საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/11/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 31-32, 25/12/1996
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.179
0
12/11/1996
პარლამენტის უწყებანი, 31-32, 25/12/1996
020.000.000.05.001.000.179
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 47. წიაღის სახელმწიფო საკუთრების უფლების დარღვევა

ისეთი გარიგების დადება, რომელიც აშკარად თუ ფარულად არღვევს წიაღზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან სამოც მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების სამოციდან ოთხმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.“.

2. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 56. წიაღის დაცვის მოთხოვნათა დარღვევა

წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობების თვითნებურად განაშენიანება, წიაღის დაცვის, წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მავნე გავლენისაგან ბუნებრივი გარემოს, შენობებისა და ნაგებობების დაცვის მოთხოვნების შეუსრულებლობა, სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს სხვადასხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების ლიკვიდაციისა და  კონსერვაციის, მიწის მინაკუთვნის ფარგლებში ნიადაგის რეკულტივაციის წესების და ნორმების დარღვევა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ას ათიდან ას ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.“.

3. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 57. წიაღის გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოების მოთხოვნების დარღვევა

წიაღის გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა ან მოჰყვა მიწისქვეშა წყლებზე დაკვირვების სარეჟიმო ჭაბურღილების, სამარკშეიდერო და გეოდეზიური ნიშნების მოსპობა ან დაზიანება, ისტორიისა და კულტურის ძეგლების, მათი ტერიტორიების და დაცული ზონების ხელყოფა, გეოლოგიური ინფორმაციის საკუთრების უფლების დარღვევა, წიაღის შესახებ დაგვიანებული ან ცრუ ინფორმაციის შეგნებულად მიწოდება, –

გამოიწვევს  მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან სამოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე,“

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 571 და 572 მუხლები:

„მუხლი 571. წიაღით თვითნებურად სარგებლობა

წიაღით თვითნებურად სარგებლობა, ესე იგი, წიაღით სარგებლობა სათანადო ნებართვის (ლიცენზიის) გარეშე, ან წიაღით სარგებლობა ნებართვით (ლიცენზიით) გამოყოფილი სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის ფარგლებს გარეთ, ანდა წიაღით სარგებლობა აუცილებელი სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.

მუხლი 572. წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევა

წიაღით სარგებლობის ნორმების, აგრეთვე წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამოცდაათი მინიმალური ოდენობით, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ასი მინიმალური ოდენობით.“

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1652 მუხლი:

„მუხლი 1652. წიაღით სარგებლობის გადასახადისაგან თავის არიდება

წიაღით სარგებლობის გადასახადისაგან თავის არიდება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასიდან ას ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ას ორმოცდაათიდან ორას მინიმალურ ოდენობამდე.“

6. ამ კოდექსის 208-ე მუხლში ციფრის „1651“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1652

7. ამ კოდექსის 239-ე მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

მე-2 ნაწილში ციფრის „57-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „572“, სიტყვები „საქტექზედამხედველობის ორგანოები“ შეიცვალოს სიტყვებით „ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები“;

მე-3 ნაწილი კი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ კოდექსის 47-491, 51-56-ე, 57-75-ე, 77-84-ე, 89-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ორგანოები“;

მე-16 ნაწილს ციფრის „1651“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1652“.

II. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 174-ე მუხლი:

„მუხლი 174. წიაღით თვითნებურად სარგებლობა

წიაღით თვითნებურად სარგებლობა, ესე იგი, წიაღით სარგებლობა სათანადო ნებართვის (ლიცენზიის) გარეშე, ან წიაღით სარგებლობა ნებართვით (ლიცენზიით) გამოყოფილი სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის ფარგლებს გარეთ, ანდა წიაღით სარგებლობა აუცილებელი სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე, თუ იგი ჩადენილია ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, მოპოვებული წიაღისეულის, გამოშვებული პროდუქციის და წიაღის მოსაპოვებელი საშუალებების კონფისკაციით ან უამისოდ.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, ან თუ მან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა წიაღის მარაგს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, მოპოვებული წიაღისეულის, გამოშვებული პროდუქციის და წიაღის მოსაპოვებელი საშუალებების კონფისკაციით.“

III. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 126-ე მუხლს პირველ ნაწილში ციფრის „175-ე“ წინ დაემატოს ციფრი „174-ე“.

2. მე-400 მუხლში სიტყვების „1693 მუხლის პირველი ნაწილით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „174-ე მუხლით“.

 

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 12 ნოემბერი