საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 439
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 13/07/2000
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.801
  • Word
439
29/06/2000
სსმ, 26, 13/07/2000
020.000.000.05.001.000.801
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2292 მუხლი:

    „მუხლი 2292. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი

1. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 92-ე, 93-ე, 94-ე, 96-ე, 961, 1735, 1774, 1775, 195-ე მუხლებით (სათბობ-ენერგეტიკის სფეროში ჩადენილი დარღვევებისათვის).

2. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ:

ა) ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს – დაჯარიმებისა შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე;

ბ) ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის ტერიტორიული სამმართველოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს – დაჯარიმებისა შრომის ანაზღაურების სამოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე“.

2. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 34-ე ნაწილი:

„34. ამ კოდექსის 92-ე, 93-ე, 94-ე, 96-ე, 961, 1735, 1774, 1775, 195-ე მუხლებით სათბობ-ენერგეტიკის სფეროში გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგო-ზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 29 ივნისი.

№439_IIს