საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3292-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020960
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3292-XIმს-Xმპ
16/06/2023
ვებგვერდი, 06/07/2023
020000000.05.001.020960
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 592 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 59​2. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში პერსონალის გადამზადების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში დოკუმენტაციის წარმოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეტყობინების მარეგულირებელი ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და მონიტორინგის ხელსაწყოების გამოყენების ვალდებულების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო პერსონალის ან/და სამედიცინო დასხივების დროს პაციენტის დაუსაბუთებელი დასხივება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

5. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული ობიექტის, ბირთვული მასალის, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების ან/და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფის მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 200 ლარის ოდენობით.

6. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გაფართოების შესახებ შეტყობინებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მარეგულირებელი ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

7. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების დროს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების დარღვევის ან/და ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმის შეუსრულებლობის გამო მოსახლეობის დასხივება ან/და გარემოს დაბინძურება, რასაც არ გამოუწვევია და არც შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 800 ლარის ოდენობით.

8. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე მაიონებელი გამოსხივების მაგენერირებელი წყაროებისადმი (გენერატორებისადმი) მოპყრობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.

2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−46-ე, 462−464, 46​7−4611, 48-ე, 49-ე, 50​1, 51-ე−55​1, 55​3, 554, 56-ე, 57-ე−59-ე, 593−მე-60, 60​3−61​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​4, 69​6, 71-ე, 71​1, 72​1−77-ე, 78-ე და 79​1−793 მუხლებით, 794 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 795−მე-80, 821−825, 84-ე−86-ე, 871−89​3, 91​2, 91​3, 94-ე, 95-ე, 99-ე, 100​1, 100​2, 103​1, 104-ე და 105​1 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 116​4 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165  მუხლის მე-2 ნაწილით, 116​6 მუხლის მე-2 ნაწილით, 116​7 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 128​1−128​6, 143-ე, 144-ე, 144​10, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 153​მუხლებით, 153​3 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 153​5 მუხლით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551  და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581  მუხლებით, 158​5 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 159​4−159​10, 163-ე, 164-ე, 164​4, 1651−1653, 166-ე, 166​1 და 170​მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171​2−171​მუხლებით, 171​5 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 172​4−172​6, 173-ე, 173​4−173​7, 1739, 173​14, 17315 და 174​1 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 175​1 და 175​მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177​8, 1779, 177​11 და 177​12 მუხლებით, 17713  მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793, 181​6, 183-ე, 187-ე, 187​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​3, 1966 და 197​1  მუხლებით, 197​3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 199​1 მუხლით.“.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4309 – ვებგვერდი, 09.07.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4422 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2223 მუხლი:

„მუხლი 2223. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 592 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“.

4. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 45-ე, 451, 48-ე, 49-ე, 50​​​​​1, 51-ე−56-ე და 57-ე–572 მუხლებით, 573 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით, 57​​​​​4−59-ე, 59​​3−მე-60, 603−61​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 69​​​5, 71-ე, 721−78-ე, 79​​​​​1−80-ე, 822 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 88-ე−89​​​​​3, 91​​2, 92​​​1, 94-ე, 95-ე, 96​1, 962, 96​4, 99-ე, 1001, 100​​2, 103-ე–104-ე,  105​1,  116-ე,  134-ე,  143-ე,  144-ე,  145-ე,  146​​​​1,  148-ე−152-ე,  152​2, 152​3, 153-ე, 153​​1, 153​​​3–153​​6, 154-ე−154​​2, 156-ე, 157​​1–158-ე, 164-ე, 1644, 165-ე, 165​​​1, 166-ე−167-ე, 170-ე და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172​​4, 172​8, 172​​​9, 173-ე–173​​​2, 1736, 173​​​​7, 173​​​9, 174-ე–174​​2, 175-ე−175​​2, 177​​​​1, 177​​​​8, 177​​​​​9, 179​2, 180-ე–183​​1, 185-ე–1852, 187-ე, 187​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​​​3, 197​​​1 და 199მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ივნისი 2023 წ.

N3292-XIმს-Xმპ