საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1019-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020417
1019-VIმს-Xმპ
16/11/2021
ვებგვერდი, 22/11/2021
020000000.05.001.020417
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1052 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1052. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა

1. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იმავე ქმედების იმ პირის მიერ ჩადენა, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისთვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.

2. 1795−179მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1795. სერტიფიცირების მიზნით ლოტთან შეუსაბამო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის წარდგენა

1. სერტიფიცირების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის ლოტთან შეუსაბამო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის წარდგენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იმავე ქმედების იმ პირის მიერ ჩადენა, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისთვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 179 6. სამომხმარებლო ბაზარზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის სამომხმარებლო ტარაში დაფასოების ან/და შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია

1. სამომხმარებლო ბაზარზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის სამომხმარებლო ტარაში დაფასოების ან/და შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 179 7. სამომხმარებლო ბაზარზე ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის სამომხმარებლო ტარაში დაფასოების გარეშე რეალიზაცია

1. სამომხმარებლო ბაზარზე ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის სამომხმარებლო ტარაში დაფასოების გარეშე რეალიზაცია −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 179 8. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით ღვინის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია

1. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით ღვინის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − 

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 179 9. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე საქართველოში წარმოებული და სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია

1. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე საქართველოში წარმოებული და სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − 

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1798 და 1799 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1798 და 1799 მუხლები ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ნოემბერი 2021 წ.

N1019-VIმს-Xმპ