საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 717
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 28/04/1986
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 4, 28/04/1986
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.016
  • Word
717
28/04/1986
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 4, 28/04/1986
020.000.000.05.001.000.016
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის

ბრძანებულება

საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

„ძვირფასი ლითონებისა და ქვების ან მათი შემცველი ნაკეთობების მიღების, ხარჯვის, აღრიცხვის, შენახვის, აგრეთვე მათი ჯართისა და ნარჩენების შეგროვებისა და სახელმწიფო ფონდში ჩაბარების წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 26 დეკემბრის ბრძანებულების შესაბამისად და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფის მიზნით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ( საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1791 და 2291 მუხლები:

     „მუხლი 1791. ძვირფასი ლითონებისა და ქვების ან მათი შემცველი ნაკეთობების მიღების, ხარჯვის, აღრიცხვის, შენახვის დადგენილი წესების დარღვევა

ძვირფასი ლითონებისა და ქვების ან მათი შემცველი ნაკეთობების მიღების, ხარჯვის, აღრიცხვის, შენახვის, აგრეთვე მათი ჯართისა და ნარჩენების შეგროვებისა და სახელმწიფო ფონდში ჩაბარების დადგენილი წესების დარღვევა, –

გამოიწვევს ყველა სახის ძვირფასი ლითონებისა და ქვების, აგრეთვე მათი შემცველი ნაკეთობების გადამმუშავებელი, გამომყენებელი და მოსარგებლე საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა თანამდებობის პირების დაჯარიმებას ორას მანეთამდე..

     „მუხლი 2291. სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოები

სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის განმხორციელებელი ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1791 მუხლით.

სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის განმხორციელებელი ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და დაჯარიმების უფლება აქვთ სსრ კავშირის ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციების უფროსებს – ას მანეთამდე, სსრ კავშირის ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონების სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეებს – ორას მანეთამდე..

2. 226-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 226. სატყეო მეურნეობის ორგანოები

სატყეო მეურნეობის ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 76-ე მუხლით.

სატყეო მეურნეობის ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ:

სსრ კავშირის სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის მინისტრს, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ, სამხრეთ ოსეთის ატონომიური ოლქის სატყეო მეურნეობის ორგანოების ხელმძღვანელებს და მათ მთავარ მეტყევეებს – მოქალაქეთა დაჯარიმებისა ორმოცდაათ მანეთამდე და თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე;

აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სატყეო მეურნეობების ორგანოების ტყის მოვლა-დაცვის განყოფილებათა უფროსებს, სატყეო მეურნეობებისა და სხვა სახელმწიფო სატყეო-სამეურნეო საწარმოთა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს და მთავარ მეტყევეებს – მოქალაქეთა დაჯარიმებისა ორმოც მანეთამდე და თანამდებობის პირთა ოთხმოცდაათ მანეთამდე.

აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სატყეო მეურნეობების ორგანოების ტყის მოვლა-დაცვის განყოფილებათა უფროს ინჟინრებსა და ინჟინრებს, სატყეო მეურნეობებისა და სხვა სახელმწიფო სატყეო-სამეურნეო საწარმოთა და ორგანიზაციათა უფროს ინჟინრებს და ინჟინრებს, მეტყევეებს – მოქალაქეთა დაჯარიმებისა ოცდაათ მანეთამდე და თანამდებობის პირთა – ოთხმოც მანეთამდე; ამ აბზაცში ჩამოთვლილ პირებს უფლება აქვთ ათ მანეთამდე დააჯარიმონ მოქალაქეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას..

3. 262-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები ხოლო 50-ე მუხლით – ხუთი დღის ვადაში”. შეიცვალოს სიტყვებით „ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული – ხუთი დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 95-ე მუხლით გათავალისწინებული – შვიდი დღის ვადაში..

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი

თბილისი,

1986 წელი 28 აპრილი.

№717_XI