საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 785
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 11/06/1986
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 785, 30/06/1986
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
785
11/06/1986
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 785, 30/06/1986
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის

ბრძანებულება

საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

„უშრომელი შემოსავლის მიღებასთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 23 მაისის ბრძანებულების შესაბამისად, აგრეთვე სსრ კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფის მიზნით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს ცვლილებანი და დამატებანი საქართველოს სსრ შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:

I. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10; 1963 წ., № 14, მუხ. 239; 1971 წ., №7, მუხ. 94; 1982 წ., № 12, მუხ. 371):

1. 54-ე მუხლის მეექვსე ნაწილში ციფრი „189-ე“ შეიცვალოს სიტყვებით, „189-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები“.

2. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 981 და 982 მუხლები:

მუხლი 981. სატრანსპორტო საშუალებების, მანქანების ან მექანიზმების თვითნებური გამოყენება

საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების, მანქანების ან მექანიზმების თვითნებური გამოყენება ანგარებითი მიზნით, ჩადენილი ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამასიდან ათას მანეთამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ.

იგივე მოქმედება, თუ მას მოჰყვა დიდი ზარალი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

მუხლი 982. ყოფა-ცხოვრებაში ენერგიითა და გაზით სარგებლობის წესების დარღვევა

ელექტრონული ან თბოენერგიის ანდა გაზის თვითნებური გამოყენება ანგარებითი მიზნით, აგრეთვე ყოფა-ცხოვრებაში ელექტრონული ან თბოენერგიით ანდა გაზით სარგებლობის წესების დარღვევა, ჩადენილი ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან თუ მას მოჰყვა არსებითი ზიანი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამასიდან ათას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, რასაც მოჰყვა სიკვდილის ან სხეულის მძიმე დაზიანება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე“.

3. 164-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:

„იგივე მოქმედება, რასაც მოჰყვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამდიდრება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით“.

4. 165-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე ნაწილი:

„წვრილმანი სპეკულაცია, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ასეთივე მოქმედებისათვის წლის განმავლობაში ორჯერ შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ასიდან სამას მანეთამდე“.

5. 167-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:

„იგივე მოქმედებას, რასაც მოჰყვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამდიდრება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით“.

6. 172-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 172. აკრძალული სახეობის ინდივიდუალური შრომითი საქმიანობა

შინამრეწველურ-ხელოსნური რეწვა ან სხვა ინდივიდუალური შრომითი საქმიანობა, რომელთა მიმართ არსებობს სპეციალური აკრძალვა, თუ ის ჩადენილია ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ორასიდან ათას მანეთამდე, დამზადებული პროდუქციის, წარმოების იარაღებისა და ნედლეულის კონფისკაციით.

შინამრეწველურ-ხელოსნური რეწვა ან სხვა ინდივიდუალური შრომითი საქმიანობა, რომელთა მიმართ არსებობს სპეციალური აკრძალვა, ჩადენილი მნიშვნელოვანი ოდენობით ან დაქირავებული შრომის გამოყენებით, აგრეთვე იმ პირის მიერ რომელიც ადრე ნასამართლევი იყო აკრძალული სახეობის ინდივიდუალური შრომითი საქმიანობისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ქონების კონფისკაციით“.

7. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1721 მუხლი:

მუხლი 1721. შემოსავლის შესახებ დეკლარაციის შეტანისაგან თავის არიდება

თავის არიდება შინამრეწველურ-ხელოსნური რეწვის, სხვა ინდივიდუალური შრომითი საქმიანობის შემოსავლის ანდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი სხვაგვარი შემოსავლის შესახებ დეკლარაციის შეტანისაგან და სხვა შემთხვევებშიც, როდესაც დეკლარაციის შეტანა კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, ან დეკლარაციის არადროული შეტანა ანდა მასში წინასწარი შეცნობით დამახინჯებული მონაცემების ჩვენება, თუ ეს მოქმედებანი ჩადენილია ასეთივე დარღვევებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ორასიდან ათას მანეთამდე“.

8. მუხლი 173ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1731. სახელმწიფო ან კოოპერაციულ მაღაზიებში პურისა და კვების სხვა პროდუქტების შესყიდვა პირუტყვისა და ფრინველის გამოსაკვებად

სახელმწიფო ან კოოპერაციულ მაღაზიებში გამომცხვარი პურის, ფქვილის, ბურღულისა და კვების სხვა პროდუქტების შესყიდვა პირუტყვისა და ფრინველის გამოსაკვებად, აგრეთვე პირუტყვისა და ფრინველის გამოკვება მაღაზიებში ნაყიდი გამომცხვარი პურით, ფქვილით, ბურღულითა და კვების სხვა პროდუქტებით, ჩადენილი ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან სისტემატურად, ანდა დიდი ოდენობით, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ასიდან ხუთას მანეთამდე“.

