დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4010-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.102125 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 119-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. იმ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მართვა, რომლის რომელიმე თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავით არ არის აღჭურვილი, ან იმ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მართვა, რომლის რომელიმე თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავით არ არის აღჭურვილი და რომლის არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები არ არის დამაგრებული, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“; ბ) 31−33 ნაწილები ამოღებულ იქნეს; გ) 33 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34−36 ნაწილები: „34. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 35. ამ მუხლის 34 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 36. ამ ნაწილით ან ამ მუხლის 35 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის 34 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“; დ) შენიშვნის: დ.ა) მე-12 და მე-13 ნაწილები ამოღებულ იქნეს; დ.ბ) მე-13 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 და მე-15 ნაწილები: „14. ამ მუხლის 34−36 ნაწილების მიზნებისთვის სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 15. ამ მუხლის 34−36 ნაწილების მიზნებისთვის სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“; დ.გ) მე-15 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16−მე-18 ნაწილები: „16. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის ამ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 17. პოლიცია უფლებამოსილია ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე შეზღუდოს იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის თვალი/ბორბლები არ აკმაყოფილებს ზამთრის საბურავით აღჭურვისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დამაგრების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 18. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შეიძლება სამართალდამრღვევს დროებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის დასრულებამდე ჩამოერთვას შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება და იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება მისი ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის შემთხვევაში.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის „ბ“−„დ.ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის: ა) „ბ“ და „დ.ა“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 2 იანვრიდან; ბ) „გ“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №153 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. |
თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N4010-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები