საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3456-XIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.021019
3456-XIIრს-Xმპ
03/07/2023
ვებგვერდი, 25/07/2023
020000000.05.001.021019
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 44მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამედიცინო საქმიანობა ნებართვის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.

2. 443 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 443. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება ან ზედამხედველობის განხორციელებისთვის ხელის შეშლა

1. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.

3. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.“.

3. 445 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის ოდენობით.“.

4. 447−4412 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 447. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა 

1. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

მუხლი 44​8. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა სავალდებულო შეტყობინების გარეშე

მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე ან აღნიშნული საქმიანობა ამ შეტყობინების საფუძველზე განხორციელებული საქმიანობის უფლების შეჩერების შემთხვევაში −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 449. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა

1. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი იურიდიული პირის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა – 

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

მუხლი 4410. სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა

1. სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა –

გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 4411. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის წესისა და გამოწერისა და გაფორმების წესის დარღვევა

1. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის წესის დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერისა და გაფორმების წესის დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

მუხლი 4412. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში ანგარიშგების მოთხოვნის შეუსრულებლობა

საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2903 მუხლით დადგენილი წესით.“.

5. 2296 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2296. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანო/სამსახური

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანო/სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ამ კოდექსის 4412 და 17313 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ სახდელს ადებს.  

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოს/სამსახურს აქვს ამ კოდექსის 442, 443, 445 და 447–4411 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება.

3. ამ კოდექსის 442, 443, 445 და 447– 4411 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს/სამსახურის სათანადო თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე დაადოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.

4. ამ კოდექსის 442, 443, 445 და 447– 4411 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით შეიძლება ელექტრონულად დაედოს.“.

6. 239-ე მუხლის:

ა) 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. ამ კოდექსის 44​​​2, 443, 44​​​5, 44​​​7−44​​​11 და 46​​​2−46​​​4 მუხლებით, 1557 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებითა და 15511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.“;

ბ) 44-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„44. ამ კოდექსის 43-ე, 44-ე და 441 მუხლებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 603, 1735 და 177 11 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები.“.

7. 242-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 442, 443, 445 და 447–4411 მუხლებით (ადმინისტრაციული სახდელის ელექტრონულად დადების შემთხვევაში), 4412 მუხლით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 112-ე, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლით, 130-ე მუხლით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და 179​​6−179​9 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხდება სამართალდამრღვევის დაჯარიმება და მისთვის ჯარიმის გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ფორმდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გარდა მის მიერ ამ კოდექსის 4412 და 179​6−179​9 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისა, აგრეთვე ამ კოდექსის 442, 443, 445 და 447–4411 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისთვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოწერისა.“;

გ) 34 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„34. ამ კოდექსის 442, 443, 445 და 447–4411 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სამართალდამრღვევს გამოუწეროს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“.

8. 2903 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ კოდექსის 442, 443, 445 და 447–4412 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამართალდამრღვევის მიერ ამ კოდექსის 442, 443, 445 და 447–4412 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას მისთვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოწერის შემთხვევაში ელექტრონული საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ეგზავნება.“;

გ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

„7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს/სამსახურის მიერ ამ კოდექსის 443, 445 და 447–4411 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას და ადმინისტრაციული სახდელის დადებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში ოქმი/დადგენილება იგზავნება სამართალდამრღვევის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ან/და მის ფაქტობრივ მისამართზე და, იმავდროულად, საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.rama.moh.gov.ge) ქვეყნდება. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ოქმი/დადგენილება პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე კალენდარულ დღეს. პირმა ჯარიმა ამ ნაწილით გათვალისწინებული ოქმის/დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

3 ივლისი 2023 წ.

N3456-XIIრს-Xმპ