისა და მისი აპარატის წარმომადგენლებთან ერთად შედიან საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების და შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთ უწყებებში უზრუნველყოფენ სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის ექსპერტიზას ქვეკომისიისათვის დოკუმენტაციის წარდგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში ქვეკომისიის წევრები ქვეკომისიას არ წარუდგენენ ექსპერტიზის შედეგებს, ჩაითვლება, რომ შესაბამისი უწყებიდან მიღებულია დადებითი დასკვნა.

4. ქვეკომისია ექსპერტიზის შედეგების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისიას წარუდგენს დასკვნას ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე.

5. ლიცენზიით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიაში მითითებული სამშენებლო-ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციაში შესვლის ნებართვის მისაღებად განცხადებით მიმართავს მიმღებ კომისიას, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება კომისიისათვის წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად. მიმღები კომისიის შემადგენლობაში შედის კომისიის წარმომადგენელი.

6. ლიცენზიის მფლობელი მიმღებ კომისიას წარუდგენს თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების შესაბამისობის სერტიფიკატს.

7. მიმღები კომისია იხილავს ლიცენზიის მფლობელის განცხადებას და ამოწმებს მის მიერ კომისიისათვის წარდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისობას განხორციელებულ საქმიანობასთან, რის შემდეგაც, განცხადების მიღებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში აფორმებს სამშენებლო-ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციაში შესვლის აქტს. თუ აღნიშნულ ვადაში მიმღები კომისია არ გააფორმებს აქტს და ლიცენზიის მფლობელს არ წარუდგენს დასაბუთებულ უარს აქტის გაფორმებაზე, ექსპლუატაციაში შესვლის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება.

8. ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არ ესაჭიროება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისაგან რაიმე სხვა ლიცენზია ან ნებართვა, გარდა ამ კანონით დადგენილი ლიცენზიებისა და ნებართვებისა.“.

8. 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო „დ“ – „ვ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „გ“ – „ე“ ქვეპუნქტებად;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ლიცენზიის მფლობელი არღვევს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებს;“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი:

     „მუხლი 391. ლიცენზიის მოდიფიცირება

1. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება გახდეს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შეცვლა, აგრეთვე გამოყენებული მოწყობილობების ტექნოლოგიური ცვლილებები.

2. ლიცენზიის მოდიფიცირება შეიძლება მოითხოვოს როგორც კომისიამ, ისე ლიცენზიის მფლობელმა. ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

3. ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელის მიერ კომისიისათვის ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ განცხადების წარდგენიდან 30 სამუშაო დღის ვადაში.“.

10. მე-40 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ლიცენზიის მფლობელის მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში.“.

11. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ლიცენზიის გასხვისება ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმით სხვა პირისათვის გადაცემა, დაგირავება და ლიცენზიით მინიჭებული უფლებების საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანა აკრძალულია.

5. ლიცენზიის მფლობელი ამ კანონის 361 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში ვალდებულია კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.“.

12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 411 მუხლი:

     „მუხლი 411. ურთიერთჩართვის ხელშეკრულება

1. ურთიერთჩართვის ხელშეკრულება ფორმდება ლიცენზიის მფლობელებს შორის სამართლებრივი, ეკონომიკური და ტექნიკური ურთიერთობების განხორციელებისა და რეგულირების მიზნით.

2. ურთიერთჩართვის ხელშეკრულება ტექნიკურად საზიანო არ უნდა იყოს ქსელში მოქმედი სხვა ლიცენზიის მფლობელებისათვის. დაცული უნდა იყოს ხელშეკრულების გამჭვირვალობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპები.

3. ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში უნდა აისახოს:

ა) ურთიერთჩართვის პირობები და ვადები;

ბ) მხარეთა უფლება-მოვალეობები;

გ) ურთიერთჩართვის ტექნიკური პროექტი;

დ) ურთიერთჩართვის ტარიფები, რომლებიც უნდა იყოს გონივრული, გამჭვირვალე, განვითარებაზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული;

ე) ოპერატორებს შორის ურთიერთობის განსაკუთრებული პირობები.

4. ოპერატორი ვალდებულია გამოაქვეყნოს და მიაწოდოს კომისიას მასთან ურთიერთჩართვის პირობები და ტარიფები, რომლებიც დაცული უნდა იყოს სხვა ოპერატორებთან ურთიერთობისას.

