დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1573 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/09/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 26/10/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.000408 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 1791 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1791. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევა
ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევა –
გამოიწვევს პასუხისმგებელი პირების დაჯარიმებას 50-დან 200 ლარამდე“.
2. მუხლი 2291 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2291. სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობის) განმახორციელებელი ორგანოები
სასინჯი კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 1791 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.
სასინჯი კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და დაჯარიმების უფლება აქვთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის და მისი რეგიონალური სამსახურების უფროსებს“.
3. კოდექსის 239-ე მუხლის 22-ე ნაწილს სიტყვების „ამ კოდექსის“ შემდეგ დაემატოს ციფრები „1735“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 17 სექტემბერი.
№1573–Iს
დოკუმენტის კომენტარები