დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
წყალქვეშ სანადირო თოფების შეძენის, გაყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გამოყენების წეესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 215 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 09/08/1985 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 30/08/1985 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.080.000.05.001.000.013 |
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის
ბრძანებულება
წყალქვეშ სანადირო თოფების შეძენის, გაყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გამოყენების წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ
(ამონარიდი)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
3. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შემდეგი ცვლილებები:
დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1831 მუხლი:
„მუხლი 1831. წყალქვეშ სანადირო თოფების შეძენის, გაყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გამოყენების წესების დარღვევა
წყალქვეშ სანადირო თოფების შეძენის, გაყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გამოყენების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათიდან ოცდაათ მანეთამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ, თანამდებობის პირთა – ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათიდან ას მანეთამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ“;
206-ე მუხლში ციფრები „180-183“ შეიცვალოს ციფრებით „180-1831“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი
თბილისი,
1985 წლის 9 აგვისტო.
№215–XI
დოკუმენტის კომენტარები