დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 387-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 19/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.102529 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 961 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმისა) დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების (რომლებიც დღგ-ის გადამხდელებად რეგისტრირებული არ არიან) დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის, იურიდიული პირისა და დაწესებულების (რომლებიც დღგ-ის გადამხდელებად არიან რეგისტრირებული) დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.“. 2. 149-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმისა) დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების (რომლებიც დღგ-ის გადამხდელებად რეგისტრირებული არ არიან) დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის, იურიდიული პირისა და დაწესებულების (რომლებიც დღგ-ის გადამხდელებად არიან რეგისტრირებული) დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.“. 3. 2282 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ფიზიკური პირის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმისა) დაჯარიმების შესახებ დადგენილებას იძულებით აღასრულებენ შესაბამისად ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიანტები და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების მიხედვით. თუ ამ ნაწილში მითითებულმა პირებმა ვერ განახორციელეს იძულებითი აღსრულება, ფიზიკური პირის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმისა) დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. ამ კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ინდივიდუალური მეწარმის (რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად)/იურიდიული პირის/დაწესებულების დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. 4. 2283 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ფიზიკური პირის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმისა) დაჯარიმების შესახებ დადგენილებას იძულებით აღასრულებენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. თუ ამ ნაწილში მითითებულმა პირებმა ვერ განახორციელეს იძულებითი აღსრულება, ფიზიკური პირის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმისა) დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 4. ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ინდივიდუალური მეწარმის (რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად)/იურიდიული პირის/დაწესებულების დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.
|
თბილისი, 19 მარტი 2025 წ. N387-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები