საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3173
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 30/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.002.289
  • Word
3173
25/05/2006
სსმ, 17, 30/05/2006
020.080.000.05.001.002.289
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 962 და 963 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 962. საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტებით დადგენილ, ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანს-პორტირების ლიცენზიით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ასეთივე დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე.

    მუხლი 963. ნავთობისა და გაზის სექტორში საშიში საწარმოო ობიექტის უნებართვოდ ექსპლუატაცია

ნავთობისა და გაზის სექტორში საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაცია საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნებართვის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასიდან სამას მინიმალურ ოდენობამდე.“.

2. 2293 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2293. საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განიხილავს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის პროცესში ჩადენილ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 47-ე, 572, 911, 962, 963 და 1735 მუხლებით, ხოლო 56-ე და 57-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაწილეობით.“.

3. 239-ე მუხლის 36-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„36. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ამ კოდექსის 47-ე, 572, 911, 962, 963 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ხოლო 56-ე და 57-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3173_Iს