9. მუხლები 1732 და 1791 ამოღებულ იქნეს.

10. 189-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 189. ქრთამის აღება

თანამდებობის პირის მიერ პირადად ან შუამავლის მეშვეობით ქრთამის აღება, რა სახითაც არ უნდა იყოს იგი, ქრთამის მიმცემის ინტერესებისათვის ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისა ან შეუსრულებლობისათვის, რომელიც თანამდებობის პირს უნდა შეესრულებინა ან შეეძლო შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

იგივე მოქმედება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ან არაერთხელ, ან რასაც თან სდევდა ქრთამის გამოძალვა, ანდა ქრთამის აღება დიდი ოდენობით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედებანი, ჩადენილი თანამდებობის პირის მიერ, რომელსაც პასუხსაგები მდგომარეობა აქვს, ან რომელიც ადრე ნამყოფია სამართალში მექრთამეობისათვის, ანდა რომელმაც აიღო ქრთამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით და გადასახდელებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე, ხოლო განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში - სიკვდილით, ქონების კონფისკაციით“.

11. ამოღებულ იქნეს 2461 მუხლის სათაურიდან სიტყვები „ან გაზით სარგებლობს უსაფრთხოების წესების“, ხოლო პირველი ნაწილიდან სიტყვები

– „ან მოსახლეობის მიერ გაზით სარგებლობის დროს უსაფრთხოების წესების“.

II. „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 511 მუხლის შესაბამისად მიმართ ადმინისტრაციული სასჯელის ზომების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულების მე-3 მუხლში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1977 წ., №4, მუხ. 41; 1982 წ., №12, მუხ. 373) სიტყვები „ჯარიმა ან მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ჯარიმა ასი მანეთის ოდენობით, ხოლო ანგარებითი სამართალდარღვევისათვის - ორას მანეთამდე“/

III. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11; 1966 წ., №3, მუხ. 33; №11, მუხ. 183; № 12, მუხ. 200; 1970 წ., № 8, მუხ. 124; № 9, მუხ. 138; № 11, მუხ. 203; 1971 წ., №7, მუხ. 94; 1973 წ., № 5, მუხ. 72; №6, მუხ. 98; №11, მუხ. 203; 1974 წ., № 10, მუხ. 190; 1975 წ., № 1, მუხ. 3; 1977 წ., №4, მუხ. 42; 1978 წ., №6, მუხ. 123; 1980 წ., №7, მუხ. 216, 1985 წ., № 2, მუხ. 23):

1. 32-ე მუხლში სიტყვები „189-ე მუხლის II ნაწილით“ შეიცვალოს სიტყვებით „189-ე მუხლის III ნაწილით“.

2. 162-ე მუხლში:

პირველ ნაწილში სიტყვები „165-ე მუხლის პირველი ნაწილით“ შეიცვალოს სიტყვებით „165-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით“; სიტყვების „172-ე მუხლის პირველი ნაწილით“. შემდეგ დაემატოს ციფრი „1721“;

მეოთხე ნაწილს ციფრის „98“ შემდეგ დაემატოს ციფრები „981, 982“.

IV. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხლი №421; 1985 წ., №5, მუხ.157; №8, მუხ. 277; №10, მუხ. 376; 1986წ., №4, მუხ. 89):

1. 27-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცალკეულ სახეობათა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ამაღლების საჭიროებისას საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებით შეიძლება დაწესდეს ჯარიმა მოქალაქეთა მიმართ – ორმოცდაათ მანეთამდე და თანამდებობის პირთა მიმართ ას მანეთამდე, სსრ კავშირის საკანონმდებლო აქტებით – მოქალაქეთა მიმართ ას მანეთამდე და თანამდებობის პირთა მიმართ – ორას მანეთამდე, ხოლო ანგარებითი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის – მოქალაქეთა მიმართ ორას მანეთამდე და თანამდებობის პირთა მიმართ – სამას მანეთამდე.“.

2. 50-ე მუხლში სიტყვები „ოციდან ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ოციდან ორას მანეთამდე.“.

3. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 501, 961, 1581, 1641, 1681, 1721 მუხლები:

„მუხლი 501. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის დანაშაულით მიყენებული ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისაგან თავის არიდება

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის დანაშაულით მიყენებული ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისაგან თავის არიდება იმ პირის მიერ, რომელიც სასამართლოს განაჩენით ან გადაწყვეტილებით მოვალეა აანაზღაუროს ასეთი ზარალი, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ორ თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით.“.

„მუხლი 961. ყოფა-ცხოვრებაში ენერგიით ან გაზით სარგებლობის წესების დარღვევა

ელექტრონული ან თბოენერგიის, ანდა გაზის თვითნებური გამოყენება ანგარებითი მიზნით, აგრეთვე ყოფა-ცხოვრებაში ელექტრონული ან თბოენერგიის, ანდა გაზით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი არ მოჰყოლია, –

გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.“.