5. ოპერატორი ვალდებულია ჩაერთოს სხვა ოპერატორს პირდაპირ ან არაპირდაპირ, ქსელის ნებისმიერ ტექნიკურად დასაშვებ წერტილში. ოპერატორს ეკრძალება სხვა ოპერატორისათვის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა. არაპირდაპირი ჩართვის შემთხვევაში ურთიერთჩართვის მსურველ ოპერატორს არ დაეკისრება პირდაპირი ჩართვისაგან განსხვავებული ურთიერთჩართვის ტარიფის გადახდა. ხელშეკრულება ფორმდება ოპერატორის მიერ სხვა ოპერატორისათვის წერილობითი მიმართვიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ურთიერთჩართვა ხორციელდება წერილობითი მიმართვიდან 3 თვის ვადაში.

6. ურთიერთჩართვის მსურველი ოპერატორისათვის შეთავაზებული ურთიერთჩართვის ტექნიკური და ფინანსური პირობები, მომსახურების ხარისხი, ქსელში ჩართვის პირობები და ვადა არ უნდა განსხვავდებოდეს იმ მოთხოვნებისაგან, რომლებიც ოპერატორებს დადგენილი აქვთ საკუთარი ფილიალებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის.

7. ოპერატორები ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებამდე 10 დღით ადრე აქვეყნებენ და აწვდიან კომისიას მის პროექტს. თუ აღნიშნულ ვადაში კომისიას არ მიმართავს სხვა ოპერატორი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით, მხარეები აფორმებენ ხელშეკრულებას. თუ მესამე პირი მიმართავს კომისიას ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით, კომისია იხილავს საკითხს და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას ხელშეკრულების პირობების დადგენის შესახებ. თუ თავად ოპერატორები ვერ თანხმდებიან ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე, კომისია იხილავს საკითხს და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. ოპერატორები ვალდებულნი არიან შეასრულონ კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილებები.

8. ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯებს ფარავს ურთიერთჩართვის მსურველი ოპერატორი.

9. კომისია ადგენს და არეგულირებს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის მფლობელთა ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების ძირითად პირობებს, მათ შორის, ურთიერთჩართვის ტარიფებს და კოორდინაციას უწევს ლიცენზიის მფლობელთა საქმიანობას. კომისია უფლებამოსილია ჩაერიოს მხარეთა შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების პროცესში, საკუთარი გადაწყვეტილებით მოსთხოვოს მათ ხელშეკრულების გაფორმება კანონმდებლობისა და კომისიის მიერ დადგენილი პირობების დაცვით, აგრეთვე ამ პირობების დარღვევით გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა.“.

13. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 42. ლიცენზიის გარეშე საქმიანობა

1. საქმიანობაზე ლიცენზია არ არის საჭირო, თუ კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელები და საშუალებები გამოიყენება:

ა) სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგისა და ეკოლოგიური მონიტორინგის ღონისძიებათა ჩასატარებლად კავშირგაბმულობისა და ფოსტის სპეციალური ქსელების ორგანიზებისათვის;

ბ) შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით არაკომერციული მიზნით.

2. რადიოსარელეო ხაზების გამოყენება შიდატექნოლოგიური მიზნებისათვის დასაშვებია მხოლოდ კომისიის მიერ გაცემული სათანადო ნებართვის საფუძველზე.

3. პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობას ახორციელებენ ლიცენზიის გარეშე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ საქმიანობის დაწყებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში გადიან სავალდებულო რეგისტრაციას. კომისიას წარედგინება რეგისტრაციის გავლის შესახებ განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) პირის, ორგანიზაციის ან დაწესებულების სახელწოდება, ადგილსამყოფელი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;

ბ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით განსახორციელებელი საქმიანობა, ტექნიკური პარამეტრების ჩათვლით;

გ) განსახორციელებელი საქმიანობის ვადა და სამოქმედო ზონა.

4. კომისია იხილავს განცხადებაში მითითებულ მონაცემებს, რის შემდეგაც, განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის, ორგანიზაციის ან დაწესებულების რეგისტრაციაში გატარების შესახებ.“.

14. 46-ე და 47-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 46. კომისიის უფლებამოსილება ტარიფების დადგენასა და რეგულირებაში

1. კომისია უფლებამოსილია კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეებზე, მომსახურების ხარისხის გათვალისწინებით, დააწესოს ზღვრული ტარიფები, თუ მიიჩნევს, რომ შექმნილია არაკონკურენტუნარიანი გარემო მომსახურების კონკრეტულ სახეზე. კომისიამ ზღვრული ტარიფებისა და ურთიერთჩართვის ტარიფების დადგენისას უნდა გაითვალისწინოს აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება.

2. ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია ზღვრული ტარიფის ფარგლებში მათ მიერ შემოღებულ მომსახურების ტარიფზე, სათანადო გაანგარიშებით.

