საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/11/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 31-32, 25/12/1996
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.182
0
27/11/1996
პარლამენტის უწყებანი, 31-32, 25/12/1996
080.000.000.05.001.000.182
საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში („საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები“, 1961 წ., №1, მუხ.10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კოდექსის 139-ე მუხლის სათაურსა და პირველი ნაწილის დისპოზიციაში სიტყვის „საარჩევნო“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილეობის“.

2. კოდექსის 1391 მუხლის სათაური და პირველი ნაწილის დისპოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1391. პარლამენტის ან სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატისა და არჩევნებში მონაწილე პარტიის, რეფერენდუმის მოწყობის საინიციატივო ჯგუფის პატივისა და ღირსების შემლახავი მონაჭორის გავრცელება

წინასწარი შეცნობით პარლამენტის ან სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატისა და არჩევნებში მონაწილე პარტიის, რეფერენდუმის მოწყობის საინიციატივო ჯგუფის პატივისა და ღირსების შემლახავი მონაჭორის გავრცელება.

3. კოდექსის 140-ე მუხლის სათაურს და დისპოზიციაში სიტყვის „საარჩევნო“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სარეფერენდუმო ან საპლებისციტო“.

II. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში („საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები“, 1984 წ., №12, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კოდექსის 1743 მუხლის სათაური და დისპოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1743. საარჩევნო კომისიების მუშაობაში ჩარევა არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების დროს

საარჩევნო კომისიების მუშაობაში ჩარევა არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების დროს, რაც გამოიხატება საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის, პარლამენტის ან სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატის პარტიის ან რეფერენდუმის მოწყობის საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის, საარჩევნო უბნებსა და ოლქებში ხმების დათვლასა და არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის საერთო შედეგების დადგენასთან დაკავშირებული მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლაში.

2. კოდექსის 1744 მუხლის სათაურსა და დისპოზიციაში სიტყვის „საარჩევნო“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სარეფერენდუმო ან საპლებისციტო“.

3. კოდექსის 1745 მუხლის სათაური და დისპოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1745. აგიტაციის გაწევა არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის დღეს

არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის დღეს პარლამენტის ან სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატისა და არჩევნებში მონაწილე პარტიის,  რეფერენდუმზე ან პლებისციტზე გამოტანილი საკითხის სასარგებლოდ ან წინააღმდეგ აგიტაციის გაწევა.

 

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 27 ნოემბერი.