დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 712-Vრს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/07/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 28/07/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.020357 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 167-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 167. ცეცხლსასროლი იარაღიდან, გაზის (აირის) იარაღიდან, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღიდან ან სასიგნალო იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტში ან საამისოდ გამოუყოფელ ადგილას ან საამისოდ გამოყოფილ ადგილას, მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით 1. ცეცხლსასროლი იარაღიდან, გაზის (აირის) იარაღიდან, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღიდან ან სასიგნალო იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტში ან საამისოდ გამოუყოფელ ადგილას ან საამისოდ გამოყოფილ ადგილას, მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით ან უამისოდ. 2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევის ჩადენისთვის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით.“. 2. 181-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა, ან სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვის მქონე პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების წესის დარღვევა დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი იმავე სამართალდარღვევის ჩადენისთვის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით. 4. ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის მოვლა-დაცვისთვის პასუხისმგებელი საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაკის მიერ მისი შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა ან ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის არადანიშნულებისამებრ გამოყენება – გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით.“. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1813 მუხლი: „მუხლი 1813. გაზის (აირის) იარაღის ტარების წესის დარღვევა, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება ან ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა 1. გაზის (აირის) იარაღის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 2. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება ან ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.“. 4. 1821 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღიდან სროლა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.“. 5. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−554, 56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721−78-ე, 791−81-ე, 821, 822, 825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533−1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−15511, 156-ე, 1571−1581, 159-ე, 1591, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე, 1661 და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6 და მე-8−მე-16 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793 და 180-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“. 6. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861, 1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე–119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 1352−1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევისა)), 17415 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416, 17417, 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა), 17715 და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის პირველი ნაწილითა და 1813, 1821, 1822, 190-ე და 1902−1911 მუხლებით.“. 7. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ კოდექსის 4210, 45-ე, 451, 583, 81-ე, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163 და 118-ე−123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1352−1354, 1395, 150-ე, 1527, 1528 და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებითა და 166-ე, 167-ე, 173-ე, 17314, 17315, 1741, 17415, 17416, 17417, 1752, 1761, 1763, 177-ე, 1771, 17715, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“. 8. 249-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კოდექსის 167-ე, 180-ე, 181-ე, 1813, 182-ე და 183-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას პოლიციის თანამშრომლებს უფლება აქვთ, საქმის განხილვამდე ჩამოართვან პირს იარაღი და საბრძოლო მასალები, რის შესახებაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება ჩანაწერი ჩამორთმეული იარაღის მარკის ან მოდელის, კალიბრის, სერიისა და ნომრის, საბრძოლო მასალების რაოდენობის და სახეობის აღნიშვნით. იმ პირის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს ჩაიდინა, იარაღისა და საბრძოლო მასალების ჩამორთმევა, პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში.“. 9. 295-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აღმასრულებელი – ამ კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას; საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 167-ე და 180-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1813, 1821 და 1831 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
თბილისი, 12 ივლისი 2021 წ. N712-Vრს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები