საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3769
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/11/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 09/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.002.434
  • Word
3769
24/11/2006
სსმ, 45, 09/12/2006
020.080.000.05.001.002.434
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1271 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვისა და ავტოსადგურის მუშაობის წესების დარღვევა“;

ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.

3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“.

2. 214-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საავტომობილო ტრანსპორტისა და ელექტროტრანსპორტის ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-3 ნაწილით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით და 130-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტსა და ელექტროტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის).“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 24 ნოემბერი.

№3769_IIს