საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1756
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 15/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.001.905
  • Word
1756
23/06/2005
სსმ, 38, 15/07/2005
020.080.000.05.001.001.905
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1551 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1551. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევა

1. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებით ვაჭრობა არასტაციონარული სავაჭრო ობიექტებიდან, აგრეთვე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების სხვაგვარი დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით ან ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლება ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების 200 ლიტრზე მეტი რაოდენობა, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – 2000 ლიტრზე მეტი რაოდენობა.“.

2. 1552 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1552. მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა

1. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, თუ საქონლის ღირებულება არ აღემატება 200 ლარს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, თუ საქონლის ღირებულება აღემატება 200 ლარს, ან ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომის გამოყენება საკმარისად არ ჩაითვლება, – ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით 30 დღემდე, სამართალდარღვევის საგნის, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალებების კონფისკაციით ან უამისოდ.“.

3. 193-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილნი არიან ჯარიმის გადახდამდე დააკავონ საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები. კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისას დაკავებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაცია მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

4. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოების განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421–422, 425–429 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 45-ე–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–86-ე, 88-ე–912, 921, 922, 94-ე–1002, 103-ე–1051, 124-ე, 1251, 1281, 1282, 143-ე–1441, 1443–1445, 145-ე, 146-ე, 1471, 148-ე–1542, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1778–178-ე, 1791–183-ე, 185-ე–1872, 189-ე, 191-ე, 192-ე, 195-ე, 1962–1966, 1971 მუხლებით.“.

5. 219-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 219. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანოები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 165-ე, 193-ე და 194-ე მუხლებით, ხოლო ამ კოდექსის 157-ე და 195-ე მუხლებით – თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ:

ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 157-ე, 165-ე და 195-ე მუხლებით – საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, ფინანსური პოლიციის საამისოდ უფლებამოსილ პირებს;

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 193-ე, 194-ე და 195-ე მუხლებით – საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს, საბაჟო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეებს, რეგიონალური საბაჟოს უფროსსა და მის მოადგილეებს, ფინანსური პოლიციის უფლებამოსილ პირებს.“.

6. 239-ე მუხლის:

ა) მე-18 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ამ კოდექსის 153-ე, 1531, 1551–1556, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644, 165-ე–1653, 178-ე, 193-ე–195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.“.

7. 295-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 295. კონფისკაციის შესახებ დადგენილების აღსრულების განმახორციელებელი ორგანოები

1. კონფისკაციის შესახებ დადგენილებას აღასრულებს:

ა) სასამართლო აღმასრულებელი – ამ კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას; შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი ამ კოდექსის 167-ე, 176-ე, 180-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1831 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას;

ბ) ნადირობის წესების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 853 მუხლით, 86-ე მუხლით (ნადირობის წესების დარღვევისათვის) 196-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას;

გ) ფინანსთა სამინისტროს სისტემის შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 157-ე, 193-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას;

დ) საჰაერო ტრანსპორტის უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 109-ე მუხლით, 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას.

2. ამ კოდექსის 981 მუხლის შენიშვნაში აღნიშნული პროდუქციის კონფისკაციას ახდენს და სამართალდამრღვევის ხარჯით ანადგურებს სოფლის მეურნეობის ხარისხზე კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამდებობის პირი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 ივნისი

1756–რს