„მუხლი 1581. სამშენებლო მასალების შეძენის წესის დარღვევა

მოქალაქეთა მიერ სხვა მოქალაქეებისაგან სამშენებლო მასალების შეძენის (ყიდვა-გაყიდვის, გაცვლის, ჩუქების) დადგენილი წესის დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, უკანონოდ შეძენილი სამშენებლო მასალის კონფისკაციით ან უამისოდ.“.

„მუხლი 1641. შემოსავლის შესახებ დეკლარაციის შეტანისაგან თავის არიდება

თავის არიდება შინამრეწველურ-ხელოსნური რეწვის, ან ინდივიდუალური შრომითი საქმიანობის შემოსავლის ანდა საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი სხვაგვარი შემოსავლის შესახებ დეკლარაციის შეტანისაგან და სხვა შემთხვევებშიც, როდესაც დეკლარაციის შეტანა კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, ან დეკლარაციის არადროული შეტანა, ანდა მასში წინასწარ შეცნობით დამახინჯებული მონაცემების ჩვენება, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას მანეთამდე.“.

„მუხლი 1681. მოქალაქეთა მიერ შინ დაყენებული ისეთი ღვინის გაყიდვა, რომელიც მაგარ სპირტიან სასმელებს არ განეკუთვნება

მოქალაქეთა მიერ შინ დაყენებული ისეთი ღვინის გაყიდვა, რომელიც მაგარ სპირტიან სასმელებს არ განეკუთვნება, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოცდაათ მანეთამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში ან არაერთგზის, ან დიდი ოდენობით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე, შინ დაყენებული ღვინის კონფისკაციით.“.

„მუხლი 1721. შეჯიბრებებზე ფსონის მიღება კერძო პირების მიერ

სპორტულ ან სხვა შეჯიბრებებზე ფსონის მიღება კერძო პირების მიერ, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თამაშში ფსონად ჩასული ფულის, ნივთებისა და სხვა ფასეულობის კონფისკაციით ან უამისოდ.“.

4. 127-ე, 160-ე, 164-ე და 165-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 127. სატრანსპორტო საშუალებების, მანქანების ან მექანიზმების ანგარებითი მიზნით გამოყენება

საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების, მანქანების ან მექანიზმების თვითნებური გამოყენება ანგარებითი მიზნით, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ას მანეთამდე, თანამდებობის პირათა – ორას მანეთამდე, ხოლო სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების დაჯარიმებას ას მანეთამდე ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ერთ წლამდე.

მოქალაქეთა მიერ პირადი საკუთრების უფლებით კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა ანგარებითი მიზნით გამოყენება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ერთ წლამდე.“.

„მუხლი 160. სახელმწიფო ან კოოპერაციულ მაღაზიებში პურისა და კვების სხვა პროდუქტების შესყიდვა პირუტყვისა და ფრინველის გამოსაკვებად

სახელმწიფო ან კოოპერაციულ მაღაზიებში გამომცხვარი პურის, ფქვილის, ბურღულის და კვების სხვა პროდუქტების შესყიდვა პირუტყვისა და ფრინველის გამოსაკვებად, აგრეთვე პირუტყვისა და ფრინველის გამოკვება მაღაზიებში ნაყიდი გამომცხვარი პურით, ფქვილით, ბურღულითა და კვების სხვა პროდუქტებით, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას მანეთამდე“.

„მუხლი 164. შინამრეწველურ-ხელოსნური რეწვისა და სხვა ინდივიდუალური შრომითი საქმიანობის წესის დარღვევა

შინამრეწველურ-ხელოსნური რეწვისა და სხვა ინდივიდუალური შრომითი საქმიანობის წესის დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას მანეთამდე, დამზადებული პროდუქციის, წარმოების იარაღებისა და ნედლეულის კონფისკაციით ან უამისოდ.“.

„მუხლი 165. აკრძალული სახეობის ინდივიდუალური შრომითი საქმიანობა

შინამრეწველურ-ხელოსნური რეწვა ან სხვა ინდივიდუალური შრომითი საქმიანობა, რომელთა მიმართ არსებობს სპეციალური აკრძალვა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას მანეთამდე, დამზადებული პროდუქციის, წარმოების იარაღებისა და ნედლეულის კონფისკაციით.“.

5. 150-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 205-ე მუხლის:

პირველ ნაწილს ციფრების „103-1051“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „127-ე მუხლით (გარდა მძღოლების მიერ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების საქმეებისა)“, ციფრების „155-158-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1581“; ციფრის „164-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1641“; ციფრის „167-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1681“;

მეორე ნაწილში ციფრი „97-ე“ შეიცვალოს ციფრებით „961“, 97-ე“; სიტყვების „105-ე მუხლებით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „127-ე მუხლით (გარდა მძღოლების მიერ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების საქმეებისა)“; ციფრების „155-157-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1581“; ციფრის „167-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1681“.

