საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 30/01/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1, 30/01/1991
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.048
  • Word
30/01/1991
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1, 30/01/1991
080.000.000.05.001.000.048
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე

(ამონარიდი)

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

III. საქართველოს სსრ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421):

1. 121-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 121. სატრანსპორტო საშუალებათა მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება, ან მართვის გადაცემა არასრულწლოვანისათვის

სატრანსპორტო საშუალებათა მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს ამ საშუალებათა მართვის უფლება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა მართვის გადაცემა იმ პირისათვის, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთას მანეთამდე.

იგივე დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალებათა, ტვირთის, გზების, საგზაო და სხვა ნაგებობათა ან სხვა ქონების დაზიანება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ათას მანეთამდე ან სატრანსპორტო საშუალებათა სასყიდლით ჩამორთმევას.

სატრანსპორტო საშუალებათა მართვის გადაცემა არასრულწლოვანისათვის,

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალებათა სასყიდლით ჩამორთმევას“.

2. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 122-ე მუხლი:

     „მუხლი 122. სატრანსპორტო საშუალებათა მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე

სატრანსპორტო საშუალებათა მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ან სხვისი, ან შენიღბული, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნებით,–

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციას“.

3. 208-ე და 279-ე მუხლებს ციფრების „501“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „121-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 122-ე მუხლის მეორე ნაწილით“.

4. 209-ე მუხლში:

პირველ ნაწილში სიტყვები „116126-ე მუხლებით“ შეიცვალოს სიტყვებით „116-120-ე მუხლებით, 121-ე მუხლის პირველი ნაწილით, 122-ე მუხლის პირველი ნაწილით, 124-126-ე მუხლებით“;

მეორე პუნქტში სიტყვები „121-ე მუხლით“ შეიცვალოს სიტყვებით „121-ე მუხლის პირველი ნაწილით, 122-ე მუხლის პირველი ნაწილით“.

5. 262-ე მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „95-ე მუხლით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „121-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებითა და 122-ე მუხლის მეორე ნაწილით“.

6. 269-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს ციფრები „122“.

7. 295-ე მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „(გარდა ნადირობის, თევზჭერის და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის შესახებ საქმეების)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „122-ე მუხლის მეორე ნაწილით“.

IV. კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია

თბილისი,

1991 წლის 30 იანვარი.

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.