დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2231-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/11/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.020662 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 38-ე მუხლის მე-3 და 31 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, როდესაც დამრღვევის მოქმედებაში არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, მას ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების სახდელის დამდები უფლებამოსილი ორგანოსთვის (თანამდებობის პირისთვის) ჩაბარების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 31. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სასამართლოში გასაჩივრებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადის დინება შეჩერდება სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.“. 2. მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-7−მე-9 ნაწილებით, 119-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 120-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-5, მე-10, მე-11 და მე-18 ნაწილებითა და 1271 მუხლის მე-6–62 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც დაზიანებულია სატრანსპორტო საშუალება, დადგენილია სამართალდამრღვევი და გამოწერილია შესაბამისი საჯარიმო ქვითარი, დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) მიერ წარდგენილი განცხადებისა და უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შეფასების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის დადგენილებას და მის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომლითაც სამართალდამრღვევს დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) სასარგებლოდ დაეკისრება დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენისთვის, ხოლო მისი აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – შენაცვლებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი დადგენილების მიღებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული განცხადება და იმავე ნაწილით განსაზღვრული საექსპერტო შეფასება წარდგენილია შესაბამისი საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.“. 3. 81-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. 116-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და 0,7 პრომილეს არ აღემატება, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას.“; ბ) მე-4−მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც: ა) მძღოლს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; ბ) მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსის სხვა მუხლით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 5. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით. 6. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, მართვის უფლების შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას. 7. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას. 8. ამ მუხლის მე-3−მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, როდესაც: ა) მძღოლს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით; ბ) მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გაზრდას.“; გ) შენიშვნის: გ.ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია ადგილზე შეამოწმოს მძღოლი, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია. თუ შემოწმების შედეგად დადასტურდება მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი ან იგი ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას თავს აარიდებს, პოლიციელი ვალდებულია სამართალდამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს.“; გ.ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით შესაბამისი საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა, თუ სამართალდამრღვევმა ნებაყოფლობით აანაზღაურა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებიდან 1 წელია გასული. ამ შემთხვევაში სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღუდგება, თუ იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩააბარებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდას ან დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: ა) სამართალდამრღვევი გადაიხდის 3 000 ლარს; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მიიღებს გადაწყვეტილებას სამართალდამრღვევისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესახებ.“; გ.გ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში ეთანოლის 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირებით გამოვლინდა, მძღოლს უფლება აქვს, ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი სათანადო საექსპერტო დაწესებულებას ეგზავნება. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისთვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან. მძღოლს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობის შემთხვევაში შესაბამისი საქმის განმხილველი ორგანო ხელმძღვანელობს ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის ტოქსიკოკინეტიკის შესწავლის საფუძველზე დადგენილი მონაცემებით, რომელთა თანახმად, ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაცია ყოველ 1 საათში 0,15 პრომილეთი მცირდება.“. 5. 1161 მუხლის შენიშვნის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ადგილზე შეამოწმოს თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლი, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია. თუ შემოწმების შედეგად დადასტურდება თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, პოლიციელი ვალდებულია სამართალდამრღვევი თოვლმავლის/მოტოციგის მართვას ჩამოაშოროს. თუ თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლის ადგილზე იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ჩამოართვას მას თოვლმავალი/მოტოციგა, სანამ არ მოხდება მისი იდენტიფიკაცია. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლის სისხლში ეთანოლის 0,5 პრომილეზე მეტი ოდენობით შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირებით გამოვლინდა, თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლს უფლება აქვს, ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი სათანადო საექსპერტო დაწესებულებას ეგზავნება. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისთვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან. თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობის შემთხვევაში შესაბამისი საქმის განმხილველი ორგანო ხელმძღვანელობს ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის ტოქსიკოკინეტიკის შესწავლის საფუძველზე დადგენილი მონაცემებით, რომელთა თანახმად, ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაცია ყოველ 1 საათში 0,15 პრომილეთი მცირდება.“. 6. 1163 მუხლის შენიშვნის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ადგილზე შეამოწმოს სასრიალო ტრასით მოსარგებლე, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია. თუ შემოწმების შედეგად დადასტურდება სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, პოლიციელი ვალდებულია სამართალდამრღვევი სასრიალო ტრასას დროებით, ერთი (იმავე) დღით ჩამოაშოროს და ჩამოართვას მას სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალება ერთი (იმავე) დღით. თუ სასრიალო ტრასით მოსარგებლის ადგილზე იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ჩამოართვას მას სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალება, სანამ არ მოხდება მისი იდენტიფიკაცია. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა სასრიალო ტრასით მოსარგებლის სისხლში ეთანოლის 0,5 პრომილეზე მეტი ოდენობით შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირებით გამოვლინდა, სასრიალო ტრასით მოსარგებლეს უფლება აქვს, ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი სათანადო საექსპერტო დაწესებულებას ეგზავნება. