დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6094-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/04/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.016705 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 109-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 109. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა
სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000-დან 20 000 ლარამდე.“.
2. 111-ე და 1111 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტის დარღვევა
სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 20 000 ლარამდე.
მუხლი 1111 . საქართველოს საჰაერო სივრცის უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე გამოყენება, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დარღვევა
1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით საქართველოს საჰაერო სივრცის უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე გამოყენება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000-დან 20 000 ლარამდე.
2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“.
3 . კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1112 − 1115 მუხლები:
„მუხლი 1112 . სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა
სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000-დან 10 000 ლარამდე.
მუხლი 1113 . სამოქალაქო საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევა
სამოქალაქო საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000-დან 20 000 ლარამდე.
მუხლი 1114 . სამოქალაქო აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა
სამოქალაქო აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000-დან 10 000 ლარამდე.
მუხლი 1115 . სამუშაო ადგილზე შესაბამისი კვალიფიკაციის (ოსტატობის) არმქონე ავიასპეციალისტის დაშვება
სამუშაო ადგილზე შესაბამისი კვალიფიკაციის (ოსტატობის) არმქონე ავიასპეცია ლისტის დაშვება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“.
4 . 132-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
5 . 213-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 213. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
ამ კოდექსის 109-ე და 111-ე− 1115 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელებ ის დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“.
6 . 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 471 ნაწილი:
„471 . ამ კოდექსის 109-ე და 111-ე− 1115 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებ ს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები.“.
7 . 295-ე მუხლის პირველი ნაწილის „ დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 26 აპრილი.
№6094- Iს
დოკუმენტის კომენტარები