დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2024 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/11/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 29/11/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.080.000.05.001.001.986 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1291 მუხლი:
„მუხლი 1291. ტვირთამწეობის დადგენილი ნორმის ზევით ტვირთის გადაზიდვა
საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გავლა, რომელთა თითოეულ ღერძზე დატვირთვა აღემატება 10 ტონას ან/და გადასაზიდი წონა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და მისი საერთო წონა – 36 ტონას, –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ოპერატორის ან/და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის დაჯარიმებას თითოეულ ზედმეტ ტონაზე 1000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
იმ სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომლის თითოეულ ღერძზე დატვირთვა აღემატება 10 ტონას ან/და გადასაზიდი წონა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და მისი საერთო წონა – 36 ტონას, თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ზედმეტი ტვირთის ჩამოცლას (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მითითებულ ადგილას), ტვირთის დაცვას/შენახვასა და შემდგომ ტრანსპორტირებას.“.
2. 209-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1071, 1072, 1073, 108-ე, 116-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 134-ე მუხლით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით და 190-ე მუხლით.
2. ამ კოდექსის 116-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 118-ე მუხლით, 119-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 121-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1211 მუხლით, 122-ე მუხლით, 123-ე მუხლით, 125-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 1291 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საპატრულო პოლიციის მოსამსახურე, რომელსაც აქვს შესაბამისი უფლებამოსილება, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.“.
3. 219-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 165-ე, 193-ე და 194-ე მუხლებით, ხოლო ამ კოდექსის 1291, 157-ე და 195-ე მუხლებით – თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.“;
ბ) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1291, 193-ე, 194-ე და 195-ე მუხლებით – საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს, საბაჟო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეებს, რეგიონალური საბაჟოს უფროსსა და მის მოადგილეებს, ფინანსური პოლიციის უფლებამოსილ პირებს.“.
4. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 521 ნაწილი:
„521. ქვეყნის საზღვრების შიდა სივრცეში ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში ოქმს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის (ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისას) შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 50-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 9 ნოემბერი.
№2024–IIს
დოკუმენტის კომენტარები