საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 285
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/05/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 15/05/2000
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.766
  • Word
285
05/05/2000
სსმ, 18, 15/05/2000
020.000.000.05.001.000.766
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 და მე-4 ქვეპუნქტებში სიტყვები „ჩადენის იარაღს ან უშუალო ობიექტს“ შეიცვალოს სიტყვებით „ჩადენის იარაღს, უშუალო ობიექტს ან საბაჟო წესების დარღვევის საგანს, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალებას“.

2. 28-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი“ შეიცვალოს სიტყვებით „ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საბაჟო წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება“.

3. 29-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი“ შეიცვალოს სიტყვებით „ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საბაჟო წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1551 მუხლი:

     „მუხლი 1551. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევა

ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებით ვაჭრობა არასტაციონარული სავაჭრო ობიექტებიდან, აგრეთვე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების სხვაგვარი დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ასი ლარით.“

5. 193-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვის „ადგილას“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და დადგენილ ვადაში“;

ა.ბ) სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე ან საბაჟო გადასახდელების სამმაგი ოდენობით, საბაჟო წესების დარღვევის საგნის, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე ან საბაჟო გადასახდელების ხუთმაგი ოდენობით, საბაჟო წესების დარღვევის საგნის, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ“;

გ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში საბაჟო და საგადასახადო ორგანოები უფლებამოსილნი არიან ჯარიმის გადახდამდე დააკავონ საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები. კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისას დაკავებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაცია მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

6. 208-ე მუხლს სიტყვების „143-1542 მუხლებით“ შემდეგ დაემატოს რიცხვი „1551“.

7. 239-ე მუხლის მე-16 ნაწილში რიცხვის „1542“ შემდეგ დაემატოს რიცხვი „1551“.

8. 249-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ კოდექსის 193-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება სამართალდარღვევის საგნის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.“

9. 295-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „193-ე მუხლის მეორე ნაწილით, 194-ე მუხლით“ შეიცვალოს სიტყვებით „193-ე და 194-ე მუხლებით“.

10. 296-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „193-ე მუხლის მეორე ნაწილით და 194-ე მუხლით“ შეიცვალოს სიტყვებით „193-ე და 194-ე მუხლებით“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 5 მაისი.

№285–IIს