დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5242 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/07/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 27/07/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.080.000.05.001.002.978 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1793 მუხლი:
„მუხლი 1793. ფალსიფიცირებული ან მავნებელი ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაცია
1. საზოგადოებრივი კვების ან სავაჭრო ობიექტის მიერ ფალსიფიცირებული ან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნებელი არასერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაცია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.“.
2. 219-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1793 მუხლით, – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირებს.“.
3. 239-ე მუხლის მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. ამ კოდექსის 153-ე, 1531, 1551–1556, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644, 165-ე–1653, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 11 ივლისი.
№5242–რს
დოკუმენტის კომენტარები