დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3706-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/06/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 14/07/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.017796 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 180-ე და 181-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 180. მოქალაქის მიერ სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შეძენის, შენახვის, გადაცემის ან გაყიდვის წესის დარღვევა 1. მოქალაქის მიერ სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შეძენა, შენახვა, სხვა პირისათვის გადაცემა ან გაყიდვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე, იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. 2. იმავე ქმედების ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევისათვის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 600-დან 1000 ლარამდე, იარაღის კონფისკაციით. მუხლი 181. ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა 1. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნებართვის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის წესის დარღვევა – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. 2. ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი იმავე სამართალდარღვევისათვის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 700 ლარამდე, იარაღის და საბრძოლო მასალის კონფისკაციით ან უამისოდ. 4. ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა მისი მოვლა-დაცვისათვის პასუხისმგებელი საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაკის მიერ ან მათ მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის არადანიშნულებისამებრ გამოყენება – გამოიწვევს დაჯარიმებას 600-დან 800 ლარამდე. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევისათვის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1812 მუხლი: „მუხლი 1812. არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის განთავსების მოთხოვნის დარღვევა ან ცივი იარაღის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა 1. სავაჭრო ობიექტში არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის მყიდველისათვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების მოთხოვნის დარღვევა – გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 3. ცივი იარაღის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა – გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“. 3. 295-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აღმასრულებელი – ამ კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას; შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 167-ე და 180-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 1831 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
ქუთაისი, 12 ივნისი 2015 წ. N3706-IIს |
დოკუმენტის კომენტარები