საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1013-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020418
1013-VIმს-Xმპ
16/11/2021
ვებგვერდი, 22/11/2021
020000000.05.001.020418
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება არ შეიძლება შეუჩერდეს იმ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს.“.

2. 1183 და 1184 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1183. კიდულძრავიანი ველოსიპედით, მოპედით, მსუბუქი კვადროციკლით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა

კიდულძრავიანი ველოსიპედით, მოპედით, მსუბუქი კვადროციკლით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა –

გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ჯარიმის ან საურავის ამ კოდექსის 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობისას ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით შეიცვლება. აღნიშნულ შემთხვევაში ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ გამოიყენება კიდულძრავიანი ველოსიპედის მძღოლის მიმართ.

2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა პირს არ ათავისუფლებს საურავის გადახდისგან.

3. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით დადგენილი წესით.

მუხლი 118 4. კიდულძრავიანი ველოსიპედის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

1. კიდულძრავიანი ველოსიპედის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება −

გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. კიდულძრავიანი ველოსიპედის ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება –

გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას კიდულძრავიანი ველოსიპედის მძღოლი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კიდულძრავიანი ველოსიპედის მძღოლის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ვრცელდება ამ კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის პირველი−მე-4, მე-8 და მე-10 ნაწილების მოქმედება.“.

3. 119-ე მუხლის შენიშვნის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კოდექსით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებად მიიჩნევა ყველა სახეობის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე ტრამვაი და ტროლეიბუსი.“;

ბ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 ნაწილები:

„10. ამ მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 ნაწილების მოქმედება, აგრეთვე ამ კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის, 121-ე მუხლის მე-4 ნაწილის (გარდა ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევისა), 1211 მუხლის მე-3 ნაწილის, 125-ე მუხლის პირველი, 11, 51−მე-6, 62, მე-7−92, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებისა და 1252−1254 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დაუშვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე და აღნიშნული ეტაპის მიმდინარეობისას მასში მონაწილეობს.

11. ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებისა და 1252−1254 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის მიმდინარეობისას.“.

4. 1211 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე პირის მიერ ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა“;

ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

5. 250-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 116-ე მუხლით/1184 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას/კიდულძრავიან ველოსიპედს და რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, უნდა ჩამოშორდეს სატრანსპორტო საშუალების/კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვას. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება, სიმთვრალე დგინდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-5 ნაწილი ამოქმედდეს 2022 წლის 28 მარტიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 25 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ნოემბერი 2021 წ.

N1013-VIმს-Xმპ