“საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ”

  • Word
“საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 808
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 19/09/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 31/10/1995
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.119
  • Word
808
19/09/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 31/10/1995
080.000.000.05.001.000.119
“საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ”
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ

(ამონარიდი)

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

II. საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 1531 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1531. საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა

საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, ასეთი საქმიანობიდან მიღებული მთელი ამონაგების კონფისკაციით“.

2. 178-ე მუხლის მეორე ნაწილის დისპოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უცხოური ვალუტის ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლაზე უსაფუძვლოდ უარის თქმა ვალუტის გადამცვლელი დაწესებულების მუშაკის მიერ“.

3. 193-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვები „ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე“, „ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე“, „ოციდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე“.

მეორე ნაწილის სანქციაში სიტყვები „ამ საგნების კონფისკაციას“ შეიცვალოს სიტყვებით „დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოცი მინიმალური ოდენობით, ამ საგნების კონფისკაციით“.

4. 194-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 194. კონტრაბანდა

საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო საზღვარზე ტვირთის გადატანა ან გადმოტანა საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით ან საბაჟო წესების დარღვევით,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების ოციდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, კონტრაბანდის საგნების კონფისკაციით.

ეროვნული ვალუტის, ფერადი ლითონების ან მისი ჯართის კანონით დადგენილი წესის დარღვევით საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე გადაადგილება,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, კონტრაბანდის საგნების კონფისკაციით“.

5. 239-ე მუხლის მე-15 ნაწილს ბოლოს დაემატოს სიტყვები:

„ან სახელმწიფო საგადასახადო ორგანოები, ფასების სახელმწიფო ინსპექციის საამისოდ უფლებამოსილი პირები, კონტროლის პალატის ორგანოები“.

III. ეს კანონი ამოქმედდეს 1995 წლის 2 ოქტომბრიდან.

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე.

თბილისი,

1995 წლის 19 სექტემბერი.

№808Iს

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.