დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5927-სს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/05/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.019831 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447–4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–78-ე, 791–81-ე, 821, 822, 825, 84-ე–86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533–1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557–15511, 156-ე, 1571–1581, 159-ე, 1591, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653 და 166-ე−167-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6 და მე-8−მე-16 ნაწილებით, 172-ე, 1724–1726, 173-ე, 1734–1737, 1739, 17312, 17314, 17315 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791–1793, 180-ე და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“. 2. 271-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო აღნიშნული დადგენილება.“. 3. 272-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში; გადაწყვეტილება სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში; დადგენილება ძირითადი ადმინისტრაციული სახდელისა და რომელიმე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის ერთდროულად დადების შესახებ − მომჩივნის სურვილით, ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის ან დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის გასაჩივრებისთვის დადგენილი წესით;“; ა.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის ან სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, მიღებული ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 123-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 157-ე მუხლით ან 1771 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, − ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში;“; ა.გ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის შესახებ – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში; დ) შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება საურავის დარიცხვის შესახებ – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში;“; ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5−მე-7 ნაწილები: „5. თუ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება მიღებულია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილებაზე, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს საჩივრის დასაშვებობას საჩივრის მიღებიდან 10 დღის ვადაში. საჩივრის დასაშვებობის თაობაზე სასამართლოს გამოაქვს დადგენილება. 6. სააპელაციო სასამართლოში საჩივარი დასაშვებია, თუ: ა) იდენტურ სამართლებრივ საკითხზე არ არსებობს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკა; ბ) პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება იდენტურ სამართლებრივ საკითხზე შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან; გ) ამ საჩივრის განხილვის შედეგად სავარაუდოა მოცემულ საქმეზე იდენტურ სამართლებრივ საკითხზე შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. 7. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სააპელაციო წესით განხილვისას არ იკვლევს ამ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. სააპელაციო სასამართლო სამართლებრივად აფასებს, გამოიყენა თუ არა რაიონულმა (საქალაქო) სასამართლომ ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ან/და რამდენად სწორად განმარტა მან კანონი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 22 მაისი 2020 წ. N5927-სს |
დოკუმენტის კომენტარები