საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1715-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.018597
1715-რს
07/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
020000000.05.001.018597
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 32-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისა და ამ კოდექსის 45-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე საქმეს სასამართლო განიხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.“.

2. 793 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:       

„მუხლი 79​3. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა

1. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, განსაზღვრულ ვადაში მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

3. 84-ე და 841 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 84. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 281 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა

1. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 ან 281 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ მისი აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ადმინისტრაციული სახდელის დადებას (ჯარიმის დაკისრებას) ამ კოდექსის იმ შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რომლის დარღვევის გამოც სამართალდამრღვევს დაეკისრა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, ამ მუხლებზე მითითებით, ხოლო დადებული ადმინისტრაციული სახდელის (დაკისრებული ჯარიმის) არსებობის შემთხვევაში − ამ კოდექსის იმ შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური საჯარიმო თანხის გაორმაგებას, რომლის დარღვევის გამოც სამართალდამრღვევს დაეკისრა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, ამ მუხლებზე მითითებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან (ჯარიმის დაკისრებიდან) ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 4​1 ან 281 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დადებული ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის (დაკისრებული ჯარიმის) გაორმაგებას.

3. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 4​1 და 281 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ხელის შეშლა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

4. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 281 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნათა შეუსრულებლობა (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციის წარუდგენლობა, შემოწმების პროცესში შესამოწმებელი ობიექტის მიერ წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 

შენიშვნა:

1. სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 36​1 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დაკმაყოფილებისათვის შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 793 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 84​1. გარემოს დაცვის სფეროში ან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება 

1. გარემოს დაცვის სფეროში ან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3500 ლარის ოდენობით.“.

4. 962 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ნავთობისა და გაზის სექტორში“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნავთობისა და გაზის სექტორში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტებით დადგენილი, ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 3000 ლარამდე.“.

5. 222-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 222. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 51​4−53​2, 54-ე, 541, 55​1, 55​4, 56-ე, 571, 58-ე, 581, 58​3, 59-ე, 59​3, მე-60, 60​3, 61​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​4–69​6, 71-ე, 71​1, 721−77-ე, 78-ე და 791–795 მუხლებით, 79​6 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 82​1–82​4 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებისა),  87​1–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 103​1 და 1283−128​5 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

6. 222და 223-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2222. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ნავთობისა და გაზის სექტორში ჩადენილ, ამ კოდექსის 56-ე, 57-ე და 572 მუხლებით, 91​3 მუხლის მე-2 ნაწილით და 96​2  და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.

მუხლი 223. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო 

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 981​, 1794 და 1796−179​9 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“.

7. 239-ე მუხლის:

ა) მე-4 და 4ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 51​4−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 571, 58-ე–59-ე, 593, მე-60, 60​3, 61​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​4–69​6, 71-ე, 711, 72​1−77-ე, 78-ე და 79​1–79​5 მუხლებით, 79​6 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 821–824, 84-ე−86-ე, 87​1–87​3 და 89-ე–893 მუხლებით, 91​3 მუხლის მე-3 ნაწილით, 103​1, 104-ე და 1282–1285 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.

41. ამ კოდექსის 592 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები.“;

ბ) 4ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„43. ამ კოდექსის 51-ე, 51​2 და 54​1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.“;

გ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ კოდექსის 88-ე და 14410 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.“;

დ) 28-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 ნაწილი:

„281. ამ კოდექსის 56-ე, 57-ე და 572–574 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომლები.“;

ე) 36-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„36. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ჩადენილ, ამ კოდექსის 56-ე, 57-ე და 572 მუხლებით, 913 მუხლის მე-2 ნაწილით და 962 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი.“;

ვ) 41-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ამ კოდექსის 58​2 მუხლით და 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად). ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5–მე-10 და მე-12–მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად).“;

ზ) 51-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. ამ კოდექსის 44​4 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“;

თ) 56-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„56. ამ კოდექსის 1282 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ან/და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.“;

ი) 61-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. ამ კოდექსის 96​4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს პირველადი წყალმოსარგებლე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.

8. 242-ე მუხლის:

ა) 3ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. ამ კოდექსის 98​1, 1794 და 1796−179​9 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.“;

ბ) შენიშვნის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის 3​2 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

9. 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ტყითსარგებლობის წესების ან ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევისას და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვა დარღვევისას ოქმის შედგენის მიზნით, თუ დარღვევის ადგილზე დამრღვევის ვინაობის დადგენა შეუძლებელია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოთა უფლებამოსილ პირებს, აგრეთვე პოლიციის მუშაკებს შეუძლიათ ამ სამართალდარღვევის (სამართალდარღვევათა) ჩამდენი პირი (პირები) მიიყვანონ პოლიციაში.“.

10. 246-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს − ამ კოდექსით მათი ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში;“.

11. 261-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეიძლება განიხილონ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის გათვალისწინებით, საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ მათ სამსახურებრივ ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში, სამართალდამრღვევისათვის დადგენილი წესით საქმის განხილვის ადგილისა და დროის წინასწარ შეტყობინების საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 დეკემბერი 2017 წ.

N1715-რს