7. 206-ე მუხლში ციფრი „97-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „97-ე მუხლით, 127-ე მუხლით (გარდა მძღოლების მიერ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების საქმეებისა)“; ციფრის „156-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1581“, ციფრის „167-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1681“.

8. 208-ე მუხლს ციფრის „50-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „501“, ხოლო ციფრის „166-ე“ შემდეგ – ციფრი „1721“.

9. 209-ე მუხლის:

პირველ ნაწილში სიტყვები „116-130-ე მუხლებით“ შეიცვალოს სიტყვებით „116-126-ე მუხლებით, 127-ე მუხლით (მძღოლების მიერ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების საქმეებისა), 128-130-ე“;

მეორე ნაწილის მეორე პუნქტში სიტყვები „126-ე, 127-ე მუხლებით“ შეიცვალოს სიტყვებით „126-ე მუხლით, 127-ე მუხლით (მძღოლების მიერ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების შესახებ)“.

10. 295-ე მუხლის მეორე აბზაცში ციფრები 142-ე, 154-ე, 159-ე, 164-ე, 165-ე“ შეიცვალოს ციფრებით „142-ე, 154-ე, 1581, 159-ე, 164-ე, 165-ე, 1681, 1721“.

V. საქართველოს სსრ 1973 წლის 28 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118; 1983 წ., № 11, მუხ. 370):

1. 34-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8) სამუშაო ადგილას სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცებისას (მათ შორის წვრილმანი გატაცების დროსაც), რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ან იმ ორგანოს დადგენილებით, რომლის კომპეტენციაში შედის ადმინისტრაციული სახდელის დადება ან საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომების გამოყენება“.

2. 37-ე მუხლის მესამე ნაწილს სიტყვების „ერთი თვის განმავლობაში დღიდან გადაცდომის გამომჟღავნებისა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული საფუძვლით დათხოვნისას – ერთი თვის განმავლობაში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის ან იმ ორგანოს მიერ დადგენილების გამოტანის დღიდან, რომლის კომპეტენციაში შედის ადმინისტრაციული სახდელის დადებ ან საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომების გამოყენება“.

3. 118-ე მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „ეს პასუხისმგებლობა, როგორც წესი, განისაზღვრება მუშის ან მოსამსახურის ხელფასის გარკვეული ნაწილით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და არ უნდა აღემატებოდეს მიყენებული ზიანი სრულ ოდენობას, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია სსრ კავშირის კანონმდებლობით“.

4. 119-ე მუხლი მეორე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მაგრამ არა უმეტეს მიყენებული ზიანის სრული ოდენობისა“.

5. 135-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5) დათხოვნას (34-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტები)“.

6. 244-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად მუშათა და მოსამსახურეთა მატერიალური პასუხისმგებლობის ფარგლებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის ცალკეული სახეობის ქონებისა და სხვა ფასეულობის გატაცებით, განზრახ გაფუჭებით, დანაკლისით ან დაკარგვით მიყენებული ზიანის გამო, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც ზიანის ფაქტიური ოდენობა აღემატება მის ნომინალურ ოდენობას, აწესებენ სსრ კავშირის კანონები და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებები“.

VI. საქართველოს სსრ 1864 წლის 24 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ. 662):

1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 2391 მუხლი:

მუხლი 2391მოქალაქეთა შორის სამშენებლო მასალების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ფორმა

მოქალაქეთა შორის სამშენებლო მასალების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადასტურებულ უნდა იქნეს სანოტარო წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამყიდველი მყიდველს ქონებას გადასცემს სავაჭრო ან სხვა ორგანიზაციაში მისი შეძენის დოკუმენტებთან ერთად.

ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დაუცველობა გამოიწვევს ამ კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული წესების გამოყენებას“.

2. 241-ე მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „რა ფასზედაც მხარეები შეთანხმდებიან“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „თუ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.

3. 267-ე მუხლში ციფრები „237-ე – 239-ე“ შეიცვალოს ციფრებით „237-2391“.

4. 269-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საცხოვრებელი სახლის და სამშენებლო მასალების ნაჩუქრობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს შესაბამისად ამ კოდექსის 239-ე და 2391 მუხლებით დადგენილი ფორმით“.

5. 457-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების „მთლიანად უნდა აანაზღაუროს ზიანის მიმყენებელმა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „გარდა სსრ კავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.

6. ეს ბრძანებულება სამოქმედოდ იქნეს შემოღებული 1986 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.

თბილისი,

1986 წლის 11 ივნისი.

№785XI