დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 753 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/03/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 20/03/2001 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.883 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 1551 მუხლის:
ა) ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად;
ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 ნაწილები:
„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით ან ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ხუთას ლარამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასი ლარიდან სამი ათას ლარამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლება ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რაოდენობა 300 ლიტრზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – რაოდენობა 2000 ლიტრზე მეტი.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1552 მუხლი:
„მუხლი 1552. მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა
1. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, თუ საქონლის ღირებულება არ აღემატება ორას ლარს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორას ლარამდე, ხოლო თუ საქმის გარემოებათა მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომების გამოყენება საკმარისად არ ჩაითვლება, – ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე.“.
3. 173-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“;
ბ) დისპოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობა, –“;
გ) სანქციაში სიტყვები „ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათი მინიმალური ოდენობით.“.
4. 2091 მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. 219-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 219. საგადასახდო შემოსავლების სამინისტროს ორგანოები
1. საგადასახდო შემოსავლების სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1552, 1641-1643, 165-ე, 193-ე და 194-ე მუხლებით, ხოლო 157-ე და 195-ე მუხლებით – თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
2. საგადასახდო შემოსავლების სამინისტროს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1552, 157-ე, 1641-1643, 165-ე და 195-ე მუხლებით –საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საგანგებო ლეგიონის უფროსს და მის მოადგილეებს, საგანგებო ლეგიონის სამმართველოსა და განყოფილების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საგანგებო ლეგიონის რეგიონალური ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 193-ე და 194-ე მუხლებით – საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს, საბაჟო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეებს, რეგიონალური საბაჟოს უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საგანგებო ლეგიონის უფროსსა და მის მოადგილეებს, საგანგებო ლეგიონის სამმართველოსა და განყოფილების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საგანგებო ლეგიონის რეგიონალური ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს.“.
6. 239-ე მუხლის:
ა) მე-17 და მე-18 ნაწილებში სიტყვები „სახელმწიფო საგადასახადო ორგანოები“ შეიცვალოს სიტყვებით „საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოები“;
ბ) მე-18 ნაწილს სიტყვის „164-ე“ წინ დაემატოს სიტყვები „1552, 157-ე,“, ხოლო სიტყვის „1652“ შემდეგ – სიტყვები „193-ე – 195-ე“.
7. 246-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5) საგადასახდო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონს, საბაჟო ორგანოებს, საგადასახადო ორგანოებს – საგადასახადო და საბაჟო სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევებში.“.
8. 248-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებში სიტყვები „საბაჟო დაწესებულების“ შეიცვალოს სიტყვებით „საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის, საბაჟო ორგანოების, საგადასახადო ორგანოების“.
9. 249-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „193-ე მუხლით“ შეიცვალოს სიტყვებით „1531, 1551-1552, 157-ე და 193-ე მუხლებით“; ამავე ნაწილს ბოლოში დაემატოს წინადადება: „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისას დაკავებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაცია განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
10. 295-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 157-ე, 193-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 2 მარტი.
№753–IIს
დოკუმენტის კომენტარები