დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1268-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/07/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.018567 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1851 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1851. პირის გარდაცვალების შესახებ შეუტყობინებლობა სახელმწიფო, ადგილობრივი ან კერძო სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების, პანსიონატის, თავშესაფრის, პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის, გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის პირის გარდაცვალების შესახებ კანონით დადგენილი წესით შეუტყობინებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“. 2. 1961 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1961. წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის გამოუცხადებლობა წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას.“. 3. 1966 და 197-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1966. სამხედროვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის შეუტყობინებლობა სამხედროვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის გამომტანი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ დასკვნის გამოტანიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ამ დასკვნის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისთვის შეუტყობინებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. მუხლი 197. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო და საცხოვრებელი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) ადგილების, თანამდებობის შეცვლის, განათლების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის აღნიშნული თანამდებობის პირისთვის 2 კვირის ვადაში მიუწოდებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. აღნიშნულ სამართალდარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.“. 4. 239-ე მუხლის 66-ე და 67-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „66. ამ კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს. 67. ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან. |
ქუთაისი, 26 ივლისი 2017 წ. N1268-რს |
დოკუმენტის კომენტარები