დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1194-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.018550 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 116-ე მუხლის: ა) 11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ნაწილი: „12. მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება – გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.“; ბ) 51 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 ნაწილი: „52. მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება – გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“; გ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 ნაწილი: „11. თუ ამ მუხლის 12 და 52 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის ჩადენისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კანონიერ წარმომადგენელს.“. 2. 1181 მუხლის შენიშვნის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით დადგენილი წესით.“; ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 3. 1182 მუხლის შენიშვნის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით დადგენილი წესით.“; ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 4. 1183 მუხლის შენიშვნის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით დადგენილი წესით.“; ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 5. 120-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლის მე-2, მე-3 და 31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით დადგენილი წესით.“. 6. 122-ე მუხლის შენიშვნის: ა) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით დადგენილი წესით.“; ბ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 7. 123-ე მუხლის შენიშვნის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით დადგენილი წესით.“; ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 8. 125-ე მუხლის შენიშვნის: ა) 41 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაუდგენლობისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. ამასთანავე, აღნიშნული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი პირი.“; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით დადგენილი წესით.“; გ) მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს; დ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი: „10. ამ მუხლის პირველი და 11 ნაწილებით განსაზღვრულ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებად მიიჩნევა აგრეთვე საგზაო მონაკვეთზე დამონტაჟებულ/განთავსებულ ავტომატურ ვიდეოტექნიკურ საშუალებებს შორის მანძილზე მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, რომელსაც ავტომატური ვიდეოტექნიკური საშუალება ავტომატურ რეჟიმში, საგზაო მონაკვეთზე დამონტაჟებულ/განთავსებულ ავტომატურ ვიდეოტექნიკურ საშუალებებს შორის გავლილი მანძილისა და დროის შეფარდებით გამოითვლის.“. 9. 1252 მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი პირი.“. 10. 1253 მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი პირი.“. 11. 247-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 247. ადმინისტრაციული დაკავების ვადები 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. 2. პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნულ შემთხვევაში პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.“. 12. 283-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 2901 მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ.“. 13. 287-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 287. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობა 1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება არ აღსრულდება, თუ იგი აღსასრულებლად მიქცეული არ იყო გამოტანიდან 6 თვის ვადაში, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. 2. ამ კოდექსის 1181−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−31 ნაწილებით, 122-ე და 123-ე მუხლებით და 125-ე მუხლით (გარდა 125-ე მუხლის მე-8 ნაწილისა) გათვალისწინებულ შემთხვევებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილი დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ არ აღსრულდება, თუ იგი აღსასრულებლად მიქცეული არ იყო გამოტანიდან 1 წლის ვადაში. 3. ამ კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების აღსრულების შეჩერების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება საჩივრის ან პროტესტის განხილვამდე. ამ კოდექსის 285-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების აღსრულების გადადების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება გადადების ვადის გასვლამდე. 4. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დაწესდეს ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე გამოტანილ დადგენილებათა აღსრულების სხვა, უფრო ხანგრძლივი ვადები.“. 14. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2901 და 2902 მუხლები: „მუხლი 2901. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას 1. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ კოდექსის 1181−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−31 ნაწილებით და 122-ე, 123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკისრება: ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება დროებითი სანომრე ნიშნით ხდება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ეგზავნება. 3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს ფოსტას უბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით იმავე მისამართზე ეგზავნება. 4. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე. 5. საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 6. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 7. ჯარიმის ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი დაარიცხავს საურავს ამ კოდექსის 1181−1183, 120-ე, 122-ე, 123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის. აღნიშნულ შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება ამ კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად. 8. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ კოდექსის 1181−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−31 ნაწილებით და 122-ე, 123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი აკისრებს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირის კანონიერ წარმომადგენელს. 9. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას ამ კოდექსის 290-ე მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები და წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლითა და ამ კოდექსის 2902 მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 2902. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას შეღავათით სარგებლობის წესი 1. ამ კოდექსის 1181−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−31 ნაწილებით და 122-ე, 123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციას ამ კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საფოსტო გზავნილის გაგზავნამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უგზავნის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. 2. ამ კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირის მიერ ჯარიმის სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში მას ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით უმცირდება. ჯარიმის აღნიშნულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი პირი კარგავს ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის უფლებას. 3. ჯარიმის ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილება (საჯარიმო ქვითარი) აღსრულდება ამ კოდექსის 2901 მუხლის შესაბამისად.“. 15. 313-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 ნაწილი: „18. 2017 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცება.“. მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის აღსრულებისათვის აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-14 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-14 ნაწილები ამოქმედდეს 2017 წლის 1 ნოემბრიდან. |
ქუთაისი, 30 ივნისი 2017 წ. N1194-IIს |
დოკუმენტის კომენტარები