დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4609-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/05/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.019489 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 125-ე მუხლის: ა) მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12−მე-14 ნაწილები: „12. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 13. ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 14. წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“; ბ) შენიშვნის: ბ.ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას, აგრეთვე ამ მუხლის მე-9–მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას ან შეიძლება შეაფერხოს მოძრაობა, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს ან შეიძლება შექმნას საავარიო ვითარება ან საცობი, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. სატრანსპორტო საშუალებას ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანენ, თუ გადაყვანის შესახებ მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობა. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე.“; ბ.ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 ნაწილები: „11. ამ მუხლის მე-12 ან მე-13 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას გაჩერებული ან მდგომი სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე დაუყოვნებლივ გადაყვანას. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. 12. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სატრანსპორტო საშუალებას არ აქვს რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან ნიშნები), უფლებამოსილი პირი ახდენს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის იდენტიფიცირებას და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული პირის მიმართ, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, გამოწერს საჯარიმო ქვითარს, ხოლო თუ სატრანსპორტო საშუალებას აქვს დროებითი სანომრე ნიშანი, უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითარს გამოწერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირის მიმართ და სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე დაუყოვნებლივ გადაყვანას. თუ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე უფლებამოსილი პირი ვერ ახდენს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირის იდენტიფიცირებას, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე დაუყოვნებლივ გადაყვანას, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირის იდენტიფიცირება და საჯარიმო ქვითრის გამოწერა ხდება სპეციალურ დაცულ სადგომზე. აღნიშნული საჯარიმო ქვითარი ჰბარდება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ან დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს/მფლობელს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის არქონა მისი ქურდობით იყო გამოწვეული, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირი თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისა და სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდისგან.“. 2. 2093 მუხლის: ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 555, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე და 1072−1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-14 ნაწილებით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1354 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150-ე−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512 და 1523 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 1539, 1561, 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 2. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 1254 მუხლით, 1353 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1461 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 555, 771, 772, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1354 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1502 და 1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512 და 1523 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 1539, 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური.“. 3. 239-ე მუხლის 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „27. ამ კოდექსის 555, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1354, 1461, 1501−1503, 1511, 1522 და 1523 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 1539, 1561, 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი.“. 4. 2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1354 მუხლებითა და 1536 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“. 5. 242-ე მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 1254 მუხლითა და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, ამ კოდექსის 2093 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. თუ სამართალდამრღვევი ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ან, ელექტრონული ფორმით შევსებული საჯარიმო ქვითრის შემთხვევაში, მისი ამონაბეჭდი განთავსდება სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო საჯარიმო ქვითრის 1 ეგზემპლარი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი (ელექტრონული ფორმით შევსებული საჯარიმო ქვითრის შემთხვევაში − მისი ამონაბეჭდი) ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.“; ბ) 44 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 45 ნაწილი: „45. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის იდენტიფიცირების შემდეგ მის მიმართ გამოიწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საჯარიმო ქვითრის 1 ეგზემპლარი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი (ელექტრონული ფორმით შევსებული საჯარიმო ქვითრის შემთხვევაში − მისი ამონაბეჭდი) ეგზავნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.“; გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე–1354 მუხლებითა და 2093 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ივსება ბურთულიანი კალმით ან/და ელექტრონული ფორმით.“. 6. 243-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებითა და 135-ე–1354, 1461, 1511, 1512 და 1536 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.“. 7. 252-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 1254 მუხლითა და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას პირს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) შეიძლება მის დაუსწრებლადაც შეეფარდოს. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები წერილობით უნდა განემარტოს.“. 8. 290-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში – საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 და 45 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საჯარიმო ქვითრის ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის რეგისტრაციის მისამართზე ან აღნიშნულ მისამართზე სრულწლოვანი პირისათვის ფოსტით ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 208-ე და 2082 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე დაჯარიმებისას − დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის დინება შეჩერდება დადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის განუხილველად დატოვების თაობაზე შეტყობინების ჩაბარებამდე, გარდა ამ მუხლის 15 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) 12−14 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 და 45 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია საჯარიმო ქვითრის ასლი სამართალდამრღვევს პირადად ჩაჰბარდეს. 13. თუ ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 და 45 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე მისთვის საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას უარს განაცხადებს მის მიღებაზე, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს საფოსტო გზავნილზე, რომელიც ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შემფარდებელს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება. 14. საჯარიმო ქვითარი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის რეგისტრაციის მისამართზე ერთი და იგივე სრულწლოვანი პირი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით განაცხადებს უარს მის მიღებაზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს. |
თბილისი, 29 მაისი 2019 წ. N4609-IIს |
დოკუმენტის კომენტარები