საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 779
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 10/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.631
  • Word
779
23/12/2004
სსმ, 2, 10/01/2005
020.000.000.05.001.001.631
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1471 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1471. დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამშენებლო ობიექტის ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება

1. სათანადო ნებართვით დაწყებული ლოჯიების, ავტოსადგომების, სხვა სათავსების და ნაგებობების მშენებლობის, მიშენების ან დაშენების, დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამშენებლო ობიექტის ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას რვიდან თხუთმეტ ლარამდე, თანამდებობის პირთა დაჯარიმებას თხუთმეტიდან ოცდაათ ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უძრავი ძეგლის დაცვის ზონებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 6 თვის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 30000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 6 თვის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50000 ლარის ოდენობით.“.

2. 1501 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1501. ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობის ან/და იერსახის შეცვლა შესაბამისი ნებართვის გარეშე

1. ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობის ან/და იერსახის შეცვლა შესაბამისი ნებართვის გარეშე, ან ამ სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უძრავი ძეგლის დაცვის ზონებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 6 თვის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 30000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 6 თვის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50000 ლარის ოდენობით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 23 დეკემბერი.

№779_რს