საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4621-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.018019
4621-Iს
11/12/2015
ვებგვერდი, 23/12/2015
020000000.05.001.018019
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 108. ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა

1. აეროდრომის რაიონში აეროდრომის გამოსაცნობი მარკირებული ნიშნებისა და მოწყობილობების მსგავსი ნიშნებისა და მოწყობილობების განლაგება, ან აეროპორტის ან აეროდრომის ადმინისტრაციის მიერ ნების დაურთველად პიროტექნიკური ნაწარმის დაწვა, ან ისეთი ობიექტების მოწყობა, რომლებიც ხელს უწყობს ფრინველთა მასობრივ თავმოყრას, ან ლაზერული გამოსხივების მქონე საშუალებების გამოყენება, რაც საშიშია საჰაერო ხომალდების ფრენისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. შენობებსა და ნაგებობებზე ღამისა და დღის მარკირებული ნიშნებისა და მოწყობილობების განთავსების წესების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. სააეროდრომო მოწყობილობების, საჰაერო ხომალდების სააეროდრომო ნიშნებისა და მოწყობილობების დაზიანება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

4. აეროპორტის, აეროდრომის ან  ფრენის რადიო- და შუქუზრუნველყოფის ობიექტების ტერიტორიაზე სათანადო ნებართვის გარეშე გავლა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2015 წ.

N4621-Iს