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისთვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად სასრიალო ტრასით მოსარგებლეს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან. სასრიალო ტრასით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად სასრიალო ტრასით მოსარგებლის სისხლში ეთანოლის შემცველობის შემთხვევაში შესაბამისი საქმის განმხილველი ორგანო ხელმძღვანელობს ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის ტოქსიკოკინეტიკის შესწავლის საფუძველზე დადგენილი მონაცემებით, რომელთა თანახმად, ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაცია ყოველ 1 საათში 0,15 პრომილეთი მცირდება.“. 7. 119-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31–33 ნაწილები: „31. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 32. ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 33. ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში იმავე ქმედების მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-7−72 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება არაუმეტეს 10%-ით აღემატება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილ ნორმებს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 71. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება 10%-ზე მეტით აღემატება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილ ნორმებს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 72. ამ მუხლის მე-7 ან 71 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში იმავე ქმედების მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“; გ) შენიშვნის: გ.ა) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ამ მუხლის მე-7, 71 ან 72 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მძღოლს ჯარიმის დაკისრებასთან ერთად სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3-დღიანი ვადა. აღნიშნულ ვადაში მას არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ მუხლის მე-7, 71 ან 72 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“; გ.ბ) მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 ნაწილები: „12. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 13. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“. 8. 120-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ციმციმა სიგნალის და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს კონფისკაციას. 11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით.“. 9. 121-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. თუ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი ან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/მფლობელი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა მის კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება.“. 10. 1211 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადრე დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობითა და მის სანაცვლოდ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით ერთდროულად სარგებლობა ან გაუქმებული/ძალადაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან/და პირის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მიზნით − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.“; ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით (სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით) სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.“. 11. 122-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 122. სატრანსპორტო საშუალების მართვა საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით ან სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით ან მოხსნილია აღრიცხვიდან 1. სატრანსპორტო საშუალების მართვა საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით ან სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ წინა ან უკანა მხარეს დამაგრებული ერთი სახელმწიფო სანომრე ნიშნით − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 2. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. 4. სატრანსპორტო საშუალების მართვა წყვილი სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, სხვა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნით ან შენიღბული ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 5. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერის შედეგად მოხსნილია აღრიცხვიდან, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით ან/და მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, თუ არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი სახელმწიფო სანომრე ნიშნის შეცვლის შესახებ) შესაძლებელია სამართალდამრღვევს შესაბამისი საქმის განხილვამდე, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის შემდეგ. 2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (მხოლოდ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის ნაწილში) ჩადენის შემთხვევაში შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს მიეცემა 10-დღიანი ვადა სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გასატარებლად. თუ სამართალდამრღვევს შესაბამისი საქმის განხილვამდე, დროებით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება და იგი გადაყვანილ იქნა სპეციალურ დაცულ სადგომზე, აღნიშნული 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყება სატრანსპორტო საშუალების მისი მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის დაბრუნების დღიდან. ამ ვადაში პირს არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. დადგენილ ვადაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში გაუტარებლობის შემთხვევაში პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია. 3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით შეიცვლება. 4. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა პირს არ ათავისუფლებს საურავის გადახდისგან. 5. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით დადგენილი წესით.“. 12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1221 მუხლი: „მუხლი 1221. იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვა, რომლის ტექნიკური პასპორტი ან/და რეგისტრაცია გაუქმებულია, ან სპორტული დანიშნულების ავტომობილის იმ პირის მიერ მართვა, რომელსაც არ აქვს მრბოლელის მოქმედი ლიცენზია, ან ამ პირისთვის სპორტული დანიშნულების ავტომობილის სამართავად გადაცემა 1. იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვა, რომლის ტექნიკური პასპორტი ან/და რეგისტრაცია გაუქმებულია, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. სპორტული დანიშნულების ავტომობილის იმ პირის მიერ მართვა, რომელსაც არ აქვს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ სპორტის შესაბამის სახეობაში აღიარებული ფედერაციის მიერ გაცემული მრბოლელის მოქმედი ლიცენზია, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 3. სპორტული დანიშნულების ავტომობილის სამართავად გადაცემა იმ პირისთვის, რომელსაც არ აქვს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ სპორტის შესაბამის სახეობაში აღიარებული ფედერაციის მიერ გაცემული მრბოლელის მოქმედი ლიცენზია, − გამოიწვევს სპორტული დანიშნულების ავტომობილის მესაკუთრის/მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“. 13. 123-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 123. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა 1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. 2. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირის შემთხვევაში − დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 3. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირის შემთხვევაში − დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირის შემთხვევაში − დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით შეიცვლება. 