3. კომისია უფლებამოსილია კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების კონკრეტულ სახეზე გააუქმოს მის მიერ დაწესებული ზღვრული ტარიფი, თუ მიიჩნევს, რომ შექმნილია კონკურენტუნარიანი გარემო მომსახურების ამ სახეზე სამართლიანი და გონივრული ტარიფის არსებობისათვის.

    მუხლი 47. სატარიფო პოლიტიკის ძირითადი ამოცანები და პრინციპები

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს სატარიფო პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ამ სფეროს განვითარების ხელშეწყობას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ სტაბილურობას და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას. იგი ხელს უნდა უწყობდეს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობას. სატარიფო პოლიტიკის საფუძველია კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს გამართული ფუნქციონირებისა და ქსელების გაფართოების აუცილებლობა.

2. სატარიფო პოლიტიკის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით საზოგადოების ყველა ფენის ეფექტიან მომსახურებას და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების სახეების განვითარებას;

ბ) უზრუნველყოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების პროცესში ქვეყნის ცალკეული რეგიონების განსხვავებული მახასიათებლების გათვალისწინება;

გ) შექმნას სათანადო პირობები სამეწარმეო გარემოს განვითარების, ჯანსაღი კონკურენციის, ხარისხიანი მომსახურებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისათვის;

დ) უზრუნველყოს მომხმარებლისათვის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობა.

3. სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია:

ა) ტარიფი უნდა იყოს სამართლიანი, გონივრული, ხარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული;

ბ) ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს ადეკვატური შემოსავლის მიღებას ინვესტიციების მოსაზიდად და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად;

გ) ტარიფმა უნდა წაახალისოს ლიცენზიის მფლობელის შესაძლებლობა ახალი ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველსაყოფად;

დ) სატარიფო სისტემა უნდა იყოს მარტივი და გასაგები;

ე) დაუშვებელია მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიის მფლობელთა ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე.

4. ტარიფი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

5. კომისია ადგენს ლიცენზიის მფლობელთა მიერ გაწეული მომსახურების დანახარჯების აღრიცხვის პრინციპებსა და მეთოდებს. ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან დაიცვან ეს პრინციპები და მოთხოვნები.“.

15. 492 მუხლის პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „კომისიის მიერ გაცემული სათანადო ნებართვის საფუძველზე“.

16. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 54. გაცემული ლიცენზიების რეგისტრაცია

კომისიის საქმიანობის დაწყების დღიდან ყველა ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სალიცენზიო რეესტრში შეტანისა და თავისი საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით 2001 წლის 1 აპრილამდე ამ კანონისა და კომისიის შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე კომისიაში გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია. ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებით ლიცენზია უქმდება.“.

17. 55-ე მუხლის:

ა) მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზიის მფლობელს, რომელსაც გაუვიდა ან გაუვა ლიცენზიის მოქმედების ვადა 1999 წლის 1 ოქტომბრიდან 2001 წლის 1 აპრილამდე, უფლება აქვს ამ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა გააგრძელოს 2001 წლის 1 აპრილამდე.

3. ლიცენზიის მფლობელებმა თავიანთი საქმიანობა შეუსაბამონ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

4. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს უნივერსალური მომსახურების ძირითად პრინციპებთან და ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზირებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა 2001 წლის 1 აპრილამდე მიიღოს კანონი „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, რომლის ამოქმედებამდეც კომისიამ არ გასცეს ლიცენზიები ტელერადიომაუწყებლობაზე.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5–მე-9 პუნქტები:

„5. ლიცენზიის მფლობელები, რომლებიც ახორციელებენ მომხმარებელთა სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებას, ვალდებულნი არიან ნებისმიერი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადონ საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომრები.

6. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ტარიფები 2003 წლის 1 იანვრამდე ეტაპობრივად იქნეს მოყვანილი შესაბამისობაში ამ კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებულ სატარიფო პოლიტიკის ამოცანებთან და პრინციპებთან.

7. კომისიამ 2001 წლის 1 ივლისამდე მიიღოს ნორმატიული აქტი:

ა) „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს უნივერსალური მომსახურების შესახებ“. იგი უნდა ითვალისწინებდეს უნივერსალური მომსახურების მოდელებისა და პროგრამების უზრუნველყოფისა და რეგულირების საკითხებს, რომლებიც მითითებული უნდა იყოს კონკრეტული ლიცენზიების პირობებში;

ბ) „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ“.

8. კომისიამ 2001 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს ნორმატიული აქტი „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის წინაპირობების შესახებ“.

II. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984, №12, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 140-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. მე-10 თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1441–1449 მუხლები:

     „მუხლი 1441. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზირების წესის დარღვევა

კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა, ან ლიცენზიის პირობების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 1442. „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობა ან გადახდის ვადების დარღვევა

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობა ან გადახდის ვადების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 1443. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტების, წარმოების, მშენებლობის, გამოყენების, ექსპლუატაციის, უცხო ქვეყნიდან შემოტანისა და რეალიზაციის წესების დარღვევა

რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტება, წარმოება, მშენებლობა, გამოყენება, ექსპლუატაცია, უცხო ქვეყნიდან შემოტანა და რეალიზაცია საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გაცემული სათანადო ნებართვის გარეშე,

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 1444. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა

საცხოვრებელ ადგილებში ისეთი რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დამონტაჟება და ექსპლუატაცია, რომლებიც არ შეესაბამება ამ საშუალებებისა და მოწყობილობებისათვის დადგენილ ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმებს და საზიანოა მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის,

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 1445. რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით მომუშავე კავშირგაბმულობის საშუალებების რეგისტრაციაში გაუტარებლობა

რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით მომუშავე კავშირგაბმულობის საშუალებების, რომლებიც ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროებია, საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში რეგისტრაციაში გაუტარებლობა,

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 1446. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა

კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მომუშავე ოპერატორის მიერ ამ სფეროში მომუშავე სხვა ოპერატორისათვის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა,

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 1447. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის მფლობელის მიერ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების წესის დარღვევა

კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის მფლობელის მიერ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების დადებისას საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური პირობების გაუთვალისწინებლობა,

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 1448. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიუწოდებლობა

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის მისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიუწოდებლობა,

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 1449. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფების დარღვევა

კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის მფლობელის მიერ ტარიფების განსაზღვრისას საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“.

3. 208-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „141-ე, 142-ე,“, ხოლო იმავე მუხლში სიტყვები „143-ე–1542“ შეიცვალოს სიტყვებით „143–144-ე, 145-ე–1542“.

4. 228-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 228. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

ამ კოდექსის 141–142-ე, 1441–1449 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.“

5. 239-ე მუხლს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის 35-ე ნაწილი:

„35. ამ კოდექსის 141–142-ე, 1441–1449 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საამისოდ უფლებამოსილი პირები.“.

6. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „141-ე–1542“ შეიცვალოს სიტყვებით „143–144-ე, 145-ე –1542“.

III. „სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 39 (46), 1999 წელი, მუხ.191) მე-5 მუხლის დასაწყისში: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:“;

ბ) 37-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 38-ე პუნქტი:

„38. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობაზე:

ა) საფოსტო კავშირით მომსახურება:

ა.ა. ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილებების მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება 1000 ლარი;

ბ) ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება:

ბ.ა. ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება   2500 ლარი;

ბ.ბ. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება 3000 ლარი;

ბ.გ. საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება  1000 ლარი;

ბ.დ. მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება 1000 ლარი;

ბ.ე. ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება 3000 ლარი;

გ) თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება:

გ.ა. ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურება 1000 ლარი;

გ.ბ. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით 3000 ლარი;

გ.გ. მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით 1000 ლარი;

დ) სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა:

დ.ა. მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობა 1000 ლარი;

დ.ბ. მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება რადიოხაზების გამოყენებით     1000 ლარი;

დ.გ. პერსონალური რადიოგამოძახებითი კავშირით მომსახურება 1000 ლარი;

დ.დ. ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება 3000 ლარი;

დ.ე. საეთერო ტელერადიო-მაუწყებლობა 1000 ლარი;

დ.ვ. მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის მიწისზედა ქსელით მომსახურება სიხშირეების გამოყენებით 1000 ლარი;

დ.ზ. პეიჯინგური სისტემით მომსახურება 1000 ლარი;

დ.თ. თრანქული სისტემით მომსახურება 1000 ლარი;

დ.ი. საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სანავიგაციო სისტემებით მომსახურება 1000 ლარი.“

IV. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, 17, ივლისი, 1996წ.) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული რეგულირების ყოველწლიური საფასურისა“.

V. „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993წ., №N9-12, მუხ.189) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს სიტყვის „ფუნქცია“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ტარიფების დადგენისა და რეგულირების ფუნქცია“.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ხოლო კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ტარიფებს ადგენს და არეგულირებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია შესაბამისი საკანონმდებლო აქტისა და თავისი ნორმატიული აქტების საფუძველზე“.

3. მე-13 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტითა და კომისიის ნორმატიული აქტებით.“.

VI. საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში სიტყვები „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია“.

VII. ეს კანონი, გარდა II თავისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

VIII. ამ კანონის II თავი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 13 დეკემბერი.

№686–რს