დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 472 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 21/11/1985 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 29/11/1985 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.015 |
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის
ბრძანებულება
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შემდეგი დამატებები:
1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1391 და 2251 მუხლები:
„მუხლი 1391. ზომამცირე გემების რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესების, აგრეთვე ასეთი გემებითა და მათი სადგომი ბაზებით (ნაგებობებით) სარგებლობის წესების დარღვევა
საქართველოს სსრ ზომამცირე გემების სახელმწიფო ინსპექციის ზედამხედველობაში მყოფი გემების რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესების, აგრეთვე ასეთი გემებითა და მათი სადგომი ბაზებით (ნაგებობებით) სარგებლობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე, ანდა გემების მძღოლებისათვის ზომამცირე გემების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ერთ წლამდე.“.
„მუხლი 2251. ზომამცირე გემების სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები
საქართველოს სსრ ზომამცირე გემების სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1391 მუხლით.
ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ:
საქართველოს სსრ ზომამცირე გემების სახელმწიფო ინსპექციის უფროსს და მის მოადგილეებს – მოქალაქეთა დაჯარიმებისა ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე;
ზომამცირე გემების სახელმწიფო ინსპექტორებს – დაჯარიმებისა ოცდაათ მანეთამდე.“.
2. კოდექსის 299-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:
„დადგენილებას ზომამცირე გემების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღასრულებენ ამ კოდექსის 2251 მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული საქართველოს სსრ ზომამცირე გემების სახელმწიფო ინსპექციის ორგანოების თანამდებობის პირები.“.
ამასთან დაკავშირებით მეორე ნაწილი ჩაითვალოს მესამე ნაწილად.
3. კოდექსის მე-300 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეხუთე ნაწილი:
„დადგენილება ზომამცირე გემების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღსრულდება საქართველოს სსრ ზომამცირე გემების სახელმწიფო ინსპექციის ორგანოების მიერ მძღოლის მოწმობისა და მასზე დართული ტალონის ჩამორთმევით.“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი
თბილისი,
1985 წლის 21 ნოემბერი.
№472–XI
დოკუმენტის კომენტარები