2. ამ მუხლის მე-2, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით შესაბამისი საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა, თუ გასულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის არანაკლებ ნახევარი. ამ შემთხვევაში სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღუდგება, თუ იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩააბარებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდას ან დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: ა) სამართალდამრღვევი გადაიხდის 2 000 ლარს; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ამ კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას სამართალდამრღვევისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესახებ. 3. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა პირს არ ათავისუფლებს საურავის გადახდისგან. 4. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით დადგენილი წესით. 5. ამ მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“. 14. 125-ე მუხლის: ა) 11 და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ან 11 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ პირის მიერ ჩადენა, რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი ან 11 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 5. ამ მუხლის პირველი ან 11 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.“; გ) 61 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „61. ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“; დ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ნიშნის („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი ნიშნის („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის დაბრკოლების შექმნა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“; ე) მე-16 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 და მე-18 ნაწილები: „17. ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის შემთხვევისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 18. ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“; ვ) შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას, აგრეთვე ამ მუხლის 61 და მე-9−მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას ან შეიძლება შეაფერხოს მოძრაობა, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს ან შეიძლება შექმნას საავარიო ვითარება ან საცობი, შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდეს ბლოკირება. სატრანსპორტო საშუალება ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ სადგომზე იქნება გადაყვანილი ან სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდება ბლოკირება, თუ ამკრძალავ ნიშანს შესაბამისი მინიშნება ახლავს. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის შესახებ შესაბამისი მინიშნება. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის ან სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირების შესახებ ინფორმაციის „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობა. სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის ან სატრანსპორტო საშუალების თვლებისთვის ბლოკირების მოხსნის საფასურის გადახდა სამართალდამრღვევს დაეკისრება. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასური, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სატრანსპორტო საშუალების თვლებისთვის ბლოკირების მოხსნის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე.“. 15. 1271 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“; ბ) 13 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 და 15 ნაწილები: „14. არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით ან/და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი დაცვა-გაცილების გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 15. ამ მუხლის 14 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“; გ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 ნაწილები: „61. ამ მუხლის 14 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 62. ამ მუხლის 15 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.“; დ) შენიშვნის: დ.ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი, 11, 14, 15 და მე-6−მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით შეიცვლება.“; დ.ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. ამ მუხლის 14, 15, 61 ან 62 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილებამდე შესაძლებელია უფლებამოსილმა პირმა სატრანსპორტო საშუალება გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანოს მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით ან იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე.“. 16. 177-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ან კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანძრის ჩაქრობის ან/და სამაშველო საქმიანობის წესისა და მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა – გამოიწვევს კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მესაკუთრის დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით.“. 17. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−554, 56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721−78-ე, 791−მე-80, 821, 822, 825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533−1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 159-ე, 1591, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე, 1661 და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793 და 180-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“. 18. 209-ე მუხლის პირველი−21 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861, 1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1163, 118-ე–119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2 და მე-6−მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 1352−1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 17415 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416−17418, 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა), 17715 და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის პირველი ნაწილითა და 1813, 1821, 1822, 190-ე და 1902−1911 მუხლებით. 2. ამ კოდექსის 1075 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1163 და 118-ე−122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2 და მე-6−მე-7 ნაწილებითა და 1291 და 1352−1354 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესებისა და თოვლზე/ყინულზე, სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე) უსაფრთხოების წესების დაცვას, ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. 21. ამ კოდექსის 4210, 861, 1142, 1527 და 1528 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 17417 და 17418 მუხლებით, 177-ე მუხლის პირველი, მე-2−მე-3, მე-6−მე-7, მე-9−მე-11 და მე-14 ნაწილებითა და 17715, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 19. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ კოდექსის 4210, 45-ე, 451, 583, 861, 1002 , 107-ე, 1075, 1141, 1142, 1151, 116-ე–1163 და 118-ე−123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2 და მე-6−მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1352−1354, 1395, 150-ე, 1527, 1528 და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებითა და 166-ე, 167-ე, 173-ე, 17314, 17315, 1741, 17415−17418, 1752, 1761, 1763, 177-ე, 1771, 17715, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“. 20. 250-ე მუხლის 13 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დაზარალებულს (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/მფლობელს) უფლება აქვს, გამოიყვანოს სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება, თუ იგი ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს წარუდგენს სათანადო განცხადებას და საექსპერტო შეფასებას;“. 21. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 45-ე, 451, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−56-ე და 57-ე–572 მუხლებით, 573 მუხლის მე-2 ნაწილით, 574−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 721−78-ე, 791−მე-80, 822 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 88-ე−893, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 99-ე, 1001, 1002, 103-ე–104-ე, 1051, 116-ე, 134-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 1461, 148-ე−152-ე, 1522, 1523, 153-ე, 1531, 1533–1536, 154-ე−1542, 156-ე, 1571–158-ე, 164-ე, 1644, 165-ე, 1651, 166-ე−167-ე, 170-ე და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1724, 1728, 1729, 173-ე–1732, 1736, 1737, 1739, 174-ე−1742, 175-ე−1752, 1771, 1778, 1779, 1792, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1971 და 1991 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“. 22. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 171-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებითა და 142-ე, 1533, 154-ე, 1741 და 1742 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501, 511, 513, 533, 55-ე, 552, 553, 555, 556, 582, 592, 61-ე და მე-80 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 99-ე, 1001, 1002, 103-ე, 104-ე, 1051, 1071, 141-ე, 143-ე−1441, 1443−1445, 14410, 145-ე, 1461, 148-ე−1501, 1511, 152-ე, 1522−1529, 153-ე, 1541, 1542, 156-ე−1581, 159-ე, 1591, 1595−1599, 163-ე, 164-ე, 1661, 167-ე, 170-ე, 174-ე და 175-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1771 მუხლით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და 1791, 180-ე−1831, 185-ე−1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 7 დღის ვადაში.“. 23. 270-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში დაცული მონაცემები მუშავდება ადმინისტრაციული სახდელის დადების, აგრეთვე ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის, პოლიციის პრევენციული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის, სარეგისტრაციო/სანებართვო საქმიანობის, მართლმსაჯულების განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ლეგიტიმური მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად.“; ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, შენახვისა და დამუშავების წესს დაინტერესებულ სამინისტროებთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. 24. 275-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ნაწილი: „12. ადმინისტრაციული სახდელის სახით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების გამოყენებისას ამ მუხლის საფუძველზე შეჩერებული ვადა სახდელის საერთო ვადაში არ ითვლება.“. 25. 287-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება არ აღსრულდება, თუ იგი აღსასრულებლად მიქცეული არ იყო გამოტანიდან 1 წლის ვადაში, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.“; ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 26. 290-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 16 ნაწილი: „16. სასამართლო საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოწერილ საჯარიმო ქვითართან/გამოტანილ დადგენილებასთან დაკავშირებული საჩივრის წარმოებაში მიღების ან მისი წარმოებაში მიუღებლობისა და განუხილველად დატოვების შესახებ დადგენილების ასლს უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებს.“. 27. 2901 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის/გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ან მისი გამოწერისთვის/გამოტანისთვის/მიღებისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ჩაბარება“; ბ) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11−მე-16 ნაწილები: „11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოწერილი საჯარიმო ქვითარი/გამოტანილი დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ან/და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტი/შეტყობინება მხარეს ჰბარდება ამ მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია შესაბამის პირს ამ საჯარიმო ქვითრის/დადგენილების/გადაწყვეტილების/შეტყობინების თაობაზე ინფორმაცია დამატებით გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. 12. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია უცხო ქვეყნის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკისრება იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელმაც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა და სატრანსპორტო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე შემოიყვანა. 13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი დადგენილება (გამოწერილი საჯარიმო ქვითარი) საჯაროდ ქვეყნდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. საჯარიმო ქვითარი შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად ითვლება საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს აგრეთვე უფლება აქვს, ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ პირს დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. საჯარიმო ქვითარი აღნიშნულ პირს შეიძლება ჩაჰბარდეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას. 14. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მას ერიცხება საურავი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 15. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი ვალდებულია აღნიშნული ჯარიმა ან საურავი გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას. 16. თუ ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული პირი უცხოელია ან მოქალაქეობის არმქონე პირია, ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში მას შეიძლება საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში. თუ ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული პირი საქართველოს მოქალაქეა, საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის. აღნიშნულ შემთხვევაში დადგენილება იძულებით აღსრულდება ამ კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.“. 28. 2902 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 118-ე−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−31 ნაწილებით, 122-ე და 123-ე მუხლებითა და 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) გათვალისწინებულ შემთხვევაში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი დადგენილების (გამოწერილი საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ამ კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საფოსტო გზავნილის გაგზავნამდე უგზავნის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.“. 29. 303-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 303. სპეციალური უფლების შეჩერების ვადის გამოანგარიშება 1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლს სპეციალური უფლება უჩერდება მისთვის ამ უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან (გაცნობიდან). 2. სპეციალური უფლების შეჩერებისას ჩამორთმეული დოკუმენტების დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. მუხლი 2 1. ამ კანონის პირველი მუხლის 25-ე ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 287-ე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობის 1-წლიანი ვადა გავრცელდება იმ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებაზე, რომლის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ამოწურული არ არის. 2. ამ კანონის პირველი მუხლის 27-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის მე-12−მე-16 ნაწილებით დადგენილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი გავრცელდება იმავე ნაწილებით განსაზღვრულ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რომლის საქმეზე ადმინისტრაციული სახდელის დადების ხანდაზმულობის ვადა ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ამოწურული არ არის. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 30 ნოემბერი 2022 წ. N2231-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები