საქართველოს ადმნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ადმნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1748
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 15/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.001.899
  • Word
1748
23/06/2005
სსმ, 38, 15/07/2005
020.080.000.05.001.001.899
საქართველოს ადმნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1181, 1182 და 1183 მუხლები:

     „მუხლი 1181. სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მისგან მარჯვენა (მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა ავტომაგისტრალებზე, გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის და ქალაქების ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო გზებისა, –

გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს.

    მუხლი 1182. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მართვის დროს მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელიც მოქმედებდა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში.

    მუხლი 1183. მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლისა და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა

მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლისა და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 15 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი . სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 ივნისი.

1748–რს